ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კეტ1996
ჟანრი: პროზა
30 დეკემბერი, 2012


,,ის” (თავი IV)

  მომხდარით გაოცებული და ერთიანად აკანკალებული საავადმყოფოს მიმღებში ვცემდი ბოლთას. ჩემი მოსამსახურეებიც გვერდით მყავდნენ. კრისტინას ექიმი სინჯავდა. ალბათ მალე გავიგებდით რა მოხდა. მე ძალიან მეშინოდა, ნუთუ ვინმე შემოძვრა ჩვენს სახლში და კრისტინას თავს დაესხა? თუმცა საეჭვოა, საპირფარეშოში ერთადერთი ფანჯარაა და ისიც იმდენად პატარა, რომ გამორიცხულია ადამიანი შემოეტიოს. ვინმე მანამ რომ შესულიყო საპირფარეშოში და ჩასაფრებულიყო, მომხდარის შემდეგ ხომ არ აორთქლდებოდა? სამი ადამიანი ვიდექით ერთადერთ შესასვლელთან, თუმცა თუ იქ ადამიანი არ იყო ვინ დაესხმებოდა კრისტინას თავს? ამაზე არ უნდა მეფიქრა, ყოველ შემთხვევაში ახლა.
-ქალბატონი ანასტასია რომელია?
-მე ვარ. – წამოვიყვირე და ხმის მიმართულებით შემოვბრუნდი.
დერეფანში თეთრხალათიანი ექიმი იდგა. ეს იყო საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ქერა მამაკაცი.
-როგორაა კრისტინა?
-პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ახლა მას სძინავს. იცით რა დაემართა?
არ ვიცოდი რა მეპასუხა, რა უნდა მეთქვა ექიმისთვის?
-თუ შეიძლება ჩემს კაბინეტში წამობრძანდით.
მე მას დაუფიქრებლად გავყევი, ჯერ კიდევ მაკანკალებდა.
-რამე გითხრათ? – ვკითხე, როგორც კი კაბინეტში შევედით.
-პაციენტი შოკშია და არ ლაპარაკობს.
-როგორ თუ არ ლაპარაკობს? ეს საერთოდ შესაძლებელია?
-შესაძლებელია, გოგონა საშინლადაა შეშინებული. რა მოხდა?
-საპირფარეშოში იყო, კარი ჩაკეტილი ჰქონდა, შემდეგ კივილის ხმა გავიგეთ და რომ შევედით ასე დაგვხვდა.
-თქვენს მეგობარს ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ხომ არ აქვს?
-არა, რას ამბობთ... ის ძალიან გაწონასწორებულია. ასე რატომ ფიქრობთ?
-პაციენტი რომ მოიყვანეს ფრჩხილებქვეშ სისხლი და კანის ნაფლეთები ჰქონდა.
-ანუ... თქვენ ამბობთ... რომ... – მისმა სიტყვებმა შემძრეს.
-ქალბატონო, სწორად გამიგეთ, მაგრამ მიზეზი მაქვს ვიფიქრო, რომ თქვენმა მეგობარმა თვითონ დაიკაწრა სახე.
-არა, კრისტინა გიჟი არაა.
-ეს არც მითქვამს, შეიძლება მომხდარი სტრესის ბრალია. ამიტომ გკითხეთ დასაწყისშივე თქვენს მეგობარს ფსიქიკა ხომ არ აწუხებს?
ამ მომენტში თითქოს ჩემი ტვინი ამუშავდა.
-ბოლო ორი კვირაა, რაც ამერიკიდან ჩამოვიდა უცნაურად იქცევა, კოშმარები აწუხებს და ამის გამო დაძინებას ერიდება.
-გასაგებია, შეიძლება მისი უძილობაა ამის მიზეზი. მე მას წამლებს გამოვუწერ.
-ექიმო, - ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო. – რა ეშველება მის სახეს?
-ნაკაწრები საკმაოდ ღრმაა, თუმცა ალბათ მალე შეუხორცდება. არამგონია შრამი დარჩეს.
