ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2013


ლოცვა - სამოსელი უკანასკნელი (დიოგენეს საძმოში ნათქვამი)

   
              “...და სიტყვა იყო სამოსელი პირველი...”

                აფხაზეთს, შორეულს როგორც სამოთხეს,
                საქართველოს, ახლობელს როგორც უფალს...
საით უფალო?
ვეღარ ვიტან,
ეკლიან ლატნებს
და სულში
ცის და დედამიწის
ცოდვები მამტვრევს...
ქრისტე არა ვარ...
მე თვითონ ვარ
ზეცაც და მიწაც
და მელანდება
სამოთხე ვით
მოქვი და რიწა...
ნურავინ ითხოვთ
ლაო ძისგან,
ძმებო, კიმონოს,
რადგანაც კვართი
დახეული
ლოცვად ანთია...
ილოცეთ ძმებო,
რომ ვერასდროს
ვერ დაიმონოს
ნათლის ნათლული
ვაჟკაცები
ბნელის ნათლიამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები