 | ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა 16 თებერვალი, 2013 |
არ გამოდგა როი სტიორტი კუნთმაგარი, მხარბეჭიანი ვაჟკაცი. ან რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი? ყველა ტანადი კაცი, ვინც კი კაფეში შემოვიდა, ის ეგონა. როი, ერთი მსუქანი, ცისფერთვალება ქონდრისკაცი აღმოჩნდა. გრძელი, ძუასავით უხეში თმა კეფაზე ფოსფორისფერი რეზინით ჰქონდა შეკრული. ძალიან სერიოზული სახით გადასცა გასაღები, დამარცვლით გაუმეორა მისამართი და გაქრა.
ორსართულიან, პირქუშ, საუკუნოვან შენობას სასაცილო და პრეტენზიული სახელი -“საყვარელი სახლი” ერქვა. კედლის გაყოლებაზე მუქი ვარდისფერი პიონები იფურჩქნებოდნენ. პატარა გაზონს აშკარად აკლდა მორწყვა, დაბურულ მინებს და ოქროსფერ ტრაფარეტს-გაწმენდა. კარი ორი გასაღებით იყო ჩაკეტილი. ადვილად გააღო. დახუთული ჰაერი ეცა ცხვირში. ავეჯის საწმენდი საცხის და ლავანდის სუსტი სუნი ტრიალებდა. იატაკზე საფოსტო ჭრილიდან შემოცურებული გაზეთები, წერილები და სარეკლამო ბუკლეტები ეყარა. განიერი ჰოლით სასადილო ოთახში გავიდა. ყველა სურათზე -ფაშვგანიერი, სხვადასხვა ჯიშის, მახინჯი ხარები. ხარი შოტლანდიიდან, ხარი ირლანდიიდან, ხარი უელსიდან, იორკიდან და ასე შემდეგ. დიდრონ ქოთნებში მცენარეებს ჭკნობა შეპარვოდათ. ყვავილებს ბიბლიოთეკაშიც მიაგნო. იატაკიდან ჭერამდე თაროები გადაჭედილი იყო მოვარაყებული წიგნებით.
დადიოდა ოთახიდან ოთახში. არცერთი არ იყო ოვალური. თავი მუზეუმში ეგონა: გამოჩენილ ადამიანთა ბიუსტები, მოჩუქურთმებული მაგიდები, კომოდები, მოხერხებული სავარძლები, სამშვენისები, საგულდაგულოდ გაპრიალებული ვერცხლის შანდლები, უზარმაზარი ფიკუსები, რბილი ნოხები, კედლის ზომის გობელენები, მალაქიტის საქაღალდეები, სურათები, საიდანაც ატლასის მაქმანებიან კაბებსა და დაქარგულ კამზოლებში გამოწყობილი, პარიკიანი დიდებულები თითქოს დავითს უყურებდნენ. ერთგან, კუთხეში, რომელიღაც მინერალის უზარმაზარი ნატეხი ციმციმებდა მომწვანო იასამნისფრად - “ამეთვისტო- ჩრდილოეთ უელსის საბადოდან” პატარა სარწყავი აღმოაჩინა სათავსოში. სამზარეულოდან გამოჰქონდა წყალი. მორწყა ყვავილები, გამხმარი ფოთლებიც შემოაცალა, მიწაც მოუჩიჩქნა და იგრძნო, რომ დაიღალა აქეთ-იქით სიარულით და მოშივდა. მეორე სართულზე ასვლის თავი არ ქონდა. არც არაფერი იყო საჩქარო. ლენდლორდმა ფული ხომ მოსალოდნელი ხარჯებისთვის დაუტოვა? მეორე დღისთვის გადადო ოვალური ოთახის მოძებნა. . . მანანა ნახა სიზმარში. ვითომ, მაგნოლიის ხეებს შორის ბილიკზე მოდიოდა წელში მოხრილი და მობუზული. სხვისი, რამდენიმე ზომით დიდი კაბა ეცვა. შემინულ კარს მოადგა ტირილით და სახლში შემოშვებას ევედრებოდა. როგორც სიზმარში ხდება, რაც გინდა, იმას ვერ აკეთებ, ყოველთვის რაღაც გიშლის ხელს. კარს გასაღები ვერ მოარგო. სახელური გადატყდა. ფანჯარაც ჩაიჭედა. დანას მოვიტან და იქნებ იმით გავაღოო, უყვიროდა. როგორც იქნა, ბუდიდან გამოაძრო საკეტი და გარეთ გავარდა. მანანა იქ აღარ იყო. მერე ქარი ამოვარდა. კოწახურის ნახევრად გადაჩეხილი ტოტი კედელს ეხეთქებოდა და ყვავილების ფურცლები ნამქერივით გროვდებოდა ბორდიურთან. პირდაპირ ფეხებთან მედალიონი ეგდო . . . მედალიონი, შვლის ნუკრის გამოსახულებით “ვორვიკ კასტელ”-ის სუვენირების მაღაზიაში უყიდა გასულ ზაფხულს. თვითონ გაუკეთა ყელზე, ესეც შენსავით პატარა და სულელიო. მანანას ეწყინა. ფეხი მიარტყა წვივზე, სულელი და იმაზე უარესი შენ ხარო. გაეღიმა. როგორ ეძახის ბებერი? მანუნი! ძალიან მოენატრა. რატომ არ ურეკავს, რატომ არ პასუხობს მესიჯებს?
მეზობლის ღია ფანჯარას გაუარა. ჩანდრა იჯდა ზურგით და ტელევიზორში ინდურ ფილმს უყურებდა. გმირების ჩაცმულობასა და ვარცხნილობაზე მიხვდა რომ ფილმი ძველი იყო – ბაკები კისრამდე, წელში (ვიტოჩკებით) გამოყვანილი ყვითელი პერანგი, “შლიაქსი”შარვალი და მოკასინები. გოგო და ბიჭი ცეკვა- სიმღერით დასდევდნენ ერთმანეთს, გადათელეს ყვავილნარი. ჩანდრას ცოლი ინდირა სამ საქმეს ერთდროულად აკეთებდა: ვერცხლისფერ სინზე ბრინჯს არჩევდა. სავარაუდოდ, ქაშმირიდან ჩამოტანილ, დაჭეჭყილ სპილენძის ქვაბში რაღაცას ურევდა ხის კოვზით და თან გადაშლილ წიგნში იხედებოდა ტუჩების ცმაცუნით. გამოცდები კარს ჰქონდათ მომდგარი მომავალ იურისტებს.
ჩაახველა. რაფას გადმოეყუდნენ გაღიმებულები. - რა არის, შეიძლება ახლა წარღვნისდროინდელ ფილმებს უყუროთ? - იცი რა ფილმია!- ჩანდრამ სამი თითით კოცნა გააგზავნა ჰაერში - მითხუ ჩახრაბორტი და დიმპლ კაპადია თამაშობენ. - არაა! - ჰო! დიმპლის ორი სურათი მაქვს ავტოგრაფით. ერთს შენ გაჩუქებ. - გული მიგრძნობდა, რაღაც უნდა გამხარებოდა დილიდანვე. ჩანდრამ ხელის გულები ერთმანეთს შეატყუპა და თავი გააქან- გამოაქანა. - ბოლივუდის ვარსკვლავებზე უფრო წარმოსადეგო, რამასავით სხივოსანო და არჯუნასავით ბრძენო ბიჭო. . . - სტოპ! მითხარი რა გინდა? - თემა დავწერე -”დანაშაული, დამნაშავე და მემკვიდრეობითობა”, სამ დღეში უნდა ჩავაბარო. დევიდ, ხომ იცი, უამრავ შეცდომას დავუშვებ, ამიკრიფე რა ტექსტი! - ინდირა აქ არ გყავს? - მაგას თავისი გასჭირვებია. - დღეს არ მცალია. ხვალისთვის იყოს, კარგი? სამაგიეროდ რას მივიღებ? - მომავალში უფასო ადვოკატი და. . . - მწყევლი კაცო?! ქუჩის მეორე მხარეს იყო გადასული, კითხვა რომ დააწია ჩანდრამ: დევიიდ, დამნაშავის შვილი დამნაშავეა?
