 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 16 იანვარი, 2013 |
ულექსოდ თავს არ დამანებებენ
მე ამ ბილიკებს უკვე ვნებდები ახლა მინდორიც ისე ჭრიჭინებს, ულექსოდ თავს არ დამანებებენ თუ ერთ სიტყვაში გამომიჭირეს...
თქვი ბიჭო რამე -თავზე მესხმიან, მივჩერებივარ მინდორს ბრიალას და ჩემთვის ვამბობ-ის რა ლექსია, თუ ყვავილივით არ იშრიალა...
აღარ ვპასუხობ უკვე არაფერს, სიზმარ-ზღაპარში ვდგავარ ინახად და მოშრიალე ლექსს კი არა ვწერ ფურცელში მწვანე კვირტებს ვინახავ...
მე ამ ბილიკებს უკვე ვნებდები ახლა მინდორიც ისე ჭრიჭინებს, ულექსოდ თავს არ დამანებებენ თუ ერთ სიტყვაში გამომიჭირეს...
*** რა გამოლევს ახლა ჭორებს, ყვავილების მწვანე ჭაღებს, მარტი გაშლის ყაყაჩოებს -გაზაფხულის ბაირაღებს...
ეს ხევები
ეს ხევები ჰგვანან სანგრებს, ღრუბელია აღრენილი და შეჰყურებ ციხის ნანგრევს კაცის უხმო ნანგრევივით...
მშიერი ბეღურა
მშიერი ბეღურა ისევ წვალობს, ქლაქმა ჩარაზა რკინის კარი, დილიდან ფეხშველი დაწანწალებს ზამთარიც -ბეღურის მეგობარი..
მამული
ჯერ მძიმე ბარით ასჯერ გადაჭრეს ძაღლივით ზვრების სინზე გაბმული, ცხენებს რა უჭირთ -შოლტს თუ გადაკრავ, სულ თოხის პირით ცემეს მამული...
გლეხს სინდისს ისევ ღვინით მობანენ, ღამეც სოროში შეძვრა მაჩვივით და კაცის ასეთ გულგრილობაზე ვაზი ატირდა თოთო ბავშვივით...
მწვანე ფოთოლი
ამ გალავნებთან წვანან კაცები, წაშლილა კვალი ნადარაჯები და საქართველო მშიერ მტაცებლებს უჭირავთ, როგორც რუკის ნაგლეჯი... ზვინივით დადგა ქარმა გოდოლი, ცდილობს ყველა ხე გადაიბიროს და მხოლოდ ერთი მწვანე ფოთოლი მიიწევს ქარის საპირისპიროდ...
*** ძლივს ამოძრავებს უკვე კიდურებს, ერთმა დააბა, ერთმა გახედნა, მან ვირად ყოფნა თვითონ ისურვა და ექცევიან როგორც სახედარს...
ბეღურები
ვგავარ მთაზე შემდგარ ქართველს, სიმაღლე თუ შეგშლის ასე და უცნაურ გზებზე ვანთებ ამოუცბობ ნოტის ხაზებს... რას გაუგებ მაცდურ სურვილს, სიტყვებს ვეძებ ღობე-ღობე, ნოტებს ქარში გაფანტული ბეღურები კითხულობენ... დღეს სიგიჟე მადგას მხრებზე, საკუთარ ლანდს ვეხუმრები, როგორც დენის მავთულებზე ლექსზე სხედან ბეღურები...
ფეხი აიდგა
ზამთრის მიწურულს ყურს წაიღებს კრუხის კაკანი და შარშანდელი მართვე რადგან ვხედავ არწივობს, ბუდეემში წევს გაზაფხული, როგორც აკვანში და სულ პატარა სიოც კმარა რომ დაარწიოს... ზამთარიც წავა და უეცრად ნამიან დილით, როცა მზე სახეს დაგვანახებს საზანდარიდან, ხეზე ყვავილი ამოხეთქავს -სარძევე კბილი და დავიძახებ: -გაზაფხულმა ფეხი აიდგა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. შემოვალ, ავივსები კარგი ლექსებით, მადლიანი ქართულით და თან მიმაქვს ის, რაც ნამდვილი პოეზიის ყველაზე უტყუარი ინდიკატორია, სასიამოვნო ემოცია და აკვიატებული სტრიქონი... გილოცავთ "ჩვენი მწერლობის" პრემიას, ეგ ერთი და სხვა მრავალი!!! შემოვალ, ავივსები კარგი ლექსებით, მადლიანი ქართულით და თან მიმაქვს ის, რაც ნამდვილი პოეზიის ყველაზე უტყუარი ინდიკატორია, სასიამოვნო ემოცია და აკვიატებული სტრიქონი... გილოცავთ "ჩვენი მწერლობის" პრემიას, ეგ ერთი და სხვა მრავალი!!!
26. ბუდეემში წევს გაზაფხული, როგორც აკვანში და სულ პატარა სიოც კმარა რომ დაარწიოს...
მარტო ეს შედარება და ეს განცდა კმარა ზოგჯერ პოეზიისთვის! ჩემთვის ასეა. ახალი, სუფთა , გულწრფელი ძლიერი ყველანაირად!
გამიხარდა თქვენი წარმატება და სულ წარმატებებით გევლოთ! ბუდეემში წევს გაზაფხული, როგორც აკვანში და სულ პატარა სიოც კმარა რომ დაარწიოს...
მარტო ეს შედარება და ეს განცდა კმარა ზოგჯერ პოეზიისთვის! ჩემთვის ასეა. ახალი, სუფთა , გულწრფელი ძლიერი ყველანაირად!
გამიხარდა თქვენი წარმატება და სულ წარმატებებით გევლოთ!
25. ბატონო სოსო გილოცავთ "ჩვენი მწერლობის" პრემიის მიღებას. გულით გისურვებთ კიდევ და კიდევ, ბევრი და ბევრი წარმატების მწვერვალის დაპყრობას
რაც შეხება ზოგიერთ საკითხს, მინდა დაგარწმუნოთ რომ ცდებით არანაირი გამორჩევა არ აქვს ადმინისტრაციას პოეტების თუ მწერლების. სწორედ ეგ არის ჩვენი საიტის აუცილებელი მოთხოვნა რომ ყველა მწერალი თანაბარ სიტუაციაში იყოს და მისმა ლექსებმა თუ პროზამ თავად შემოუკრიბოს მკითხველი და განადიდოს
მოლოცვას რაც შეეხება, მე პირადად გავიგე და აგერ მოგილოცეთ კიდეც და თუნდაც თქვენ ან ვინმე მეგობარს თქვენსას, ( რომლებიც დარწმუნებული ვარ მრავლად გეყოლებათ ) რომ მოეწერა ეს ამბავი, აუცილებლად გავალიტმოვლენებდით და გავამორბენალსტრიქონებდით
ასე რომ ტყუილად გვემდურით და ტყუილად გვდებთ ბრალს მიკერძოებაში
იმედია დარწმუნდებით თავადაც ბატონო სოსო გილოცავთ "ჩვენი მწერლობის" პრემიის მიღებას. გულით გისურვებთ კიდევ და კიდევ, ბევრი და ბევრი წარმატების მწვერვალის დაპყრობას
რაც შეხება ზოგიერთ საკითხს, მინდა დაგარწმუნოთ რომ ცდებით არანაირი გამორჩევა არ აქვს ადმინისტრაციას პოეტების თუ მწერლების. სწორედ ეგ არის ჩვენი საიტის აუცილებელი მოთხოვნა რომ ყველა მწერალი თანაბარ სიტუაციაში იყოს და მისმა ლექსებმა თუ პროზამ თავად შემოუკრიბოს მკითხველი და განადიდოს
მოლოცვას რაც შეეხება, მე პირადად გავიგე და აგერ მოგილოცეთ კიდეც და თუნდაც თქვენ ან ვინმე მეგობარს თქვენსას, ( რომლებიც დარწმუნებული ვარ მრავლად გეყოლებათ ) რომ მოეწერა ეს ამბავი, აუცილებლად გავალიტმოვლენებდით და გავამორბენალსტრიქონებდით
ასე რომ ტყუილად გვემდურით და ტყუილად გვდებთ ბრალს მიკერძოებაში
იმედია დარწმუნდებით თავადაც
24. ეს უკვე ორჯერ წავიკითხე და მომეწონა, ძალიან მგრძნობიარე და და ემოციურებია, მომწონს საერთოდ თქვენი შემოქმედება! ეს უკვე ორჯერ წავიკითხე და მომეწონა, ძალიან მგრძნობიარე და და ემოციურებია, მომწონს საერთოდ თქვენი შემოქმედება!
22. ვისაც მოგვწონს გაგვატარეთ :) +2 ვისაც მოგვწონს გაგვატარეთ :) +2
21. ვაიმე :) რა უბედურებაა ეს?! არ მოგწონთ? ნუ მოგწონთ, არავინ გაძალებთ, ვისაც მოგვწონს, ჩვენ წავიკითხავთ რა პრობლემაა?? თქვენ წაიკითხეთ ის, რაც თქვენთვის მოსაწონია, რათ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი ?:))
მომწონს, დიახ, მე მომწონს და წერეთ თქვენთვის და ჩვენთვის, ვისაც თქვენი გვესმის. წარმატებები :) ვაიმე :) რა უბედურებაა ეს?! არ მოგწონთ? ნუ მოგწონთ, არავინ გაძალებთ, ვისაც მოგვწონს, ჩვენ წავიკითხავთ რა პრობლემაა?? თქვენ წაიკითხეთ ის, რაც თქვენთვის მოსაწონია, რათ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი ?:))
მომწონს, დიახ, მე მომწონს და წერეთ თქვენთვის და ჩვენთვის, ვისაც თქვენი გვესმის. წარმატებები :)
20. ალბათ ეს ის შემთხვევაა სადაც მე და ბელგრადის მოჩვენება ერთ აზრზე ვდგავართ :) ალბათ ეს ის შემთხვევაა სადაც მე და ბელგრადის მოჩვენება ერთ აზრზე ვდგავართ :)
19. მე ზოგჯერ ძალიან არ მომწონს ამ ავტორის ლექსები, ზოგჯერ პირიქით, ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი არავის გამო არ უნდა შეწყვიტოთ ნაწარმოებების გამოქვეყნება. მე ზოგჯერ ძალიან არ მომწონს ამ ავტორის ლექსები, ზოგჯერ პირიქით, ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი არავის გამო არ უნდა შეწყვიტოთ ნაწარმოებების გამოქვეყნება.
18. ძალიან მომეწონა :) შეფასებითაც ჩემი უმაღლესით ვაფასებ :) +5 თუმცა აქ ერთი ცნობილი ადამიანის ციტატას მოვიყვან:
"ჭეშმარიტი ხელოვნების (შემოქმედების) ნიმუში არ იქმნება იმისათვის, რომ გაგიგონ... ან იმისათვის, რომ შეგაფასონ.
...არამედ იქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი სულის ნაწილი დატოვო საკუთარი სხეულის გარეთ. რამეთუ მისი მუდმივად შენში ტარება აუტანელია... და, პრინციპში, სხვა ყველაფერი ფეხებზე გკიდია, - გაიგებენ შენსას თუ არ გაიგებენ.
ალა პუგაჩოვა"
უზომოდ მომეწონა ალას ეს გამონათქვამი. ათიანში აქვს გარტყმული :) ძალიან მომეწონა :) შეფასებითაც ჩემი უმაღლესით ვაფასებ :) +5 თუმცა აქ ერთი ცნობილი ადამიანის ციტატას მოვიყვან:
"ჭეშმარიტი ხელოვნების (შემოქმედების) ნიმუში არ იქმნება იმისათვის, რომ გაგიგონ... ან იმისათვის, რომ შეგაფასონ.
...არამედ იქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი სულის ნაწილი დატოვო საკუთარი სხეულის გარეთ. რამეთუ მისი მუდმივად შენში ტარება აუტანელია... და, პრინციპში, სხვა ყველაფერი ფეხებზე გკიდია, - გაიგებენ შენსას თუ არ გაიგებენ.
ალა პუგაჩოვა"
უზომოდ მომეწონა ალას ეს გამონათქვამი. ათიანში აქვს გარტყმული :)
17. ტორეადორის კომენტარს დასტური. ტორეადორის კომენტარს დასტური.
16. მინდა გულითადათ მოგილოცოთ "ჩვენი მწერლობის" პრემია, ასევე მსურს ავღნიშნო, რომ მიყვარს თქვენი გვერდის სტუმრობა, რამეთუ მუდამ დიდ სიამოვნებას ვიღებ თქვენი ნაკალმარისაგან; რაც შეეხება ნეგატიურ განწყობას ზოგიერთების მხრიდან- ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ასეთ დროს დუმილი ყველაზე საკადრისი პასუხის გაცემაა!! "Ахил никогда не догонет череепаху"-Аристотель ყველა სიკეთე და წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში!! მინდა გულითადათ მოგილოცოთ "ჩვენი მწერლობის" პრემია, ასევე მსურს ავღნიშნო, რომ მიყვარს თქვენი გვერდის სტუმრობა, რამეთუ მუდამ დიდ სიამოვნებას ვიღებ თქვენი ნაკალმარისაგან; რაც შეეხება ნეგატიურ განწყობას ზოგიერთების მხრიდან- ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ასეთ დროს დუმილი ყველაზე საკადრისი პასუხის გაცემაა!! "Ахил никогда не догонет череепаху"-Аристотель ყველა სიკეთე და წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში!!
15. +5 saocrad lamazia... +5 saocrad lamazia...
14. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
13. და მხოლოდ ერთი მწვანე ფოთოლი მიიწევს ქარის საპირისპიროდ...
ბუდეებში წევს გაზაფხული, როგორც აკვანში და სულ პატარა სიოც კმარა რომ დაარწიოს...
ლამაზები.
და მხოლოდ ერთი მწვანე ფოთოლი მიიწევს ქარის საპირისპიროდ...
ბუდეებში წევს გაზაფხული, როგორც აკვანში და სულ პატარა სიოც კმარა რომ დაარწიოს...
ლამაზები.
12. ულექსოდ თავს ვერ დაგანებებთ! გამოგიჭირეთ!:) ულექსოდ თავს ვერ დაგანებებთ! გამოგიჭირეთ!:)
10. კატგია, მომეწონა! ჩემგან +2 ! კატგია, მომეწონა! ჩემგან +2 !
8. ყველა კარგია :) ეს ძალიან! 5
ზამთრის მიწურულს ყურს წაიღებს კრუხის კაკანი და შარშანდელი მართვე რადგან ვხედავ არწივობს, ბუდეემში წევს გაზაფხული, როგორც აკვანში და სულ პატარა სიოც კმარა რომ დაარწიოს...
ზამთარიც წავა და უეცრად ნამიან დილით, როცა მზე სახეს დაგვანახებს საზანდარიდან, ხეზე ყვავილი ამოხეთქავს -სარძევე კბილი და დავიძახებ: -გაზაფხულმა ფეხი აიდგა...
ყველა კარგია :) ეს ძალიან! 5

5. მსიამოვნებს აქ შემოსვლა, მშვენიერებია :) ბედნიერ ახალ წელს დაესწარით! ++ მსიამოვნებს აქ შემოსვლა, მშვენიერებია :) ბედნიერ ახალ წელს დაესწარით! ++
4. გიხარე, მრავალს დაესწარი გიხარე, მრავალს დაესწარი
3. გიხარე, მრავალს დაესწარი გიხარე, მრავალს დაესწარი
2. გიხარე, მრავალს დაესწარი გიხარე, მრავალს დაესწარი
1. ბრავოო!! როგორც ყოველთვის ნადირი გვანებივრებს თავისი ჩვეული ხელწერის მანერით შესრულებული ნაშრომებით!! ჩემი+2+აპლოდისმენტები წარმატებები!! ბრავოო!! როგორც ყოველთვის ნადირი გვანებივრებს თავისი ჩვეული ხელწერის მანერით შესრულებული ნაშრომებით!! ჩემი+2+აპლოდისმენტები წარმატებები!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|