ვიდრე უფალთან მიხვიდოდე,გთხოვ მოდი ჩემთან, გთხოვ მოდი ჩემთან,ჩაიკეცე გაშლილი ფრთები, შენ ქედს გიხრიან მოწიწებით მაღალი მთები და რომ გიპოვე,საერთოდაც ეს იყო ნება უფლისა,მე კი მომენიჭა უფლება წერის, უფლება ტრფობის და თვალებში ჩამდგარი ჟინის, წლის თავზე ალბათ მოფრინდება საჩუქრით წერო, მერე მზის სწორებს და დევგმირებს ჩვენ დავზრდით შვილებს, მერე უსაზღვროდ შევაყვარებთ მამულს და ენას და არ იქნება მათში სისხლის არცერთი წვეთი არაქართული,ჩვენ საწუთროს გავივლით ლხენით, ჩვენ არ გვექნება ვიცი ბედი მოცელილ ხეთა... ჩვენ არ გვექნება არასოდეს დარდი და ჭმუნვა, თვალს გადავავლებთ წარსულს,აწმყოს ამაყ იერით და როცა ფეხქვეშ გაგვისკდება სიკვდილის ჭურვი, ჩამჭიდე ხელი ძვირფასო და ასე ვიაროთ იმ თეთრ გვირაბშიც,სადაც მოჩანს სინათლის სვეტი, ჩვენი თითებით შევეხებით სამყაროს ქიმებს, მე გეტყვი კარგო "წე ობიჩამ" ჩემს სულზე მეტად, შენ მეტყვი:-"ჟო ტემ" ძლიერ,ძლიერ ძვირფასო ჩემო..
დმ.2012წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მომეწონა..:) წარმატებები,ავტორო..:) მომეწონა..:) წარმატებები,ავტორო..:)
16. მერე მზის სწორებს და დევგმირებს ჩვენ დავზრდით შვილებს, მერე უსაზღვროდ შევაყვარებთ მამულს და ენას და არ იქნება მათში სისხლის არცერთი წვეთი არაქართული,
მე გეტყვი კარგო "წე ობიჩამ" ჩემს სულზე მეტად, შენ მეტყვი:-"ჟო ტემ" ძლიერ,ძლიერ ძვირფასო ჩემო..
5+++++მოგიკითხა არტემიდამ:);) მერე მზის სწორებს და დევგმირებს ჩვენ დავზრდით შვილებს, მერე უსაზღვროდ შევაყვარებთ მამულს და ენას და არ იქნება მათში სისხლის არცერთი წვეთი არაქართული,
მე გეტყვი კარგო "წე ობიჩამ" ჩემს სულზე მეტად, შენ მეტყვი:-"ჟო ტემ" ძლიერ,ძლიერ ძვირფასო ჩემო..
5+++++მოგიკითხა არტემიდამ:);)
15. 5 ეს მახსოვს ლიტბუნიობიდან, მომეწონა მაშინაც. 5 ეს მახსოვს ლიტბუნიობიდან, მომეწონა მაშინაც.
14. წლის თავზე ალბათ მოფრინდება საჩუქრით წერო, :)
წლის თავზე ალბათ მოფრინდება საჩუქრით წერო, :)
13. მომეწონა... ამაღლებულ ნოტაზე დაწერილი ლექსია...5 ბედნიერ შობას გისურვებ...:) მომეწონა... ამაღლებულ ნოტაზე დაწერილი ლექსია...5 ბედნიერ შობას გისურვებ...:)
12. :))) გამეცინა. მადლობა ლივინგსტონ ;) :))) გამეცინა. მადლობა ლივინგსტონ ;)
11. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ამბავში ის უფრო მომწონს, ასე ერთგულად რომ უძღვნით და უძღვნით ნ-ს:) თუმცა, მხოლოდ ამის გამოც არ მომეწონებოდა, ლექსებიც კარგია.
"და რომ გიპოვე,საერთოდაც ეს იყო ნება უფლისა,მე კი მომენიჭა უფლება წერის, უფლება ტრფობის და თვალებში ჩამდგარი ჟინის, წლის თავზე ალბათ მოფრინდება საჩუქრით წერო," სიმართლე რომ გითხრათ, ამ ამბავში ის უფრო მომწონს, ასე ერთგულად რომ უძღვნით და უძღვნით ნ-ს:) თუმცა, მხოლოდ ამის გამოც არ მომეწონებოდა, ლექსებიც კარგია.
"და რომ გიპოვე,საერთოდაც ეს იყო ნება უფლისა,მე კი მომენიჭა უფლება წერის, უფლება ტრფობის და თვალებში ჩამდგარი ჟინის, წლის თავზე ალბათ მოფრინდება საჩუქრით წერო,"
10. წლის თავზე ალბათ მოფრინდება საჩუქრით წერო, მერე მზის სწორებს და დევგმირებს ჩვენ დავზრდით შვილებს, მერე უსაზღვროდ შევაყვარებთ მამულს და ენას... .............. შობას გილოცავ... წლის თავზე ალბათ მოფრინდება საჩუქრით წერო, მერე მზის სწორებს და დევგმირებს ჩვენ დავზრდით შვილებს, მერე უსაზღვროდ შევაყვარებთ მამულს და ენას... .............. შობას გილოცავ...
9. :)) ვეცდები, იმედია თქვენი შემოქმედება დამეხმარება, თქვენი, 4 თუ 5 ლექსი წავიკითხე, ყველგან ერთი და იგივეა, რითმებისა და სიმძიმის კუთხით.
p.s. იმედია, მოვა დრო, ვისწავლი :)) ჯერ "ჯვარედინ რითმას" დავჯერდები.
წარმატებები :)) ვეცდები, იმედია თქვენი შემოქმედება დამეხმარება, თქვენი, 4 თუ 5 ლექსი წავიკითხე, ყველგან ერთი და იგივეა, რითმებისა და სიმძიმის კუთხით.
p.s. იმედია, მოვა დრო, ვისწავლი :)) ჯერ "ჯვარედინ რითმას" დავჯერდები.
წარმატებები
8. :) შეგიძლია თავისუფლად გამაკრიტიკო, პრობლემა არაა,მოვა დრო როცა რითმის ამოცნობასაც ისწავლი;) :) შეგიძლია თავისუფლად გამაკრიტიკო, პრობლემა არაა,მოვა დრო როცა რითმის ამოცნობასაც ისწავლი;)
7. რა ვიცი, "ლიტერატორი" როგორ გავაკრიტიკო ამ "ჩვეულებრივმა წევრმა", ბატონო არამითო, თუ მიიღებთ ჩემს მოკრძალებულ კრიტიკას, პატივისცემით გეტყვით, რითმა საერთოდ არ არის ან არეულია, წასაკითხად ცოტა მძიმეა, ანუ "შუასაუკუნეების" სიტყვებია ბევრი. მომეწონა პატრიოტიზმის ფრაგმენტები, მოკლედ წარმატებები. რა ვიცი, "ლიტერატორი" როგორ გავაკრიტიკო ამ "ჩვეულებრივმა წევრმა", ბატონო არამითო, თუ მიიღებთ ჩემს მოკრძალებულ კრიტიკას, პატივისცემით გეტყვით, რითმა საერთოდ არ არის ან არეულია, წასაკითხად ცოტა მძიმეა, ანუ "შუასაუკუნეების" სიტყვებია ბევრი. მომეწონა პატრიოტიზმის ფრაგმენტები, მოკლედ წარმატებები.
4. ძაალიან მომეწონა ჯიგარ ძაალიან მომეწონა ჯიგარ
3. მე მომეწონა. მე მომეწონა.
2. მე გეტყვი კარგო "წე ობიჩამ" ჩემს სულზე მეტად, შენ მეტყვი:-"ჟო ტემ" ძლიერ,ძლიერ ძვირფასო ჩემო..
ძალიან ლამაზია. და რა თქმა უნდა, არც სარითმო წყვილებია ცუდი. მე გეტყვი კარგო "წე ობიჩამ" ჩემს სულზე მეტად, შენ მეტყვი:-"ჟო ტემ" ძლიერ,ძლიერ ძვირფასო ჩემო..
ძალიან ლამაზია. და რა თქმა უნდა, არც სარითმო წყვილებია ცუდი.
1. ვერა, წინა ჯობდა. სარითმო წყვილები უსუსტესია...
ვერა, წინა ჯობდა. სარითმო წყვილები უსუსტესია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|