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გზაჯვარედინზე გაბადრული სუნ იუი შემოეყარა. ქოთნის ყვავილი მოჰქონდა და ზურგჩანთაშიც უამრავი რამ ედო. - გამარჯობა სუნიი! შენსკენ რაღაც ხდება და მე არ ვიცი? - ხდება ჩემო კარგო, ხდება. ცოლს ვირთავ. - ვიცნობ? - არა. - გილოცავ! იცოდე, ბევრი ბავშვები არ იყოლიოთ! იუიმ გაპოხილ თმაზე მორცხვად გადაისვა ხელი. - დევიდ, მითხარი, რა ჰქვია ქართულ ფულს? - ლარი. - ლალი? - რაში გაიტერესებს? - ბიზნესი უნდა დავიწყო საქართველოში.
კიბის თავზე, დაახლოებით ორმეტრიანი ტილოდან ცხენზე ამხედრებული და წელში ზედმეტად გაჭიმული მამაკაცი უმზერდა. რამდენიმე საფეხურით ჩამოინაცვლა და შორიდან დააკვირდა. ლენდლორდი იყო აშკარად. ჩარჩოზე მიკრული ფირფიტა მნახველს აუწყებდა რომ ეს ბატონი გახლდათ - ბარონეტი სერ უილიამ თროქმორთონი. 2005 წელი. ნწუ, ნწუ! კაცი როგორ ცხოვრობს თურმე და ორიოდე ფუნტისთვის რა აღარ დაავალა.
ოვალური ოთახი, საკმაოდ დიდი საძინებელი აღმოჩნდა სამლოცველოს გვერდით. აქაც იყო უამრავი სურათი, გაურკვეველი დანიშნულების ნივთები, მძიმე ფარდები, იაპონური თეჯირები და პატარა, ფერადი მინებიდან შემოჭრილი შუქი. ბარონეტი ფულს აუცილებლად კონვერტში ჩადებდა. გადაატრიალა ყველაფერი. ლურჯად მოხატულ იაპონურ ვაზებშიც ჩაყო თავი. ფული არ ჩანდა, არც კონვერტით და არც უკონვერტოდ. ეტყობა, პატივცემულს დატოვება დაავიწყდა. წასვლისას ტუმბოზე ბროლის მოვერცხლილ ბოთლს დაადგა თვალი. თავი მოხადა. კონიაკის სურნელი ჯინივით ამოვარდა ზემოთ. ცოტა გასინჯა. იმის დასაწუნი ნამდვილად არაფერი სჭირდა სასმელს. იქვე სპილოს ძვლით მოპირკეთებულ ყუთში სიგარებიც აღმოაჩინა. ერთი ამოიღო, რატომაც არა, მეკუთვნისო. სავარძელთან ახლოს მიიჩოჩა ყველაფერი, ფეხები მეორეზე სავარძელზე შემოაწყო და კმაყოფილმა გააბოლა. არსად არ ეჩქარებოდა. ყველას სადღეგრძელო შესვა: მშობლების, დის. მანანას, მეგობრების. თითქმის ჩაცალა ბოთლი. ბოლო ჭიქა სათითაოდ მიუჭახუნა სურათებს. სერ რობერტ! სერ ჯოშუა! სერ ჯონათან! ლედი მარგარეთ! ლედი ბეატრის!
დალევით ვეღარ დალია. იგრძნო, წონასწორობას კარგავდა. ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ. ბუხარში წკიპურტით ისროლა ჩანახევრებული სიგარა და ფარდებიან საწოლზე პირაღმა დაეცა. ვინ იცის, ამ საწოლზე, რამდენ თროქმორთონს ჰქონდა სექსი ან რამდენმა გაფშიკა ფეხი. კისერმოგრეხილმა შეათვალიერა ჭერის მოხატულობა. ნადიმი ჰქონდათ არისტოკრატებს. დიდხანს ეძინა. ბოლოს, სიცივემ გამოაღვიძა. თვალების ფშვნეტით წამოჯდა და ამ დროს, კაცის ხმა ჩაესმა: კარგად ხარ შვილო?
სერ უილიამი იჯდა ტახტზე და გაზეთს კითხულობდა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ნეფერტარო, კატუშა ერთ-ერთი კარგი პროზაიკოსი მგონია მე. :) ნეფერტარო, კატუშა ერთ-ერთი კარგი პროზაიკოსი მგონია მე. :)
14. უკვე საინტერესო გახდა, აქაც ხუთი ქულა და სასწრაფოდ ვაგრძელებ კითხვას.
უკვე საინტერესო გახდა, აქაც ხუთი ქულა და სასწრაფოდ ვაგრძელებ კითხვას.
13. "პირდაპირ ფეხებთან მედალიონი ეგდო . . . მედალიონი, შვლის ნუკრის გამოსახულებით “ვორვიკ კასტელ”-ის სუვენირების მაღაზიაში უყიდა გასულ ზაფხულს..."
თუ კედელზე თოფი ჰკიდია, მან უნდა გაისროლოს კიდეც... სადმე უნდა გამოჩნდეს კიდევ ეს მედალიონი, რაღაც დატვირთვით. ისე მის შემოტანას ნაწარმოებში - აზრი ეკარგება! 5 "პირდაპირ ფეხებთან მედალიონი ეგდო . . . მედალიონი, შვლის ნუკრის გამოსახულებით “ვორვიკ კასტელ”-ის სუვენირების მაღაზიაში უყიდა გასულ ზაფხულს..."
თუ კედელზე თოფი ჰკიდია, მან უნდა გაისროლოს კიდეც... სადმე უნდა გამოჩნდეს კიდევ ეს მედალიონი, რაღაც დატვირთვით. ისე მის შემოტანას ნაწარმოებში - აზრი ეკარგება! 5
12. ვნახოთ რას იზამს დავითი... ვნახოთ რას იზამს დავითი...
11. ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
16 თებერვალი, 2013
ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
16 თებერვალი, 2013
10. ოხ, კატუსა კატუსა :) გადავედი მე4 ნაწილზე მაგრამ თან ვფიქრობ, კათუშა , იმიტომ რომ ავატარზე კატაა, თუ ავატარზე კატა იმიტომაა, რომ რომ ავტორი კატუშაა? არადა ბიჭივით წერს კატუშა. წავედი გავარკვიო სერ უილიამს რა უნდა:) ოხ, კატუსა კატუსა :) გადავედი მე4 ნაწილზე მაგრამ თან ვფიქრობ, კათუშა , იმიტომ რომ ავატარზე კატაა, თუ ავატარზე კატა იმიტომაა, რომ რომ ავტორი კატუშაა? არადა ბიჭივით წერს კატუშა. წავედი გავარკვიო სერ უილიამს რა უნდა:)
9. უკვე საინტერესოს ვუახლოვდები, ! კითხვაზე "დევიიდ, დამნაშავის შვილი დამნაშავეა?" რა უპასუხა დევიდმა? უკვე საინტერესოს ვუახლოვდები, ! კითხვაზე "დევიიდ, დამნაშავის შვილი დამნაშავეა?" რა უპასუხა დევიდმა?
8. კარგია რათქმაუნდა...გაგრძელებას ველი...5 ერთადერთი იმდენი სახელია ნაწერში, თანაც უცხო...ქართული ყურისთვის...:)) რომ ყველას დამახსოვრება ჭირს...:-* კარგია რათქმაუნდა...გაგრძელებას ველი...5 ერთადერთი იმდენი სახელია ნაწერში, თანაც უცხო...ქართული ყურისთვის...:)) რომ ყველას დამახსოვრება ჭირს...:-*
7. მოვალ აქ...:) მოვალ აქ...:)
6. ხო აზგო თუ დიაგონალურად კითხულობს აშკარად ვერაფერს გაიგებდა. ახალი სტილი კი დაუმკვიდრებია კითხვის, მაგრამ ამ საუკუნეში არ ჭრის როგორც ჩანს.
ეს არის ძალიან კარგი მოთხრობა, რომლის ყოველ თავს ველოდები და სიამოვნებით ვკითხულობ. შენიშვნაც კი არ მაქვს ავტორთან, ერთადერთი თხოვნდა იქნება ყოველ სამ დღეში გააგრძელეთ. +9(10)-დან. ხო აზგო თუ დიაგონალურად კითხულობს აშკარად ვერაფერს გაიგებდა. ახალი სტილი კი დაუმკვიდრებია კითხვის, მაგრამ ამ საუკუნეში არ ჭრის როგორც ჩანს.
ეს არის ძალიან კარგი მოთხრობა, რომლის ყოველ თავს ველოდები და სიამოვნებით ვკითხულობ. შენიშვნაც კი არ მაქვს ავტორთან, ერთადერთი თხოვნდა იქნება ყოველ სამ დღეში გააგრძელეთ. +9(10)-დან.
5. მომეწონა ძალიან. ავტორის ნებაა, აღწერს თუ არა ბუნებას, ინტერიერს, მეზობლების გარეგნობას, თუ არა. :)) ვისაც ენებება წაიკითხავს. ცოტა შენიშვნები მაქვს და პირადში მოგწერ. მანამდე კი კიდევ ერთხელ წავიკითხავ. :))
პატივისცემით, ტენდი მომეწონა ძალიან. ავტორის ნებაა, აღწერს თუ არა ბუნებას, ინტერიერს, მეზობლების გარეგნობას, თუ არა. :)) ვისაც ენებება წაიკითხავს. ცოტა შენიშვნები მაქვს და პირადში მოგწერ. მანამდე კი კიდევ ერთხელ წავიკითხავ. :))
პატივისცემით, ტენდი
4. ვნახავ წინა თავებსაც. ვნახავ წინა თავებსაც.
3. მე მომწონს, სიუჟეტის განვითარებაც და თხრობაც.
ზოგადად, რაიმეს აღწერის (ბუნების, ოთახის) კითხვა მაინცდამაინც სახალისო არაა, მაგრამ თქვენთან ეს მომენტი სულაც არ იყო მოსაწყენი და ახლა მგონია, რომ სერ უილიამ თროქმორთონის სახლში სტუმრად ვიყავი:) მე მომწონს, სიუჟეტის განვითარებაც და თხრობაც.