-მადლობა ღმერთს. – შვებით ამოვისუნთქე. – შეიძლება ვნახო?
-დიახ, ოღონდ არ გაანერვიულოთ და ნუ ჩააცივდებით, თუ თქვენთან ლაპარაკს არ მოისურვებს.
-გასაგებია.
  ექიმმა კრისტინას პალატასთან მიმიყვანა. მე ოდნავ დავაკაკუნე და შევედი.
ჩემი მეგობარი საწოლზე იჯდა, თვალები ღია ჰქონდა, სახე კი - შეხვეული.
-კრის... დაიკო მოვედი. – არ ვიცოდი მისთვის ამ სიტუაციაში სხვა რა უნდა მეთქვა.
თვითონ ხმას არ იღებდა.
-შეგიძლია რამე მითხრა?
კრისტინას კვლავ არაფერი უთქვამს.
-ნუ გეშინია, ხომ იცი აქ არაფერი გემუქრება. შეგიძლია მითხრა ვინ დაგესხა თავს?
მის თვალებში აშკარა შიში დავინახე. ეს არ უნდა მეკითხა, მაგრამ მე ხომ პროკურორი ვიყავი? ასე თუ გავაგრძელებდი შეიძლება მისგან რაიმე სახის ინფორმაცია მიმეღო.
-სახე რატომ დაიკაწრე კრისტინა? რატომ დაისახიჩრე სახე?
კრისტინას კანკალი დაეწყო, მისი თვალები კი ცრემლებით აივსო, მაგრამ ხმას კვლავ არ იღებდა. არ ვიცი რა მომივიდა, მაგრამ მეც გავბრაზდი, ჩანთიდან სარკე ამოვიღე და სახესთან მივუტანე.
-აი შეხედე! ნახე რა ჩაიდინე! ნახე რას დაემსგავსე! მითხარი რა მოხდა, ახლავე მითხარი!.. გელოდ... – სიტყვა ვეღარ დავასრულე, რადგან კისერზე მწვავე ტკივილი ვიგრძენი. ჩემი მეგობარი ყელში მეცა, უნდოდა დავეხრჩე, მე ხმას ვერ ვიღებდი, მაგრამ მალევე მოვედი აზრზე, თუ არ ვიმოქმედებდი ნამდვილად დამახრჩობდა, კრისტინა აშკარად ჭკუიდან შეიშალა.
  გოგონას ხელი ვკარი და მოვიშორე, შემდეგ კი მთელი დარჩენილი ძალით გავიქეცი კარისკენ, თან ყვირილით ვითხოვდი შველას, მაგრამ კარამდე ვერ მივაღწიე, ვიღაც თმაში მეცა და ძირს დამაგდო. ვუყურებდი კრისტინას ჭკუიდან შემცდარ თვალებს, ის თავზე დამახტა და ხელები კვლავ კისერში ჩამავლო. ძალიან მეშინოდა, ნეტა ჩემი ყვირილი ვერავინ გაიგო? ყელიდან ხმა აღარ ამომდიოდა, ჰაერი არ მყოფნიდა და ამ დროს გავიგე კრისტინას ხმა, უფრო სწორედ ხმა კრისტინას სხეულიდან.
-შენ არ შეგიძლია ის შეაჩერო, მე კი შევაჩერებ... – ალბათ მოვკვდებოდი, მაგრამ კრისტინამ მოულოდნელად ხელი გამიშვა და პალატიდან გავარდა.
მე შიშისგან და ტკივილისგან ვერ ვაცნობიერებდი მომხდარს, ერთი კი ვიცოდი, - კრისტინა საშიში იყო და მას უნდა გავკიდებოდი. პალატიდან გამოვედი და გავეკიდე.
-კრისტინა მოიცა! – ალბათ ეს ჩემი ხმა იყო.
-მე მას შევაჩერებ, ის ვეღარ დამტანჯავს.
