ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2013


ადრინდელნი...

            ...

როგორ გაზრდილხარ გოგო
შიში ჩაუდგა გუგებს,
ეხ... რა ანთებდა ნეტა
მთათა თაკარა ზურგებს.

ეხლა ნაპირა ქუჩის
მქვია პოეტი ლოთი,
დღეს მე მტერი ვარ ზღაპრის
და მეგობარი ბოთლის.

ვერ წამაწყდები კარგო
მტვრიან თაროთა თავზე,
მე ვარ სტრიქონის არგო
ლექსს ვატივტივებ ქარზე.

და თუ შემხვდე და მიცნო
ახლო ნუ მოხვალ ძალად,
მოჩმახულ საწმისს ვგევარ
ლოთისთავების ძმა ვარ.
 


                      ...
მე ეხლა ახალ ღვთისკარებს ვეძებ
ძველ შესასვლელთან დამხვდა ოდინი,
პირს არ აკარებს ქვესკნელი ჩემს კერძს
ზეცაც დაღლილა ჩემი ლოდინით.

ანგელოზივით ჩამივლის სნობი
ზიზღით მომხედავს აზიზი დენდი,
მერე რჯულიან- ჯილაგით მგმობი
ტომის საქალეთს წამგვრის ეფენდი...

იქამდე ღმერთმა გამწირა თურმე...
არა... ეშმაკი იყო ეგ ღმერთი...
შენი სამშობლო მელებს თუ ტურებს?
და მე გპასუხობთ: იყოს ერთ-ერთი...


             
                ....
      (ესეც ჩემზეა პოეტებო...)
იწვა ლექსების გვერდით
ზეცა ბუსავით მშვიდი,
ცისკრის ფრთასავით ხევდი
ვერცხლში გადაცვლილ სინდისს...

შენი ამაყი ელდა
ღამის მეხივით ნაღდი,
ნაფლერთებს ისვრის შენგან
გადარჩენილი ლანდის.

შენი ქალები საით?
შენი ქალები როგორ...
ქალები შავ ზღვასავით
ყველა ტანტალღა გოგო.

ფასკუნჯისფერი ლექსი
სად გაგიფრინდა ბიჭო,
შე პოეზიის გულში
მწარედ შერჭმულო ხიჭვო...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები