მე ჯინი არა ვარ, ეს სივრცე ჩემია, არც ბორკილს არ ვიდებ, არ მიყვარს ხუნდები, ცხოვრებას ვაწვალებ, მკაცრგანაჩენიანს, და თმენის ღადარით ნელ-ნელა ვხურდები... ვდნები და ზოგჯერაც წვეთ-წვეთად ვიღვრები, დრო-ჩემი ხალიბი წუთი-წუთ ჩაუქობს, სიტყვები ლექსებად ჩნდებიან რიდებით, ო, ღმერთო, ამ სიტყვებს ცეცხლი არ ჩაუქრო! თორემ დამაშვრალი გავყვები ლახლახით სივრცეებს, იქ, სადაც დუმილი კენტავრობს, მე მხოლოდ უფლის წინ მხედავენ თავდახრილს, მოწმეა მელტარო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "ცხოვრებას ვაწვალებ, მკაცრგანაჩენიანს, და თმენის ღადარით ნელ-ნელა ვხურდები... ვდნები და ზოგჯერაც წვეთ-წვეთად ვიღვრები, დრო-ჩემი ხალიბი წუთი-წუთ ჩაუქობს,"
სულ კარგი ლექსებია აქ- გამართული, აზრიანი, საინტერსო სახეებით, ლამაზი ჟღერადობით... "ცხოვრებას ვაწვალებ, მკაცრგანაჩენიანს, და თმენის ღადარით ნელ-ნელა ვხურდები... ვდნები და ზოგჯერაც წვეთ-წვეთად ვიღვრები, დრო-ჩემი ხალიბი წუთი-წუთ ჩაუქობს,"
სულ კარგი ლექსებია აქ- გამართული, აზრიანი, საინტერსო სახეებით, ლამაზი ჟღერადობით...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|