ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: იუმორისტული
22 იანვარი, 2013


გალა

გალაკტიონს რომ ჰყოლოდა porsche,
ნომრით : GVT-001 (ნოლ ნოლ აძინი)...
ის ჩავიდოდა ბერლინში, რომში,
შორს მორჩებოდა ეჩმიაძინი.
გალაკტიონს რომ ჰყოლოდა bently,
სალამს კლაქსონით შემოგვითვლიდა...
რა დილიჟანსი, კარეტა, ეტლი,
ყველაფერს bently-ით შემოივლიდა.
გალაკტიონს რომ ჰქონოდა სახლი,
ვაკეში ანდა სადმე ვერაზე...
ეყოლებოდა ფუმფულა ძაღლი,
მეზობლად ვინმე ეტრუსკ-პელაზგი.
გალაკტიონს რომ ჰყოლოდა მერი,
არ იქნებოდა ალბათ გენია...
ყველა ოცნებას ეცვალა ფერი,-
წინ დამხობილი კართაგენია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები