ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2013


ოთხი კუთხე

1)
ამ ქვეყანაზე მოვედი რადგან,
აღარა ვნანობ,რათა ვიხილე
მშვენება შენი და ნაბიჯს ვდგამდი,
თითქოს ზღვარს მიღმა,სადაც ილევა
მოთმინება და საზღვრებიც სულის..,

2)
ახლა ხარ ცაზე შვიდი ცით მაღლა,
მე ვარ უფსკრულზე პარსექის იქით,
მოვილტვი შენსკენ,მიყეფავს ძაღლი,
გავშალე შენთვის ღრუბლების თექა,
ვარსკვლავებით კი აგიგე სახლი,
გეძახი,მესმის კლდეების ექო..

3)
დიდი ვარ,დიდი,მცირეზე მცირე,
ავმაღლდი შენით,სურვილო ჩემო!
ცა ფიფქავს,ხანაც წვიმებით ტირის,
ბაგეებზე კი დაგყვება კდემა,
ხოლო შორეთში სურვილის გემი
მიცურავს,ქარი გრძნობების აფრებს
შლის და დამივლი მეხივით სისხლში'
და ქრისტესავით მე ვმწყემსავ ფარას
ფიქრების ცხვრების,შენ წამწამთ სახრეს,
იქნევ და ხანაც იმედებს მისხლავ..

4)
წვება თითებზე თითების ჯერი,
შენს ცხელ კერტებზე მიწყდება სუნთქვა
შიგდაშიგ. გჯერა რომ ჩვენი ჭერი,
არის ყველაზე მაღალი ჭერი,
არის ყველაზე ნათელი ჭერი,
და რომ თბილია ოთხივე კუთხე..

                              დმ.2013წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები