 | ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა 3 თებერვალი, 2013 |
გზაში ცოტა გახალისდა ბამბერის რკინიგზის სადგურზე ერთი მგზავრი ჩავიდა, პატარა ტანის, გამხდარი გოგო. ჩასვლისთანავე დააგდო ჩემოდანი, ფეზე გაიხადა, ვარდისფერი ფუმფულა ბურთებიანი ქოშები დააძრო ჩანთიდან და ცალ ფეხზე ხტუნვით ამოიცვა. ვაგონიდან თავგამოყოფილი მგზავრები დაწყდნენ სტვენით და ყვირილით. გოგო წელში გაიმართა, შუათითი უჩვენა ყველას და მოულოდნელად ქართულად დაიწივლა: რა გაცინებთ, მახინჯებო? ფეხსაცმელმა მომიჭირა. ქარს ფაბრიკიდან მოხალული ყავის სურნელი მოჰქონდა.
ლერა. . . არ აღმოჩნდა ლერა მიხრწნილი, სიბერისგან გაუბედურებული მოხუცი. მაღალი ქალი იყო, ძვალმსხვილი, ღონიერი. ჭაღარა, სწორი თმა წელამდე სცემდა. განიერი კაბის ფრიალით მიუახლოვდა ბიჭს, ფირუზისფერი, ოდნავ გადმოკარკლული თვალებით თვალებში ჩააცქერდა და მიესალმა. ჯადოქარს გავდა რომელიღაც ფილმიდან. დავითი დაიბნა, შავკანიანი მონასავით საწყლად ამოღერღა” მემ”-ო და თბილ, სურნელოვან ხელზე ეამბორა. არა და, ამის გაკეთებას არ აპირებდა. . .
ავოკადოს წვენს შეექცეოდნენ. ვერ მიხვდა, როგორ უპასუხა ლერას კითხვებს ბეჯითი მოსწავლესავით. წვენის გამოცვლის საჭიროებას ვერ ხედავს. ავოკადოზე გართულება არ აქვს. საერთოდ, ალერგიული არ არის. გასულ კვირას ოცის გახდა. დედას დიაბეტი აქვს. მამა მხატვარია და კერძო გაკვეთილებს იღებს. ერთი და ყავს, ბანკში მუშაობს. თავისი ხელფასის ნახევარს ძმას უგზავნის. ამხანაგთან ერთად ქირაობს ბინას. ის ამხანაგი ახლა იტალიაშია არდადეგებზე. თვითონ რატომ არ წავიდა? თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. სწავლის გასაგრძელებლად ფული სჭირდება. ყავს მეგობარი გოგო, რომელიც ახლა მანჩესტერშია დაქალთან და სამსახურს ეძებს.
დიდხანს იჯდა სკამის კიდეზე უხერხულად. მერე, ცოტა მოშინაურდა, მოხერხებულად მოკალათდა და მორიდებით შეათვალიერა მოხუცები. ერთნაირად თმადახვეული ქალები უღიმოდნენ და თავს უკრავდნენ. პატარა ორანჟერეიდან წყლის ჩუხჩუხი ისმოდა. სვეტებზე დაკიდულ გალიებში თუთიყუშები და ძალიან პატარა ჭრელი ჩიტები დაფართხალებდნენ. ახალგაზრდა მომვლელი გაღიმებული დააბიჯებდა შოკოლადისფერ ნოხზე და დაბალი, ღუღუნა ხმით იმეორებდა: დედიკოებო, მამიკოებო, ძვირფასებო, ლამაზებო, მოემზადეთ, ლანჩის დროა! მამიკო სულ რამდენიმე, გამხდარი, რამის იღლიებამდე შარვალაქაჩული მამაკაცი იყო. თეთრკომბინიზონიანი ხელოსანი ფანჯრის ჩარჩოებს და კედელში დატანებულ ხეებს შავად ღებავდა და ვიღაცას ელაპარაკებოდა ეზოში. ის ვიღაც ბოხი ხმით ეპასუხებოდა და დროგამოშვებით რაღაცეებს აწვდიდა.
ბიჭს კოქტეილივით ერეოდა ფიქრები. ვინ არის ლერა ლენდლორდისთვის? რა უცნაური სუნი დგას ამ მდიდრულ პანსიონში. ნეტა, ის მგზავრი ვინ იყო ბამბერიში? დღეს ლონდონში დაბრუნებას მოასწრებს და ხვალიდან მიხედავს იმ ოხერ სახლს. 36 ფუნტი იქიდან, 36 –აქედან, 12ფუნტი-ნამცხვარი. 5 ფუნტი-ავტობუსი. ერთ კოლოფ სიგარეტსაც იყიდის. რა უნდა ამ დევივით ქალს მოხუცთა პანსიონში? მისახედი, სამკურნალო და საპატრონო არაფერი სჭირს. ასეთი დაჟინებით რატომ უყურებს? ნორჩი ბიჭები ხომ არ უყვარს? არაა. . . დროა წავიდეს აქედან. ჰო, აი, ახლა დაემშვიდობება და ადგება. . .
ხელოსანმა ფუნჯი ქილაში ჩადო, ყვითელი ხელთათმანები გასაშლელ კიბეზე გადაკიდა და ძველი ნაცნობივით გაუღიმა. - ინგლისურად კარგად ლაპარაკობთ, მაგრამ აქცენტით. - ვიცი. - საიდან ხართ? - საქართველოდან. - სად არის ეს? - კავკასიაში, შავ ზღვასთან. - ააა!-ვითომ მიხვდა.-შარშან ტაილანდში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. უცნაური ხალხია, მთელ ოჯახს იატაკზე სძინას ერთმანეთის გვერდით. აი, თევზები რომ ჩაალაგო ტაფაში ისე. ტუალეტები აქვთ ისეთი, ვერ შეხვალ! თქვენთანაც მასეა? - ჰო, აბა. . .
გვერდით რაღაც დავარდა. დავითმა ჭიქა დადგა და შეტრიალდა. ძალიან მოხუცი, ალბათ ოთხმოცდაათს გადაცილებული ქალი დივანთან იწვა იატაკზე. საფეთქელთან წვრილ ზოლად ჩამოსდიოდა სისხლი. ფერდაკარგულ სახეზე შემზარავად უჩანდა შიშჩამდგარი თვალები. გამხდარ მკლავებს ბიჭისკენ იშვერდა, ტიროდა და რაღაცას ლუღლუღებდა. ცდილობდა გახოხებულიყო, მაგრამ დაძაბუნებული სხეული არ ემორჩილებოდა. დავითი მივარდა, ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორე მუხლებში და შეეცადა დივანზე დაესვა. მომვლელებმა ზრდილობიანად აუხსნეს, რომ ახლებმა ასე იციან, ვერ აცნობიერებენ რა უნდათ, ყველა მნახველს ეტირებიან პატარებივით, სახლში წაყვანას სთხოვენ. პლედი შემოახვიეს მოხუცს და სადღაც გააქანეს. სხვები დამფრთხალი ცხვრებივით ეკვროდნენ ერთმანეთს .
ლერას გახედა. არ ეტყობოდა იმას წუხილი ან შეშფოთება. თეფშზე დაეჩენილ ნამცხვრის ნაფშხვენებს აგროვებდა გულმოდგინედ. ხელოსანი რაფაზე იჯდა, მწვანე კონტეინერი ედო მუხლებზე და ისიც, მშვიდი, გულგრილი სახით სენდვიჩს შეექცეოდა. თავახდილი თერმოსიდან ორთქლი რგოლებად მიიწევდა გარეთ. გულცივი კრეტინები! სასწრაფოდ უნდა წავიდეს აქედან, ახლავე. რამდენიმე ასეთი სცენა და გაგიჟდება. მიუფურთხებია ლენდლორდისთვის და მისი ფულისთვის. არ წავა “კოლეჯ ლეინზე.”რაში აინტერესებს სხვისი ყვავილები? ორ დღეში შეიძლება ფულიც გამოუგზავნონ. თუ არა- რამეს მოიფიქრებს. დაუმშვიდობებლად გავარდა კარში.
ავტობუსის გაჩერებაზე ახალი მისული იყო და წვიმამ დაუშვა. აცივდა. პიჯაკის საყელო აიწია და ჯიბეში ხელებჩაწყობილმა მოსაცდელს შეაფარა თავი. ქოლგიანი გამვლელების ნაკადმა იმატა. ქუჩის მეორე მხარეს ძველი თეატრის “რეპ”-ის ფასადზე წრიულად ტრიალებდა ფერადი რეკლამა-”ალისა საოცრებათა ქვეყანაში” დასაწყისი 19.00 საათზე. მატარებლის გასვლამდე ორმოცდახუთი წუთი იყო დარჩენილი.
