 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 5 იანვარი, 2013 |
ამ გალავნების როგორ არ მწამდეს ------- ამ გალავნების როგორ არ მწამდეს, გულში არ დამრჩა ოდნავი ეჭვი, საქრთველოში ამაყი ცამდე ციხესავით დგას პატარა კენჭიც... ცისარტყელები მომავალს წერენ, ჭექა-ქუხილის ფეთქდება ნაღმი, სულ პაწაწინა წვიმების მერეც კიდობანსა ჰგავს ყოველი სახლი... წრიოხის, გორის, ბებრის, ხერთვისის ქარი ნაომარ ჭრილობებს იხვევს, საქართველოში ყველა კენჭივით თავმდაბალია მაღალი ციხე...
მზეს გააღვიძებს მამალი დილით ----- მზეს გააღვიძებს მამალი დილით, აჩოჩქოლდება სიცოცხლე - ზავი... და მე ხელს ვუქნევ სუყველა ბილიკს ამ მარადიულ, უშიშარ მგზავრებს... ჩემს ქოხს არ ტოვებს პატარა ღელე, ყელზე შეაბეს საძოვრებს ზარი და წვიმით ნაწერ ფერწასულ დღეებს სულ ფურცელ-ფურცელ კითხულობს ქარი...
შობის წმინდა ღამე ----- შობის წმინდა ღამე გავათენოთ ერთად, მოდის სამი მეფე, მოაქვთ სამი ძღვენი, მკერდში გამალებით განა გული ფეთქავს, ქრისტე გვიკაკუნებს -კარი გამიხსენით... მზე არ გვტოვებს წუთით - უცნაური მგზავრი, გვამხნევებენ მთები -მოციქული ძმები... აბრაამის მიერ შეწირული კრავი დღეს ჩვენს მკერდში გალობს - კარი გამიხსენით... *** ვიწრო ბილიკი ათას ენას უღვიძებს მადას, ყოველ ნაბიჯზე ჩამუხლულა ციხის ნაშალი, ჭორიც ქარია, სულ ზურგიდან გიბერავს რადგან და ისღა გრჩება - ლექსი, როგორც აფრა გაშალო...
დალი მიხედავს, -იდიდოს დ ე ე! კლდისფერ ჯიხვებს და ჯიხვისფერ კლდეებს.
ქალღმერთი გასცდა ნისლიან შორეთს, ქორისფერ ცას და ზეცისფერ ქორებს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ღმერთმა დაგლოცოს, ქართველო!!
დიდებულია!!
ჩემი+2+აპლოდისმენტები
ყველა სიკეთე ღმერთმა დაგლოცოს, ქართველო!!
დიდებულია!!
ჩემი+2+აპლოდისმენტები
ყველა სიკეთე
13. საქრთველოში ამაყი ცამდე ციხესავით დგას პატარა კენჭიც... საქრთველოში ამაყი ცამდე ციხესავით დგას პატარა კენჭიც...
12. გილოცავთ ახალ წელს, ! ლექსები ძალიან მომეწონა და სულ ერთმანეთზე უკეთესებია, გილოცავთ ახალ წელს, ! ლექსები ძალიან მომეწონა და სულ ერთმანეთზე უკეთესებია,
11. ლამაზი ლექსები.
ჭორიც ქარია, სულ ზურგიდან გიბერავს რადგან და ისღა გრჩება - ლექსი, როგორც აფრა გაშალო... ლამაზი ლექსები.
ჭორიც ქარია, სულ ზურგიდან გიბერავს რადგან და ისღა გრჩება - ლექსი, როგორც აფრა გაშალო...
9. ყოველთვის ჩინებული ლექსები გაქვთ, ბატონო სოსო. მრავალს დაესწარით დამდეგ შობა-ახალ წელს! +5!!! ყოველთვის ჩინებული ლექსები გაქვთ, ბატონო სოსო. მრავალს დაესწარით დამდეგ შობა-ახალ წელს! +5!!!
6. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
5. ძარღვიანი, მუხტიანი ლექსები! ძარღვიანი, მუხტიანი ლექსები!
3. 5... მრავალ ახალ წელს ბატონო სოსო, ჯანმრთელად და ბედნიერად. 5... მრავალ ახალ წელს ბატონო სოსო, ჯანმრთელად და ბედნიერად.
2. მოწონება ჩემგან +++++ მოწონება ჩემგან +++++
1. ჩემს ქოხს არ ტოვებს პატარა ღელე, ყელზე შეაბეს საძოვრებს ზარი და წვიმით ნაწერ ფერწასულ დღეებს სულ ფურცელ-ფურცელ კითხულობს ქარი...
ჭორიც ქარია, სულ ზურგიდან გიბერავს რადგან და ისღა გრჩება - ლექსი, როგორც აფრა გაშალო... ლამაზი ლექსებია...5 მრავალ შობა-ახალ წელს...:) ჩემს ქოხს არ ტოვებს პატარა ღელე, ყელზე შეაბეს საძოვრებს ზარი და წვიმით ნაწერ ფერწასულ დღეებს სულ ფურცელ-ფურცელ კითხულობს ქარი...
ჭორიც ქარია, სულ ზურგიდან გიბერავს რადგან და ისღა გრჩება - ლექსი, როგორც აფრა გაშალო... ლამაზი ლექსებია...5 მრავალ შობა-ახალ წელს...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|