ცხოვრებამ ათასი თანხმობა - უარით, გვატარა გზებით და ამ გზების გადაღმა, მე ვიცი ყოველთვის სად ვიყავ მტყუანი, შენ იცი მართალი სად იყავ ხანდახან... ირმების ნახტომით, თუ ხარის ნავალით, დრო მაინც ჩქარობდა, დრო მაინც მიჰქროდა, მე ვიცი, სად მითქვამს ნაღდი და ალალი, შენ იცი, სიმართლე სად გეთქვა გინდოდა, რამდენი დუმილი ვაგროვე აისთა, შიგ ლექსად ჩავწენი, ოქრო და ვარაყი, შენ სხვათან ცხოვრება შეძელი მაინც და მე რაც ვერ შევძელი იმით ვარ ამაყი... რაც იყო, არც იყო... სათქმელად არა ღირს რად უნდა ვაშუქო წარსული ბნელეთი, დღეს ჩაგიარე და ათასი ჭაღარის, თან გამყვა ტკივილი და ელეთ-მელეთი.. სხვადასხვა სივრცეში, თუ დროში ვიარეთ, თუ ავცდით არ ვიცი, ჩვენს სავალ ლიანდაგს, მე ვიცი შენს გზაზე რომ დავიგვიანე, შენ დღემდე არ იცი, სად დაგაგვიანდა, ცხოვრებამ ათასი თანხმობა-უარით, გვაჩვია ტკივილს და დარდების ატანას, ნეტავი მე ვიყო ყოველთვის მტყუანი! და შენი სიმართლის სინათლით მატარა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რა კარგია..:) რა კარგია..:)
9. ძალიან, ძალიან ლამაზი ლექსია ძალიან, ძალიან ლამაზი ლექსია
8. მომწონხართ <3 ++ მომწონხართ <3 ++
7. " შენ სხვათან ცხოვრება შეძელი მაინც და მე რაც ვერ შევძელი იმით ვარ ამაყი..." ჩემი მომავლის ლექსი) მომწონს ეს ავტორი.. დიდი პატივისცემით +2 " შენ სხვათან ცხოვრება შეძელი მაინც და მე რაც ვერ შევძელი იმით ვარ ამაყი..." ჩემი მომავლის ლექსი) მომწონს ეს ავტორი.. დიდი პატივისცემით +2
6. " შენ სხვათან ცხოვრება შეძელი მაინც და მე რაც ვერ შევძელი იმით ვარ ამაყი..." ჩემი მომავლის ლექსი) მომოწნს ეს ავტორი.. დიდი პატივისცემით +2 " შენ სხვათან ცხოვრება შეძელი მაინც და მე რაც ვერ შევძელი იმით ვარ ამაყი..." ჩემი მომავლის ლექსი) მომოწნს ეს ავტორი.. დიდი პატივისცემით +2
4. "რამდენი დუმილი ვაგროვე აისთა, შიგ ლექსად ჩავწენი, ოქრო და ვარაყი, შენ სხვათან ცხოვრება შეძელი მაინც და მე რაც ვერ შევძელი იმით ვარ ამაყი... რაც იყო, არც იყო... სათქმელად არა ღირს რად უნდა ვაშუქო წარსული ბნელეთი, დღეს ჩაგიარე და ათასი ჭაღარის, თან გამყვა ტკივილი და ელეთ-მელეთი.. სხვადასხვა სივრცეში, თუ დროში ვიარეთ, თუ ავცდით არ ვიცი, ჩვენს სავალ ლიანდაგს, მე ვიცი შენს გზაზე რომ დავიგვიანე, შენ დღემდე არ იცი, სად დაგაგვიანდა,"
რა კარგი ლექსია- რომანია!
"რამდენი დუმილი ვაგროვე აისთა, შიგ ლექსად ჩავწენი, ოქრო და ვარაყი, შენ სხვათან ცხოვრება შეძელი მაინც და მე რაც ვერ შევძელი იმით ვარ ამაყი... რაც იყო, არც იყო... სათქმელად არა ღირს რად უნდა ვაშუქო წარსული ბნელეთი, დღეს ჩაგიარე და ათასი ჭაღარის, თან გამყვა ტკივილი და ელეთ-მელეთი.. სხვადასხვა სივრცეში, თუ დროში ვიარეთ, თუ ავცდით არ ვიცი, ჩვენს სავალ ლიანდაგს, მე ვიცი შენს გზაზე რომ დავიგვიანე, შენ დღემდე არ იცი, სად დაგაგვიანდა,"
რა კარგი ლექსია- რომანია!
3. ნეტავი მე ვიყო ყოველთვის მტყუანი! და შენი სიმართლის სინათლით მატარა...
ნეტავი მე ვიყო ყოველთვის მტყუანი! და შენი სიმართლის სინათლით მატარა...
2. მთელი ლექსი ჩამეღვარა გულში :))
წარმატებები და +2
მთელი ლექსი ჩამეღვარა გულში :))
წარმატებები და +2
1. ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|