ვიღაც გოგომ სიგარეტი სთხოვა. ინვალიდი კაცი ვერ ამოდიოდა ბორდიურზე, მიეხმარა. შუახნის ქალს სათვალე ჩაუვარდა გუბეში, მიაწოდა. ავტობუსის მოსვლამდე ისმენდა მადლობებს.
წვიმის ნაკადი ფარდასავით ეშვებოდა მინის სახურავიდან. ოცნებამ გაიტაცა. ოცნების საგანი ამ სიტუაციაში ერთადერთი იყო-ფული, რომელიც დიდი, ახალთახალი და არა, გვერდებშემოცვეთილი კეისით, ვიღაცას უნდა დარჩენოდა ავტობუსში. რატომ უნდა ემგზავრა უამრავი ფულის პატრონს ავტობუსით?!
ეჰ, დავით, დავით. . .
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. წავიკითხე და ვაგრძელებ.
წავიკითხე და ვაგრძელებ.
13. მომწონს. ლაღად იკითხება! 5 მომწონს. ლაღად იკითხება! 5
12. გადაგვიბირებ საბოლოოდ? აბა რააა. . . :) გადაგვიბირებ საბოლოოდ? აბა რააა. . . :)
11. კარგია კატუშა ეს შენი გადაბირება, მაგრამ ძალიან დიდ პაუზას კი აკეთებ, არადა ელოდება მკითხველი. გადაგვიბირებ საბოლოოდ? ვნახოთ, ვნახოთ... +2 კარგია კატუშა ეს შენი გადაბირება, მაგრამ ძალიან დიდ პაუზას კი აკეთებ, არადა ელოდება მკითხველი. გადაგვიბირებ საბოლოოდ? ვნახოთ, ვნახოთ... +2
10. ინვალიდი კაცი ვერ ამოდიოდა ბორდიურზე, მიეხმარა. შუახნის ქალს სათვალე ჩაუვარდა გუბეში, მიაწოდა. ავტობუსის მოსვლამდე ისმენდა მადლობებს.
მეც ასე ვაკეთებდი ..და ერთ მშვენიერ დღეს ბაზრიდან გამოსული მოხუცი ქალი ჩანთით რომ დავინახე, ვეცი ხელებში, ჩანთაზე, მე მოგეხმარებით-თქო, დამთავრებული არ მქონდა ისე მკრა ხელი თან ჩანთა გულზე მიიხუტა და მომასძახა დაიკარგე აქედან (უცხოურად ერთი სიტყვით გამოითქმის) მეც მოვკურცხლე. სახლში მითხრეს უარესიც გეკუთვნოდაო, უნდა გეკითხა , თუ გნებავთ მოხმარებაო, შენ პირდაპირ ქართულად ჩანთას ეცი და იმას ეგონა მართმევსო. ეს რა მოსატანი იყო, მაგრამ პროზის ასოციაციამ ... ინტრენად დაველოდები გაგრძელებას. ინვალიდი კაცი ვერ ამოდიოდა ბორდიურზე, მიეხმარა. შუახნის ქალს სათვალე ჩაუვარდა გუბეში, მიაწოდა. ავტობუსის მოსვლამდე ისმენდა მადლობებს.
მეც ასე ვაკეთებდი ..და ერთ მშვენიერ დღეს ბაზრიდან გამოსული მოხუცი ქალი ჩანთით რომ დავინახე, ვეცი ხელებში, ჩანთაზე, მე მოგეხმარებით-თქო, დამთავრებული არ მქონდა ისე მკრა ხელი თან ჩანთა გულზე მიიხუტა და მომასძახა დაიკარგე აქედან (უცხოურად ერთი სიტყვით გამოითქმის) მეც მოვკურცხლე. სახლში მითხრეს უარესიც გეკუთვნოდაო, უნდა გეკითხა , თუ გნებავთ მოხმარებაო, შენ პირდაპირ ქართულად ჩანთას ეცი და იმას ეგონა მართმევსო. ეს რა მოსატანი იყო, მაგრამ პროზის ასოციაციამ ... ინტრენად დაველოდები გაგრძელებას.
9. წავიკითხე ორივე ნაწილი. მიხარია რომ კარგ პროზას წერთ:) წავიკითხე ორივე ნაწილი. მიხარია რომ კარგ პროზას წერთ:)
8. ძალიან მომეწონა ესეც. :) კარგია, რასაკვირველია. :) კატაც კარგია ავატარზე. :) ველოდები გაგრძელებას მოუთმენლად . :))
პატივისცემით, ტენდი ძალიან მომეწონა ესეც. :) კარგია, რასაკვირველია. :) კატაც კარგია ავატარზე. :) ველოდები გაგრძელებას მოუთმენლად . :))
პატივისცემით, ტენდი
7. მადლობა კატუშ საინტეესო ექსკურსისთვის:) ანუ ეგ კატა აფრიკული ჯიშის , ოღონდ აწ უკვე ევროპულად აღზრდილი კატაა???:) ძალიან ლმააზი კია და თან ემახსოვრება მაგას ფარაონები:) მადლობა კატუშ საინტეესო ექსკურსისთვის:) ანუ ეგ კატა აფრიკული ჯიშის , ოღონდ აწ უკვე ევროპულად აღზრდილი კატაა???:) ძალიან ლმააზი კია და თან ემახსოვრება მაგას ფარაონები:)
6. ეს ნაწილი კიდევ უფრო მომეწონა...:-* შენი მკითხველი ვარ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას...555 ეს ნაწილი კიდევ უფრო მომეწონა...:-* შენი მკითხველი ვარ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას...555
5. ჰარირამა, მადლობა! მესიამოვნა თქვენი წამახალისებელი კომენტარი.
რაც შეეხება კატას- ამ საყვარელ არსებას, ინგლისელი მოგზაურის ჯემს ბრიუსის პატივსაცემად ბრიუს-მიუსი უწოდეს. ბრიუსმა დედალ-მამალი კატა ჩაიყვანა ინგლისში. გავრჩელდნენ ეს მინიატურული ვეფხვები და შემდეგ ევროპის კონტინენტს მოედვნენ. ცნობისთვის (ვისაც აინტერესებს): ეს ის ჯემს ბრიუსია, რომელმაც მეთვრამეტე საკუნის დასასრულს ცისფერი ნილოსის სათავე აღმოაჩინა.
და კიდევ იმ მკითხველისთვის, ვინც ფიქრობს,რომ მოგზაურის სახელი შეცდომით მიწერია. დიახ, ნამდვილად ჯემსი და არა-ჯეიმსი. :) ჰარირამა, მადლობა! მესიამოვნა თქვენი წამახალისებელი კომენტარი.
რაც შეეხება კატას- ამ საყვარელ არსებას, ინგლისელი მოგზაურის ჯემს ბრიუსის პატივსაცემად ბრიუს-მიუსი უწოდეს. ბრიუსმა დედალ-მამალი კატა ჩაიყვანა ინგლისში. გავრჩელდნენ ეს მინიატურული ვეფხვები და შემდეგ ევროპის კონტინენტს მოედვნენ. ცნობისთვის (ვისაც აინტერესებს): ეს ის ჯემს ბრიუსია, რომელმაც მეთვრამეტე საკუნის დასასრულს ცისფერი ნილოსის სათავე აღმოაჩინა.
და კიდევ იმ მკითხველისთვის, ვინც ფიქრობს,რომ მოგზაურის სახელი შეცდომით მიწერია. დიახ, ნამდვილად ჯემსი და არა-ჯეიმსი. :)
4. წინას წავიკითხავ:) წინას წავიკითხავ:)
3. პირვრლი ნაწილიც წავიკიტხე, კარგია ფრიად , მიდი ამხელა პაუზები და დადე ახლი ნაწილი დროზე:) წარმატებები კატუშ და კიდევ ეგ კატა ავტარზე რა ჯიშისაა? პირვრლი ნაწილიც წავიკიტხე, კარგია ფრიად , მიდი ამხელა პაუზები და დადე ახლი ნაწილი დროზე:) წარმატებები კატუშ და კიდევ ეგ კატა ავტარზე რა ჯიშისაა?
2. ჯონათან, მადლობა! გაიხარე! :) ჯონათან, მადლობა! გაიხარე! :)
1. იმდენი ხანი დააგვიანდა გაგრძელებას, დამავიწყდა, წინა ნაწილში რა ეწერა:)
კარგი პროზაა ეს! იმდენი ხანი დააგვიანდა გაგრძელებას, დამავიწყდა, წინა ნაწილში რა ეწერა:)
კარგი პროზაა ეს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|