ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2013


  ჩამოტვირთვა

ჩემი მეგობარი

....ის ჩემი მეგობარია, მხვდება, ნაზად მეხება ხელზე, მკოცნის ლოყაზე,მერე მიყვება ჩურჩულით მოგონილ სასიყვარულო ისტორიებს,ვსვამთ ყავას ერთად, ჩვენი მუხლები, ვითომ შემთხვევით , ერთმანეთს ეხება მაგიდის ქვეშ.....მისი თვალები იბინდება ამ დროს, (მე თვალს ვხუჭავ)

ჰო, ჩვენ მეგობრები ვართ,ის 21 წლისაა, ლამაზი და მომხიბვლელი გოგონა.

მე ის მიყვარს, მაგრამ მან ამის შესახებ "არაფერი " იცის, მასაც ვუყვარვარ, მაგრამ მე "არ ვიცი"

ხშირად ვურეკავ, ან ვწერ, ვუყვები როგორ "გავიცანი ქალი" , რა ეცვა, რა სურნელი ქონდა მის ტანს...როგორ მეკვროდა, ისიც სამაგიეროდ მიგზავნის მესიჯებს, თუ როგორ "კოცნიდა" ბიჭს, თავის კურსელს, თუ როგორ დატრიალდა დედამიწა და გამოეცალა ფეხქვეშ!

ჩვენ მეგობრები ვართ!

საღამოობით (და ღამე) მე ის მენატრება, ხშირად ერთად ვართ სიზმარში და მე თავი მიდევს მის ლამაზ მუხლებზე, ამ დროს შემიძლია დავიფიცო და მე ვგრძნობ როგორ კვნესის ის ძილში.

ერთხელ კი, არ ვიცი რა მოხდა, ჩვენ ერთად ვიყავით,( ვირტუალურად!)

მე მესმის მისი!

მას კი ჩემი.....

მაგრამ არაააა! ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრები ვართ!

ის 21 წლისაა, მე კი......43-ის.

ცხოვრება კი რა რეალური და რა მწარეა!!!!!!!!!!!!!!






სერგეი ნეველი.09.02.2013 01:32:27.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები