 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 9 თებერვალი, 2013 |
ერთი შეხედვით იფიქრებდით ეს გოგო საიდანღაც მეცნობაო. მარი საკუთარ თავში დარწმუნებული გოგო იყო. სახეზე ეტყობოდა ეს. ავტობუსში ასვლისას ვიღაც ახმახს ისე ოსტატურად აუარა გვერდი და ერთადერთ თავისუფალ სკამზე თავისუფლად დაეშვა, ამის შემხედვარე როის რაღაც აღტაცებისმაგვარიც კი დაეუფლა. მარიმ უკმაყოფილო სახიან ახმახს ერთი წამით ახედა. ეს ტიპი რაღაც უსიამო შთაბეჭდილებას ახდენდა, თავზე დაკოსებული უზარმაზარი ყურსასმენებით და ცოტა არ იყოს გამოლენჩებული სახით იდგა. -რეაგირებაც შეძლებია რობოკოპს-მარიმ ჩუმად ჩაილაპარაკა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და ინტერესით ჩააცქერდა.
როი გულგრილი გამომტყველებით იხედებოდა ფანჯარაში. იქ ათასგზის დაზეპირებული ქუჩები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სამსახურამდე საკმაოდ შორი იყო და მეტი არაფერი დარჩენოდა გარდა გარემოს თვალიერებისა. ცდილობდა სახეში არ შეეხედა გვერდით მჯდარ გოგოსთვის, არ უნდოდა გოგოს მისი ყურადღება ეგრძნო. -ფუ შენი-რაღაც ისე, თავისუფლად ჩაილაპარაკა მარიმ, რომ როის ისევ დაეფლა წეღანდელი აღფრთოვანება. ოდნავ მიატრიალა თავი მისკენ და გოგონას პროფილს დააკვირდა. მარი მობილურში სნუკერს თამაშობდა. მერე რა რომ რეალურად ბილიარდს მაგრად თამაშობდა? აქ არაფერი გამოდიოდა. და სწორედ ასე ნახევარი საათის განმავლობაში იჯდა მარი, თამაშს ჩაღრმავებოდა, ნელ-ნელა ხვეწდა კომბინაციებს. როი ისევ გულგრილი გამომეტყველებით იჯდა ფანჯარასთან, გოგონას ყოველ წამოძახილზე გახედავდა, სულ რამოდენიმე წამით დააკვირდებოდა და ისევ ნაცნობ პეიზაჟებს უბრუნდებოდა. მარი ისე სწრაფად წამოდგა, როი რომ ვერ წარმოიდგენდა. წამოდგა , მაგრამ თავზე დამდგარ ახმახს შეეჯახა. -ცოტა ნელა-ახმახის უკმაყოფილებამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია. -შენი სკაუზერი დედაც-როი ყურებს არ უჯერებდა, ასე თქვა, გოგონამ სწორედ ასე თქვა. მარის არც კი შეუხედავს გახევებული ახმახისთვის, ისე გაწია გვერდზე და ხალხის ტალღაში ჩასასვლელისკენ გაიკვლია გზა. როის თითქოს თავში რაღაცამ დაარტყა, სრაფად წამოდგა და...ჰოო, სწორედ რომ საწყალ ახმახს დაეჯახა და ახლაღა შეამჩნია, რომ მას „ლივერპულის“ ემბლემით დამშვენებული მაისური ეცვა. ინსტიქტურად მიყვა გოგოს. -ჰეი-ჩასვლისთანავე დაუძახა და მიხვდა რა რომ გოგო უკანმოუხედავად სადღაც მიიჩქაროდა სირბილით დაედევნა. -იუნაიტედი სამუიდამოდ!-როიმ კიდევ ერთხელ სცადა, გოგო ნელა შემოტრიალდა. -ნახე ის სკაუზერი? შუა მანჩესტერში, ეს წარმოუდგენელია, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს-სხაპასხუპით მიაყარა ბიჭს. როიმ საათს დახედა. უცებ გადაწყვიტა ყველაფერი: -აუცილებლად გნახავ „იუნაიტედი“-„ლივერპულის“ თამაშზე. ბილეთებს მე ავიღებ-სირბილით გაექანა უკან, სამსახურის მიმართულებით. -წელს თამაში აღარაა დარჩენილი!-გოგომ რა თქმა უნდა ზუსტად იცოდა. -მომდევნო სეზონში!-გაიგონებდა გოგო ალბათ, როი ამ სიტყვებთან ერთად ტაქსიში ჩაჯდა. გულში უკურთხებდა სემუელ სოსენონს, საკუთარი სამსახურის დირექტორს, ამ გერმანელივით პედანტ ინგლისელს ხომ ფეხბურთიც კი არ უყვარდა!
როი თითქმის ყოველ საღამოს ახალ გოგოს ხვდებოდა. მარი ლექციებზე დადიოდა, შემდეგ საზაფხულო სამუშაოებზე ლონდონში გაემგზავრა.
ნოემბრის იმ წვიმიან დღეს, როდესაც მანჩესტერის ქუჩებში ჩამოწოლილი სუსხი ძვალ-რბილში ატანდა, „ოლდ ტრაფორდისკენ“ მიმავალ ხალხის ნაკადს შეუერთდა როიც. ჯიბეში ორი ბილეთი ედო. ერთი კვირით ადრე იყიდა ბილეთები თითო 50 ფუნტად და თითოეულ მათგანს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. იმ დღეს მანჩესტერში „ლივერპული“ ჩამოდიოდა, ყველაზე საძულველი მტერი , რომელიც კი დედამიწის ზურგზე არსებულა ალბათ „იუნაოტედის“ თავგადაკლული გულშემატკივრისთვის. სტადიონზე ხალხი ადრეულადვე მიდიოდა, საკუთარი ადგილი, რომ დაეკავებინათ და ერთი-ორი კათხა ლუდიც გადაეკრათ. როი დიდხანს იცდიდა მთავარ შესასვლელთან. ტობიმ რამდენჯერმე შესტავაზა ბილეთი: -არ მინდა ტობი შენი 300 ფუნტიანი ბილეთი, ჩემიც ორი მაქვს-მოთმინებით უხსნიდა როი. -აბა რატომ არ შედიხარ?-გაკვირვებული ეკითხებოდა ტობი და ისევ თავაზობდა ბილეთს სულ რაღაც სამას ფუნტად. ჰო ტობი უნდა გაგაცნოთ, ის ცნობილი გადამყიდველია. რამდენიმე ბილეთს ყიდულობს და ცეცხლის ფასად ყიდის თამაშის დღეს. ტობი როის კარგად იცნობდა. ხშირად მიუყიდია ბილეთი მისთვის. მატჩის დაწყებამდე ათი წუთი რჩებოდა. როიმ გადაწყვიტა, რომ სტადიონზე არ შესულიყო. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა. ეს წვიმაც სასტიკად ცრიდა. -ტობი ნახე ორი ბილეთი მაქვს, გინდა მოგცე? -სამასად ავიღებ ორივეს-ბილეთების შეთვალიერების მერე გადაწყვიტა ტობიმ. -არ მინდა სამასი, ასი მომეცი-როიმ ფული ჯიბეში ჩაიდო და ლუდის ბარისკენ გაემართა.
უცებ თითქოს ტანით იგრძნო, მერე უკნიდან ვიღაცის აჩქარებული ფეხის ხმაც მოესმა: -ჰეი-გოგო ყვიროდა. -იუნაიტედი სამუდამოდ!-როი შემოტრიალდა. გოგოს ცეცხლის ფერი თმები ჰაერში უფრიალდება. მერე ყველაფერი უცებ მოხდა. როის ხელი ჩაეკიდებინა მარისთვის და ტობის ეძებდა. ძლივს მიაგნეს. ტობის ორი ბილეთი ეჭირა ხელში, ორ შავ წვერა არაბს თანხაზე ევაჭრებოდა. ისინი ათასს ჩამოდიოდნენ. ტობი ორიათასს ითხოვდა. გამარჯვების სასწორი აშკარად ტობის მხარეს გადმოიხრებოდა. ზუსტად იცოდა ეს როიმ. -აღარ ვყიდი-დაიღრიალა ტობიმ-თავი დამანებეთ წუწურაქებო. არაბებმა სასწრაფოდ ამოიღეს ჯიბიდან ორი ათასი ფუნტი. -აღარ ვყიდი მეთქი-ტობიმ არაბებს ზურგი შეაქცია და მის უკან მოუთმენლად მდგარ წყვილს მიუტრიალდა. -თქვენ მოიგეთ ჯეკპოტი!-საზეიმოდ გამოაცხადა და როის ორი ბილეთი გადასცა. უკან მოუხედავად გავარდნენ შესასვლელისკენ. -რამდენია ტობი ჩემზე?-ეკითხებოდა როი, თან მარის მაგრად უჭერდა ხელს. -ასი ფუნტი-ტობიმ თვალი ჩაუკრა.
იმ საღამოს, როის ბინაში, სანამ გამარჯვების აღსანიშნავად შევსებულ ვისკის ჭიქებს დაცლიდნენ, მარიმ სიხარულისგან გაბრწყინებულ თვალებში შეხედა როის და მიხვდა, რომ სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო. როიმ ისედაც თავიდანვე იცოდა ყველაფერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ვერ გავედით :) მსაჯდრიდი. ასეთი ტერმინი გაგონილი გექნება უკვე და მიხვდები ყველაფერს. ვერ გავედით :) მსაჯდრიდი. ასეთი ტერმინი გაგონილი გექნება უკვე და მიხვდები ყველაფერს.
15. ზაალ როგორ ხარ? რა ქენით გახვედით ნახევარფინალში? :დდდ წავედი იმ ახლის წაკითხვას ვაპირებ ზაალ როგორ ხარ? რა ქენით გახვედით ნახევარფინალში? :დდდ წავედი იმ ახლის წაკითხვას ვაპირებ
14. ძალიან მომეწონა, საინტერესოა :) ძალიან მომეწონა, საინტერესოა :)
13. მანჩესტერი + რომანტიკა და კიდევ +2 :) მანჩესტერი + რომანტიკა და კიდევ +2 :)
12. Manchester United forewer! Manchester United forewer!
11. არაფერი ზეუს, ვიინტრიგნე რაღაც :))) არაფერი ზეუს, ვიინტრიგნე რაღაც :)))
10. ძოგე რა ვერ გაიგე? მკითხე ნუ გერიდება მეგობარო :) ძოგე რა ვერ გაიგე? მკითხე ნუ გერიდება მეგობარო :)
9. "როიმ ისედაც თავიდანვე იცოდა ყველაფერი"
ვინ რა იცოდა, ვერაფერი გავიგე... ინტრიგას ტოვებთ ახალგაზრდა?! :))) "როიმ ისედაც თავიდანვე იცოდა ყველაფერი"
ვინ რა იცოდა, ვერაფერი გავიგე... ინტრიგას ტოვებთ ახალგაზრდა?! :)))
8. ხო აბა რა :))) როგორც მადრიდში მოიგო. იქვე უნდა მიემთავრებინა რვპ-ს რა! მანჩესტერის ფანობა სადაა, ამიკლეს ამ რეალისტებმა :D ხო აბა რა :))) როგორც მადრიდში მოიგო. იქვე უნდა მიემთავრებინა რვპ-ს რა! მანჩესტერის ფანობა სადაა, ამიკლეს ამ რეალისტებმა :D
7. მანჩესტერის მოგებული არ გაიშვა!.. რეალი იგებს დღეს! მანჩესტერის მოგებული არ გაიშვა!.. რეალი იგებს დღეს!
6. ეგ ბალეტი იქნება დღეს სისხლს რომ ასხმევინებს ცხვირპირიდან მანჩესტერს :დ არა, იმედი რომ გაქვთ ეს უკვე მოუს დანაშაულია :დ
ეგ ბალეტი იქნება დღეს სისხლს რომ ასხმევინებს ცხვირპირიდან მანჩესტერს :დ არა, იმედი რომ გაქვთ ეს უკვე მოუს დანაშაულია :დ
5. http://worldsport.ge/Read.aspx?news=50338&lang=1&comments=show#comments
იუნაიტეედ! თავისი ადგილი მივუჩინოთ ბალერინებს :)))) http://worldsport.ge/Read.aspx?news=50338&lang=1&comments=show#comments
იუნაიტეედ! თავისი ადგილი მივუჩინოთ ბალერინებს :))))
3. ვაღიარო, რომ მაჩოების აზრზე არ ვარ და შემეშალა ახმახის ამბავი თუ ამის გარეშეც მომიტევებ? =))))) ვაღიარო, რომ მაჩოების აზრზე არ ვარ და შემეშალა ახმახის ამბავი თუ ამის გარეშეც მომიტევებ? =)))))
2. გოგო რომ გინებას დაიწყებს, ის იუნაიტედის ფანიც იქნება!
ვიღაც ახმახი, თავზე ყურსასმენებით და გამოლენჩებული სახით. მაინცდამაინც ვერაა მაჩოს სახე, რომელსაც ყოველდღე სხვადასხვა გოგო ჰყავს =))
(პედანტი არაა ცუდი სიტყვა)
ტობის ბილეთები ჩაიფერფლნენ და ასად იმიტომ მისცა? =))
ვისკის ჭიქბის წკარუნთან ერთად ლოგიკურ გაგრძელებასაც ვგრძნობთ მკითხველები და ერთი, სულ პაწაწინა ინტრიგნული წინადადება კარგი იქნებოდა ბოლოში =))
ჰო, კარგი ისაა, რომ ,,კონტაქტს" არ კარგავ
პ.ს. უცხოეთში მარი კაცებს ჰქვიათ.
მორალი: პედანტი არაა ცუდი სიტყვა, მაააგრამ.. გოგო რომ გინებას დაიწყებს, ის იუნაიტედის ფანიც იქნება!
ვიღაც ახმახი, თავზე ყურსასმენებით და გამოლენჩებული სახით. მაინცდამაინც ვერაა მაჩოს სახე, რომელსაც ყოველდღე სხვადასხვა გოგო ჰყავს =))
(პედანტი არაა ცუდი სიტყვა)
ტობის ბილეთები ჩაიფერფლნენ და ასად იმიტომ მისცა? =))
ვისკის ჭიქბის წკარუნთან ერთად ლოგიკურ გაგრძელებასაც ვგრძნობთ მკითხველები და ერთი, სულ პაწაწინა ინტრიგნული წინადადება კარგი იქნებოდა ბოლოში =))
ჰო, კარგი ისაა, რომ ,,კონტაქტს" არ კარგავ
პ.ს. უცხოეთში მარი კაცებს ჰქვიათ.
მორალი: პედანტი არაა ცუდი სიტყვა, მაააგრამ..
1. "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო":)
მომეწონა ეს საფეხბურთო ნოველა. "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო":)
მომეწონა ეს საფეხბურთო ნოველა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|