ზოგადად, რაიმეს აღწერის (ბუნების, ოთახის) კითხვა მაინცდამაინც სახალისო არაა, მაგრამ თქვენთან ეს მომენტი სულაც არ იყო მოსაწყენი და ახლა მგონია, რომ სერ უილიამ თროქმორთონის სახლში სტუმრად ვიყავი:)
2. აზგო, არც დიაგონალურად, არც ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად წავიკითხე შენი კომენტარი. მოკლედ და კონკრეტულად: გაგიღიმე! :) აზგო, არც დიაგონალურად, არც ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად წავიკითხე შენი კომენტარი. მოკლედ და კონკრეტულად: გაგიღიმე! :)
1. კატუშა, სამივე ნაწილს გადავხედე დიაგონალურად. "უწყვეტად" წაკითხვა ვერ შევძელი არა იმიტომ, რომ დიდი მოცულობისაა, ან რაღაც განსაკუთრებით ცუდია. არა, აქ გაცილებით უარესებიცაა, რომელთა ერთი სტრიქონის ბოლომდე ჩაკითხვაც კი ჭირს. უბრალოდ მე, როგორც მკითხველს, "გაწყალებული" მეჩვენება ტექსტი. თხრობის ტემპი უაღრესად დაბალია, არ ხდება არც შინაგანი და არც გარეგანი ქმედება. მოქმედება არაა საყოფცხოვრებო, ბანალური დიალოგები და სცენები. არაა წარმოჩენილი სიუჟეტის მამოძრავებელი კონფლიქტი. არც ჩანს არანაირი სიუჟეტი, ყოველ შემთხვევაში, მე კი მოვინდომე მაგრამ ვერ დავინახე. იმიტომ რომ რომელი ფრაგმენტის კითხვაც არ დავიწყე, არც ერთმა არ გამიტაცა. ერთი სიტყვით, ჩემი რჩევა(რომელსაც შენი ნებაა მიაქცევ ყურადღებას თუ არა) იქნება ასეთი: "ამოტუმბე ტექსტიდან წყალი" და თუ რამე სათქმელი გაქვს, გადადი პირდაპირ იმაზე. მოქმედი პირების ხასიათებიც, მათი ბიოგრაფიებიც, მათი ურთიერთგრძნობები და ა.შ., მოვლენეთა განვითარების მსვლელობაში გამჟღავნდება. მთავარია დროზე გაარკვიე რა გინდა, არ უნდა ამხელა გაუთავებელი, უსაშველოდ გაწელილი შესავალი. არადა მელანდება, თითქოს სათქმელი ნამდვილად გაქვს და ამიტომ გისურვებ წარმატებას სწორად დალაგებული, მხოლოდ აუცილებელი სიტყვების მეშვეობით მის გამოთქმაში. კატუშა, სამივე ნაწილს გადავხედე დიაგონალურად. "უწყვეტად" წაკითხვა ვერ შევძელი არა იმიტომ, რომ დიდი მოცულობისაა, ან რაღაც განსაკუთრებით ცუდია. არა, აქ გაცილებით უარესებიცაა, რომელთა ერთი სტრიქონის ბოლომდე ჩაკითხვაც კი ჭირს. უბრალოდ მე, როგორც მკითხველს, "გაწყალებული" მეჩვენება ტექსტი. თხრობის ტემპი უაღრესად დაბალია, არ ხდება არც შინაგანი და არც გარეგანი ქმედება. მოქმედება არაა საყოფცხოვრებო, ბანალური დიალოგები და სცენები. არაა წარმოჩენილი სიუჟეტის მამოძრავებელი კონფლიქტი. არც ჩანს არანაირი სიუჟეტი, ყოველ შემთხვევაში, მე კი მოვინდომე მაგრამ ვერ დავინახე. იმიტომ რომ რომელი ფრაგმენტის კითხვაც არ დავიწყე, არც ერთმა არ გამიტაცა. ერთი სიტყვით, ჩემი რჩევა(რომელსაც შენი ნებაა მიაქცევ ყურადღებას თუ არა) იქნება ასეთი: "ამოტუმბე ტექსტიდან წყალი" და თუ რამე სათქმელი გაქვს, გადადი პირდაპირ იმაზე. მოქმედი პირების ხასიათებიც, მათი ბიოგრაფიებიც, მათი ურთიერთგრძნობები და ა.შ., მოვლენეთა განვითარების მსვლელობაში გამჟღავნდება. მთავარია დროზე გაარკვიე რა გინდა, არ უნდა ამხელა გაუთავებელი, უსაშველოდ გაწელილი შესავალი. არადა მელანდება, თითქოს სათქმელი ნამდვილად გაქვს და ამიტომ გისურვებ წარმატებას სწორად დალაგებული, მხოლოდ აუცილებელი სიტყვების მეშვეობით მის გამოთქმაში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|