 | ავტორი: ამელი ჟანრი: პოეზია 19 თებერვალი, 2013 |
ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ცხოვრობ წინა კორპუსში, მეორე სართულზე, სადაც ყოველ საღამოს ინთება შუქი და მიუხედავად ჩემი ცუდი მხედველობისა, ვხედავ შენს გამხდარ სილუეტს, როგორ ზიხარ სავარძელში, ფურცლავ გაზეთებს და ჭიქა ჩაის შეექცევი ნამცხვართან ერთად. ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ხარ ბიჭი, პატარა ბიჭი, ხუთი-ექვსი წლის და როგორც ყველა პატარა ბიჭი, დედას აბრაზებ. იატაკზე ჩამუხლული აწყობ კუბიკებს და მერე უცებ, მაღალ კოშკებს ხელს კრავ და ჰოპლა, ხის კუბიკები იატაკზე იფანტებიან. ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ცხოვრობ წინა კორპუსში, ხარ აბეზარი მეზობელი და შორიდან მითვალთვალებ როგორ ვფენ სარეცხს, საყიდლებზე როდის დავდივარ, სუფრას ვისთვის ვშლი ან ძილის წინ თმას კეფაზე რატომ ვიკეცავ. ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ხარ კაცი, შუახნის კაცი, ცხოვრობ წინა კორპუსში, ხელში "სონის" პულტი გიჭირავს და ტელევიზორს ხან იქ გადართავ, ხან აქ, არ ტოვებ არცერთ საინფორმაციო გამოშვებას და უყურებ როგორ ინგრევა აღმოსავლეთი ან როგორ მიაქვს წყალს დასავლეთი. ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ცხოვრობ წინა კორპუსში, ყოველ საღამოს ანთებ შუქს, დგები ფანჯარასთან და ფიქრობ: - რა იქნებოდა, რომ დედაჩემს გაეჩინა ჩემთვის და, აი, თუნდაც იმ გოგოსნაირი, წინა კორპუსში, რომ ცხოვრობს, მე რომ ცაში ვეგულები და ყოველ საღამოს ჩემს ფანჯრებში, როგორც ვიღაც მეზობელთან რომ იყურება... არადა, ღმერთო, შენ რა იცი, რომ ცხოვრობ ჩემთან ახლოს, წინა კორპუსში, მეორე სართულზე და ყოველ საღამოს შენს ფანჯრებში შუქი ინთება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ცხოვრობ წინა კორპუსში, ყოველ საღამოს ანთებ შუქს, დგები ფანჯარასთან და ფიქრობ: - რა იქნებოდა, რომ დედაჩემს გაეჩინა ჩემთვის და, აი, თუნდაც იმ გოგოსნაირი, წინა კორპუსში, რომ ცხოვრობს, მე რომ ცაში ვეგულები და ყოველ საღამოს ჩემს ფანჯრებში, როგორც ვიღაც მეზობელთან რომ იყურება... არადა, ღმერთო, შენ რა იცი, რომ ცხოვრობ ჩემთან ახლოს, წინა კორპუსში, მეორე სართულზე და ყოველ საღამოს შენს ფანჯრებში შუქი ინთება...
არაჩვეულებრივია. ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ცხოვრობ წინა კორპუსში, ყოველ საღამოს ანთებ შუქს, დგები ფანჯარასთან და ფიქრობ: - რა იქნებოდა, რომ დედაჩემს გაეჩინა ჩემთვის და, აი, თუნდაც იმ გოგოსნაირი, წინა კორპუსში, რომ ცხოვრობს, მე რომ ცაში ვეგულები და ყოველ საღამოს ჩემს ფანჯრებში, როგორც ვიღაც მეზობელთან რომ იყურება... არადა, ღმერთო, შენ რა იცი, რომ ცხოვრობ ჩემთან ახლოს, წინა კორპუსში, მეორე სართულზე და ყოველ საღამოს შენს ფანჯრებში შუქი ინთება...
არაჩვეულებრივია.
15. ძალიან კარგიაა ) ძალიან კარგიაა )
14. :-) ჰო ეს საინტერესოა :-) ჰო ეს საინტერესოა
13. ძალიან ნიჭიერი ავტორი ბრძანდებით, თქვენი მდიდარი ფანტაზია თამამად გადმოგაქვთ პოეზიაში , შთაბეჭდილება მაქვს, რომ აზროვნების კონცენტრაცია მიმართულია საკუთარ ინტერპრეტაციებზე. რომლის აღქმაც ჩემთვის როგორც მკითხველისთვის რთულია. თუ მე ვერ მომწონს ეს ლექსი , ისევ ჩემი პრობლემაა, და ეს არაფერს ნიშნავს, აქ მე ველოდები , ძალიან, ძალიან კარგ პოეზიას, ან პროზას, ნუ ფლანგავთ ნიჭს. , ძალიან ნიჭიერი ავტორი ბრძანდებით, თქვენი მდიდარი ფანტაზია თამამად გადმოგაქვთ პოეზიაში , შთაბეჭდილება მაქვს, რომ აზროვნების კონცენტრაცია მიმართულია საკუთარ ინტერპრეტაციებზე. რომლის აღქმაც ჩემთვის როგორც მკითხველისთვის რთულია. თუ მე ვერ მომწონს ეს ლექსი , ისევ ჩემი პრობლემაა, და ეს არაფერს ნიშნავს, აქ მე ველოდები , ძალიან, ძალიან კარგ პოეზიას, ან პროზას, ნუ ფლანგავთ ნიჭს. ,
12. დამაკლდა თითქოს რაღAცა, უნდ ადავეფიქრებინე და ვერ დამაფიქრა... დამაკლდა თითქოს რაღAცა, უნდ ადავეფიქრებინე და ვერ დამაფიქრა...
11. საინტერესოა, წარმატებები! საინტერესოა, წარმატებები!
10. მარტივად და ღრმად დაგიწერიათ- ასე ახლოს მყოფ ასე შორეულზე.
მომწონხართ მე:) მარტივად და ღრმად დაგიწერიათ- ასე ახლოს მყოფ ასე შორეულზე.
მომწონხართ მე:)
9. What if God was one of us? Just a slob like one of us Just a stranger on the bus Tryin' to make his way home?
რაღაც ამდაგვარია :) What if God was one of us? Just a slob like one of us Just a stranger on the bus Tryin` to make his way home?
რაღაც ამდაგვარია :)
8. ვფიქრობ, რა დამაკლდა და პასუხი არ მაქვს =) ვფიქრობ, რა დამაკლდა და პასუხი არ მაქვს =)
7. ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ხარ ბიჭი, პატარა ბიჭი, ხუთი-ექვსი წლის და როგორც ყველა პატარა ბიჭი, დედას აბრაზებ. იატაკზე ჩამუხლული აწყობ კუბიკებს და მერე უცებ, მაღალ კოშკებს ხელს კრავ და ჰოპლა, ხის კუბიკები იატაკზე იფანტებიან. ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ხარ ბიჭი, პატარა ბიჭი, ხუთი-ექვსი წლის და როგორც ყველა პატარა ბიჭი, დედას აბრაზებ. იატაკზე ჩამუხლული აწყობ კუბიკებს და მერე უცებ, მაღალ კოშკებს ხელს კრავ და ჰოპლა, ხის კუბიკები იატაკზე იფანტებიან.
6. მომეწონა ძალიან მომეწონა ძალიან
5. ფბ-დან ალბათ :) ფბ-დან ალბათ :)
4. მგონი ეს ლექსი ვიცი. ) ++
ფორუმიდან? მგონი ეს ლექსი ვიცი. ) ++
ფორუმიდან?
3. ღმერთი უფრო ახლოსაა ვიდრე მათ გონიათ, ჩვენშია....
ეს პროზაა პოეზიის ხათრით დაწერილი )))
მაგრამ ცუდი არაა რაცაა ღმერთი უფრო ახლოსაა ვიდრე მათ გონიათ, ჩვენშია....
ეს პროზაა პოეზიის ხათრით დაწერილი )))
მაგრამ ცუდი არაა რაცაა
2. კი, ცხოვრობს ჩვენთან ახლოს, სულ ახლოს.:) +++++ კი, ცხოვრობს ჩვენთან ახლოს, სულ ახლოს.:) +++++
1. ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ცხოვრობ წინა კორპუსში, ყოველ საღამოს ანთებ შუქს, დგები ფანჯარასთან და ფიქრობ: - რა იქნებოდა, რომ დედაჩემს გაეჩინა ჩემთვის და, აი, თუნდაც იმ გოგოსნაირი, წინა კორპუსში, რომ ცხოვრობს, მე რომ ცაში ვეგულები და ყოველ საღამოს ჩემს ფანჯრებში, როგორც ვიღაც მეზობელთან რომ იყურება... არადა, ღმერთო, შენ რა იცი, რომ ცხოვრობ ჩემთან ახლოს, წინა კორპუსში, მეორე სართულზე და ყოველ საღამოს შენს ფანჯრებში შუქი ინთება...
რა კარგია! ;)
ღმერთო, ხანდახან მგონია, რომ ცხოვრობ წინა კორპუსში, ყოველ საღამოს ანთებ შუქს, დგები ფანჯარასთან და ფიქრობ: - რა იქნებოდა, რომ დედაჩემს გაეჩინა ჩემთვის და, აი, თუნდაც იმ გოგოსნაირი, წინა კორპუსში, რომ ცხოვრობს, მე რომ ცაში ვეგულები და ყოველ საღამოს ჩემს ფანჯრებში, როგორც ვიღაც მეზობელთან რომ იყურება... არადა, ღმერთო, შენ რა იცი, რომ ცხოვრობ ჩემთან ახლოს, წინა კორპუსში, მეორე სართულზე და ყოველ საღამოს შენს ფანჯრებში შუქი ინთება...
რა კარგია! ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|