  დერეფანში უამრავი ხალხი იყო, თუმცა არავინ არაფერს აკეთებდა მის შესაჩერებლად. კრისტინამ კიბეები ჩაირბინა და ბავშვთა განყოფილებაში შევარდა. ამ მომენტში კი ყველამ დაინახა როგორ ეცა სახეშეხვეული ქალი დაახლოებით 7-8 წლის ბავშვს ყელში, თან უყვიროდა:
-ახლა მაინც დამანებე თავი, ახლა მაინც შემეშვი, თორემ მოგკლავ.
  ახლა უკვე ვიგრძენი, როგორ მომიცვა ბრაზმა, ისე, რომ ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი კრისტინას მხრებში ვწვდი, ბავშვს მოვაშორე და მთელი დარჩენილი ძალით ხელი ვკარი. ის უკან გადავარდა, თავი ფანჯრის რაფას დაარტყა და მოწყვეტით დაეცა იატაკზე. მისი ხვეული თმა მომენტალურად დაფარა სისხლმა და ხალხმა ყვირილი ატეხა.


***

-შეგიძლია მითხრა რატომ გააკეთე ეს? – მეუბნებოდა გაბრაზებული კახა, მე კი დასჯილი ბავშვივით ვიჯექი ახალგაცნობილი ექიმის კაბინეტში და ხმას ვერ ვიღებდი.
-მისი ბრალი არაა, პაციენტი საშიში იყო და ბავშვს მოკვლას უპირებდა. თქვენმა მეუღლემ ბავშვი გადაარჩინა, ის დამნაშავე არაა. ეს რამდენიმე წუთის წინ პოლიციამაც დაადასტურა. – გამამართლა ექიმმა.
-კი მაგრამ საწყალ კრისტინას რა ეშველება? – კახა ნერვებს მიშლიდა, კრისტინა იყო საწყალი და მე არა?
-პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, საბედნიეროდ მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, უბრალოდ ჯერ გონს არ მოსულა.
-ანასტასია, ასე არ უნდა მოქცეულიყავი.
-კახა ის საწყალ ბავშვს მოკვლას უპირებდა, რატომ არ გესმის?! – თავი ვეღარ შევიკავე.
-შენი საქციელით საკუთარი თავიც საფრთხეში ჩააგდე და... – კახას წინადადება კაბინეტის კარზე კაკუნმა გააწყვეტინა.
-მობრძანდით. – თქვა ექიმმა.
-უკაცრავად ექიმო, - კაბინეტში თავი შემოყო ახალგაზრდა მედდამ. – პაციენტი გონს მოვიდა.
-ახლავე მოვდივარ, - თქვა ექიმმა, - თქვენ აქ დამელ...
-არავითარ შემთხვევაში, უნდა ვნახო! – წამოვიყვირე მე.
  მიუხედავად იმისა, რომ კახა და ექიმი ცდილობდნენ გადაწყვეტილება შემეცვალა, მე მაინც არ დავიშალე კრისტინას ნახვა. საბოლოოდ კახას და ექიმს ხვეწნა მობეზრდათ და ნება დამრთეს მენახა.
  მე და ექიმი კრისტინას პალატაში ერთად შევედით.
-გამარჯობა კრისტინა. – მიესალმა ექიმი გოგონას, რომელიც ისე იყო გაბინტული, რომ არც სახე უჩანდა და არც თავი. მხოლოდ მისი თვალები ფაფხურობდნენ თეთრი ქსოვილიდან. რაღაცით მაინც გავდა ჩემს კრისტინას
-გამარჯობა კრისტინა. – თავი ვეღარ შევიკავე და მივესალმე.
-ანა? მადლობა ღმერთს აქ ხარ. რას ვაკეთებ საავადმყოფოში შეხვეული თავ-პირით? რომ გავიღვიძე ლამის გული გამისკდა. ჯანდაბა, თავი მტკივა. – ჩემი კრისტინა დაბრუნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები