სალამ ალეიქუმ, ქუდის მოხდით ხელზე გემთხვევით, ორი აქლემი ტვირთი დამაქვს შვიდი წელია, უქუდომ ქუდი მოვიხადე, სინიორ ემფიეტ და ვაგემოვნეთ გემრიელად დუქნის შნიცელი.
უბნის მხატვრები უფუნჯებოდ, სახლის კედლები თქვენი ფარჩებით მოფენილი(მადამ ლუსია) ზურგი იბრუნეთ? ჩემი მხრები კარგად გექნებათ, გთხოვთ მოიხუროთ , არ გაცივდეთ, ზამთრის სუსხია.
ბანქო ბანგივით მოგდებიათ სულზე, არშიყობთ... ოცნებით ისე აბინძურებთ ფიქრის სრუტეებს, დაგაგვიანდათ, მოიცავით მთელი მაშრიყი... შემოიხედეთ, მე აქ გელით, ძველი სასტუმრო...
რიდემოხდილი ღამეა და ცას რომ აბრუებს გასაკვირია? გხვდებით ისევ პირველ ნომერში, უკვე დრო დადგა, დერეფნისკენ პირი იბრუნეთ, ხელზე გემთხვევით, სანამ წაგვშლის ქარი ნოემბრის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ავტორი: მია დადიანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
17 დეკემბერი, 2012 ავტორი: მია დადიანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
17 დეკემბერი, 2012
6. ძალიან ლამაზია ++ ძალიან ლამაზია ++
5. აჰ, მია, მია–ვერ ვმალავ ჩემს მოწონებას–მეტად ლამაზი ნაშრომია, ისევ თქვენეული ხელწერის ჩვეული მელოდიურობა, ისევ თქვენეული გადასვლები, რაც ასე მიზიდავს, ისევ კადრების მოქარგვის თქვენეული მანერა, რაც ასე განსხვავებულად გამოგდით.... ჩემი+2+ოვაციები ყველა სიკეთე აჰ, მია, მია–ვერ ვმალავ ჩემს მოწონებას–მეტად ლამაზი ნაშრომია, ისევ თქვენეული ხელწერის ჩვეული მელოდიურობა, ისევ თქვენეული გადასვლები, რაც ასე მიზიდავს, ისევ კადრების მოქარგვის თქვენეული მანერა, რაც ასე განსხვავებულად გამოგდით.... ჩემი+2+ოვაციები ყველა სიკეთე
3. მომეწონა..+2 წარმატებები მომეწონა..+2 წარმატებები
2. მოიტანა მაშრიყული განწყობა:) კარგი ლექსია. მოიტანა მაშრიყული განწყობა:) კარგი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|