| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 6 თებერვალი, 2013 |
მიდიოდა. - რა ხანია ამ გზას ვადგავარ, დაუსრულებს(ასე მგონია). არ შევიმჩნიე. ვერ შემამჩნია(ჩემი ბრალია). რაა სამყარო? სიცოცხლე რაა? ჰმ...სიყვარული? აი მაყვლის ბუჩქი, სულ დახუნძლული ტკბილი ნაყოფით. არ ჩანს დამკრეფი... ტევრის გადაღმა ატმის ხე ხარობს. მზერით ურჩია: - ,,ნუ მიეცემი სიხარულის ქაფიან მორევს. ძნელია ჟამი და ზომიერი.,, იცლება გული, მტოვებს მოლიდინი კარგის და ავის. მარიდებს იმედს ცივი გონება. ნაბიჯებს ვითვლი, თან გაცვეთილ წაღებს დავყურებ. მიმიყვანს, მგონი. ღიმილით გავაფერადე ეს წამი რუხი... (და ტუჩებს შორის ბალახის ხმელი ღერო მხრებთან ერთად ათამაშთა). - შენი სიშორე სულერთი ხდება!(ასეა სწორი). ვერაფერს გშველი, ვერავის ვშველი. არც ხე დამირგავს და არც მწყურვალი შემხვედრია კაცთაგან. ერთხელ, ოდესღაც, ნაპირზე მოფართხალე თევზი დავუბრუნე არ ვიცი ვის. მეორე დღეს კი, ჩიტი მოვკალი....მერე მრავალჯერ გული. მეც მომიკლეს(ეს ისე)...რაა სიცოცხლე? ჰმ, სიყვარული? ფრინველთა მსგავსად, შურდლივით, მიწისკენ, ფრთებმოკეცილი! ბოლოა ვარდნა და მახსენდება ყველა ღიმილი, რომლისთვისაც ოდესმე მომიკრავს თვალი... რა ხანია ამ გზას ვადგავარ! სად არის ბოლო?!... მომწყურდა, რაღაც... ...მიდიოდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან მომეწონა!როგორც ყოველთვის უზუსტესია(ჩემთვის)ჯონათანის კომენტარი:* ძალიან მომეწონა!როგორც ყოველთვის უზუსტესია(ჩემთვის)ჯონათანის კომენტარი:*
5. სიმართლე უთქვამთ აქ: პოეზიაა ეს... ლექსად ნათქვამი პროზაული ყოფა და იმხელა ტკივილია აქ, გული გამიჩერდა... ბეთ... ჩემო კეთილო ბეთ... ბოლო არ არსებობს, ბეთ, ყველაფერი ერთ მაგიურ წრეზე ტრიალებს, ყველაფერი აგრძელებს არსებობას, ფიქრიც კი... და შენი ნაფიქრი ხომ... მუდმივად იარსებებს, ბეთ... მოგიკითხე, კეთილო მეზღაპრევ სიმართლე უთქვამთ აქ: პოეზიაა ეს... ლექსად ნათქვამი პროზაული ყოფა და იმხელა ტკივილია აქ, გული გამიჩერდა... ბეთ... ჩემო კეთილო ბეთ... ბოლო არ არსებობს, ბეთ, ყველაფერი ერთ მაგიურ წრეზე ტრიალებს, ყველაფერი აგრძელებს არსებობას, ფიქრიც კი... და შენი ნაფიქრი ხომ... მუდმივად იარსებებს, ბეთ... მოგიკითხე, კეთილო მეზღაპრევ
2. ლამაზი, განცდადი ჩანახატია. ლამაზი, განცდადი ჩანახატია.
1. პოეზიაა ეს- ცხოვრების პროზის პოეზია.
"შენი სიშორე სულერთი ხდება!"..:( პოეზიაა ეს- ცხოვრების პროზის პოეზია.
"შენი სიშორე სულერთი ხდება!"..:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|