ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2013


ქმარი, მხოლოდ სახელად

ბრუნდები სახლში,
"დავიღალე" ამბობ და წვები,
დილიდან გაზზე დამდგარ საჭმელს ფანჯრიდან ვყრი და
აბაზანაში მგონია, რომ ვცხოვრობთ და ვფიქრობ,
ჩემს სიყვარულსაც ჭუჭყის მსგავსად ყოველდღე იბან.
ჩამოირეცხე....
აღარც ნერვი შემოგრჩა თითქოს.
ბავშვსაც ხანდახან თუ აკოცებ, ესეც ბევრია,
გადაგავიწყდა ქორწინების თარიღი,
მაგრამ
არ გავიწყდება, მეგობრები როცა გელიან,
გაშლილ სუფრასთან...
და ვიღიმი (ოღონდ სიმწრისგან),
როცა ოჯახის სადღეგრძელოს ამბობ ამაყად,
მერე კი სახლში დავბრუნდებით
და ისევ განცდა...
რომ მარტო ვარ და ვითომ ქმარი მიწევს ამაღამ.
ასე იწექი გუშინაც და იქითაც იმის.
ასე იწვები ხვალაც,
ზეგაც,
მაგრამ მომიწევს,
რომ მივატოვო ქმარი (ოღონდ მხოლოდ სახელად)
რადგან აღარ მსურს ეგ უსულო ხორცი მომიწვეს . 
და ერთხელ დილით არ დაგხვდება ლოგინთან ყავა.
იმ დილით სახლში არ იქნება ჩემი სუნიც და
მოგენატრება ქალი,
ოღონდ მოსამსახურე,
რომელიც იდგა და შენს ბინძურ ნივთებს უვლიდა.
წლებია...
წლები გასული და არ გახსოვს იქნებ,
რომ ჩვენი შვილი დიდია და ბავშვი კი არა....
ათას ზღაპრებს, რომ ვუყვებოდი ოჯახზე ქმარო,
დიდია უკვე, კარგად იცის რას ნიშნავს "მამა."
იმასაც ხვდება, რომ შენ ცუდი მოირგე როლი,
ვითომ მარჩენალს,
შენი სული დაგრჩა სარჩენი,
ტანისამოსი ჩავალაგე და ყველა გრძნობა....
მაცივარში კი დაგიტოვე რაღაც ნარჩენი,
გუშინდელიდან,
რაც არ გაჰყვა ფანჯრიდან სხვებს და
ღმერთმა შეგარგოს სიყვარულით გამძიმებთ აღარ,
შენ შეგიძლია პენსიაში გახვიდე უკვე,
არ დაგჭირდება ითამაშო ქმარი და მამა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები