ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2013


ალერსი ხომ ორლესულზე ალესილი ალმასია... (თოვლის ჯიქების საძმოში ნათქვამი)

                                     
                                                  ჩემი კერის ქალს!

დაღამდა... ჭალაში აინთო ტბის ჭაღი,
ჭვავის ტბა გაცურა წვიმაში ჭოვილომ,
გაცრეცილ თითებს, რომ კანკალით მიაღლის
მეუღლეს, იმ უღელს, ბარაქა, ძმობილო...
კი... ცოლი ( კაია, ) ცოლიკაურივით
შესმამდე თუ გათრობს, სხმაში რომ გახედავ...
ძარღვებში დაიძრა უშქარი ყივჩაღი,
ღვთისმშობელს შეავლო თვალი და გახევდა...
სველ კორდზე გუბდება წვეთების აკორდი...
(ჯერ კიდევ გაარჩევ კაცსა და სახედარს...)
ბიჭებო, ჯამებში ჩაწურეთ საგორდე:
ნათელი დავიხსნათ ბნელეთის მახედან...
(თამადამ სასმისი გადაალავერდა...)
...დროა რომ ტბის ბილიკს გავუდგეთ აქედან,
დროა, რომ ძვირფასო, ფარფლისფერ ფიორდებს
დილამდე ალერსის წვეთებად ვდიოდეთ...
ხვალიდან ცხრა ჯიქი, ცხრა წკვარამს შელეწავს
ცხრა ქაჯი გაიშლის წარამში სარეცელს...

... ალერსი ხომ  ორლესულზე ალესილი ალმასია,
ის ალმასი, ალალმისი ვინც ამ ლექსზე ლამაზია...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები