ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა ჭლიკაძე
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2013


გმადლობ ამ ლექსისთვის

   

ლექსი მომწყურდა და წერის მეშინია,
ლექსში ლოცვის მსგავსად სიტყვა ცხოველია.
მხოლოდ შენთანღა მაქვს ღმერთო საუბარი,
რადგან ვეღარ ვარჩევ დღეს ვინ-რომელია.

ფრაზებს საგულედან ისე ამოვხატავ,
სიტყვებს სურნელება დაჰყვეთ საკმეველის,
ოღონდ მოგვმადლე და ოღონდ დაიფარე
მწყემსის სამწყსოჲ და ვენახი მეველის,

თორემ რა ხანია სულით დავნებდით და
ძაღლიღა გვისრულებს ფინალურ არიას.
ღმერთო, დედამიწას ჯვარი გადასახე,
სისხლი და ცრემლი სდის ხატიდან მარიამს. 

ქვიშის კი არა და სისხლის საათები
ცოდვით დამძიმდნენ და ვეღარ ვატრიალებთ.
ასე, წვეთ-წვეთებით სულ მთლად დავიცლებით
და მიწა დახეთქავს დარდით ამ ფიალებს. 

უკვე მერამდენე კანს იცვლის მორალი,
ვგავართ გაყვითლებულ ფოთლებს ენკენისთვის.
თუ კი დაგცინეთ და თუ კი ხელი გკარით,
შეგვინდე ღმერთო და გმადლობ ამ ლექსისთვის!

           
                                                P.S.  მომენატრეთ ,,ძველებო" და შემოგიარეთ :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს