ტალკვესით,ალით,ბურჯღულით, ღველფით,მუგუზით, ღადარით, დარდის ვაშინე ურჩხული, გზად მომეწია ავდარი. ჭალიკონებით დავშვრი და სული მოვითქვი ჭამბარით, და როცა გული დამშვიდდა, ბუხართან ვწერე ზღაპარი, ,,იყო და არა იყო რა’’... ოდესღაც რაღაც ყოფილა, ახლა ბედს უნდა მიყოლა დობილად, ხანაც ძმობილად, ტალკვესით,ალით,ბურჯღულით, სიცივე სითბოდ დავძარი, სულში სუსხია ურჯულო, და მენატრება ხანძარი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მშვენიერია. ალალ-დასტური. :) მშვენიერია. ალალ-დასტური. :)
5. ძალიან კარგია. +2. ძალიან კარგია. +2.
4. რა კარგად გამოგიყენებიათ ქართული ენის სიმდიდრე-საგანძური. რა კარგად გამოგიყენებიათ ქართული ენის სიმდიდრე-საგანძური.
3. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
1. ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|