 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 20 დეკემბერი, 2012 |
სამი დღე და ღამე განუწყვეტლივ მივაბიჯებდი. არ ვიცი საიდან მოვდიოდი და ყველაზე საშინელი კი ის იყო რომ ისიც არ ვიცოდი საით მივდიოდი. ქარმა იმატა,ნაწვიმარი ტყე გუგუნებდა,დიდხანს მივაბიჯებდი ალალბედზე,ნისლი ძირს განრთხმულიყო და გარს შემომხვეოდა,ვგრძნობდი რომ რაღაც შეცდომას ვუშვებდი და მის გამოსწორებას ისევ შეცდომით ვცდილობდი! არა მესმოდა რა მიმართულებისა, მხოლოდ ქარი მატულობდა თვალდათვალ,მერე ქუდი მომტაცა და დიდხანს ვეძებდი გაყინული ხელების ფათურით მაგრამ ამაოდ, დაღამებულიყო, არაფერი ჩანდა უკვე, მხოლოდ ოდნავ ნათელი ცა , ხეების ფონზე, მეტი ვერაფერს ვხედავდი. ქარი გაშმაგდა,ახლა ის თითქოს ღრიალებდა,სველი ხეები ჩავლილი წვიმის წვეთებს მესროდნენ სახეში,მივდიოდი ,შეიძლება სამხრეთისკენ,ანდა აღმოსავლეთისკენ, თუმცა კი ჩრდილოეთი და დასავლეთიც არ იყო გამორიცხული . სიგარეტს მოვუკიდე წვალებით და სითბო ჩამეღვარა სხეულში,მოვდუნდი, მინდოდა ხის ძირას ჩამოვმჯდარიყავი და თვალი დამეხუჭა,მაგრამ ეს ხომ სიკვდილს უდრიდა. სიკვდილი კი...სიკვდილი ბევრჯერ ჩამსაფრებია,ხან სახლის სახურავებზე, აგურით ხელში,ხან შემხვედრი ავტომანქანების მძღოლად შენიღბული...ხანაც კი უბრალოდ ქალის სახე მიუღია და ასე ტკბობით უცდია ჩემი განადგურება და მისაკუთრება! მაგრამ ახლა ,სიკვდილს ეტყობა სულ სხვა სახე ჰქონდა,ის ბნელი და ცივი იყო,ბნელი და თან ეტყობა ჩემს ძალას იყენებდა,ამტანობასაც და სავსებით შესაძლებელია რომ ხიფათისაკენ მივექანებოდი. ასე მივიჩქაროდი, სიცივე მოძრაობისკენ მიბიძგებდა,ქარი უწინდებურად ქროდა...ტყე გუგუნებდა... უცებ სინათლე დავლანდე მარცხნივ,შუქი ციმციმებდა,მატულობდა,ცოტაც მოვუახლოვდი და ცეცხლი დავინახე! ღმერთო! ცეცხლი! ჯერ ყვირილს ვაპირებდი და გადავიფიქრე, პირზე ავიფარე გაყინული ხელი, ნაბიჯი შევანელე,ახლა წელში მოხრილი ,ნელა მივიპარებოდი ცეცხლისაკენ ასე რომ მიზიდავდა და უკვე მათბობდა კიდეც... დაღლილი სხეულით სველ ხეს ჩავეკარი , კისერი წავიგრძელე, ჩემს წინ ,პატარა მინდორზე კოცონი ენთო,გარშემო უცნაური არსებები შემომსხდარიყვნენ, ზოგი ფეხზეც იდგა და ხელები მიეშვირა ცეცხლისთვის...უცებ გადავთვალე და ცამეტნი იყვნენ,დავინტერესდი,თითქმის თავზე დავადექი,აღარ მეშინოდა, ადამიანებს გვანდნენ და თან არა...მაგრამ მთავარი ის იყო რომ რაღაცას ხმაურით ჭამდნენ, სანსლავდნენ....თან სიამოვნებისაგან კატებივით კრუტუნებდნენ,საშინელად მშიოდა და მუხლი მეკვეთებოდა,კიდევ წავიჩოჩე წინ და სახეებს დავაკვირდი...ო ღმერთო! მაიმუნები! მაიმუნები!.......
(გაგრძელება იქნება)
სერგეი ნეველი . 20.12.2012 18:00:37.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ყოჩაღ, სამი დღე განუწყვეტლივ სიარული მიღწევაა. სიგარეტიც თუ დაგრჩა ამ სამი დღის განმავლობაში გამოდის წინასწარ დაპაჭკული გქონდა ერთი ბლოკი. ანდა რას ვიღლი თითებს მეც, ფამტასმაგორიააო უწერია ავტორს. ყოჩაღ, სამი დღე განუწყვეტლივ სიარული მიღწევაა. სიგარეტიც თუ დაგრჩა ამ სამი დღის განმავლობაში გამოდის წინასწარ დაპაჭკული გქონდა ერთი ბლოკი. ანდა რას ვიღლი თითებს მეც, ფამტასმაგორიააო უწერია ავტორს.
11. ვალპურგის ღამე ,,ფაუსტიდან?" :) ვალპურგის ღამე ,,ფაუსტიდან?" :)
10. ამ მცირე დასაწყისით რაიმე შთაბეჭდილებაზე ლაპარაკი ნაადრევია. დაველოდები გაგრძელებას. ამ მცირე დასაწყისით რაიმე შთაბეჭდილებაზე ლაპარაკი ნაადრევია. დაველოდები გაგრძელებას.
9. წავიკითხე და ვნახოთ გაგრძელება, მჯერა იქნება საინტერესო , მაგრამ
რათა ცამეტი მაიმუნი?
მა რამდენი?
თოთხმეტი!
წავიკითხე და ვნახოთ გაგრძელება, მჯერა იქნება საინტერესო , მაგრამ
რათა ცამეტი მაიმუნი?
მა რამდენი?
თოთხმეტი!
8. ხანდახან რა საჭირო რამეა ეს "ხ" :))))))))))))))) ხანდახან რა საჭირო რამეა ეს "ხ" :)))))))))))))))
7. ვნაოთ გაგრძელება..:) ვნაოთ გაგრძელება..:)
5. საინტერესოა, დაველოდები გაგრძელებას... საინტერესოა, დაველოდები გაგრძელებას...
4. ჩემთვის არ არის ბულ შით:) მიყვარს ამ ავტორის ნაწერები.ამჯერადაც რაღაც საინტერსო აქვს წამოწყებული:*ოღონდ ხანდახან შუა გზაზე ტოვებს მკითხველს:(... ჩემთვის არ არის ბულ შით:) მიყვარს ამ ავტორის ნაწერები.ამჯერადაც რაღაც საინტერსო აქვს წამოწყებული:*ოღონდ ხანდახან შუა გზაზე ტოვებს მკითხველს:(...
2. "მივდიოდი ,შეიძლება სამხრეთისკენ,ანდა აღმოსავლეთისკენ, თუმცა კი ჩრდილოეთი და დასავლეთიც არ იყო გამორიცხული ." ზუსტი ორიენტირები:) ფანტასმაგორია.
"მივდიოდი ,შეიძლება სამხრეთისკენ,ანდა აღმოსავლეთისკენ, თუმცა კი ჩრდილოეთი და დასავლეთიც არ იყო გამორიცხული ." ზუსტი ორიენტირები:) ფანტასმაგორია.
1. ეს რომანის პროლოგია? :))))) ეს რომანის პროლოგია? :)))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|