ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2012


შვიდი ქრისტეში გაზრდილი ბიჭი...

თოვს, ძვლებში მცივა, ვნატრობ ბუხრიდან
ნაჩუქარ სითბოს და ჭიქა არაყს...
ეშმაკი ეშმაკს დიდხანს უხსნიდა
პოეტი კაცის აუხსნელ არაკს.

ვუსმენ და ვფიქრობ ეს ჩემი გული
ამ კერასავით რამ გააცია...
თვალებს მოედო ჩვეული რული
თოვლის საძმოდან ექვსი მაქცია...

დაეტაკება დაჭირხლულ მინას
სახლში არა ვარ... არ ვიხედები,
და ანგელოზებს, რომელთაც სძინავთ,
იღვიძებენ და ღვიძავთ ვედრებით.

მგლები გალობენ... გადაღმა... აქვე...
ვდგები, კარს ვუღებ გათოშილ საძმოს,
არაყი მოაქვთ - დაგაგდებს თავქვე,
ვჯდებით და რითმებს ქარქაშებს ვაძრობთ...

...მხრებო, თუ შეგრჩა ნეტავი საფრთე?
ღამე ჭალაში აჭენებს ჭრიჭინს...
ასი  ეშმაკის ჭალიკონს აფრთხობს
შვიდი ქრისტეში გაზრდილი ბიჭი...


ახალ წელს გილოცავთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები