გადაიქარა... მაგრამ იქ არა, შენ რომ გგონია, ის სხვა მხარეა,სულ სხვა მთვარეა სხვა აგონია... იქ მეც არა ვარ, ფიქრის ქარავანს და დარდს გოლიათს... აფრთხობს ბორია... მეგონა ბედი, ვარსკვლავთა გვერდით, ენთო ელფებად... პროფილი ცისკრის, ვუმზერ, მიკვირს, ჭკნება, ბერდება... გასცდა ნაპირებს ჩემი ბორანი, და ჩანს დორანი... უმიწო, უწყლო, რაღაც უცხო, გაუგონარი... ყურს ახსოვს ბებოს, მაშინ ერთდროს, წყევლა-შედევრი... მშვიდი თვალებით, წყნარი ტონით და მზის ედემით... ,,- ისე ცვითოსო უნამუსომ აწი ფართალი, როგორც იყოსო ჩემს წინაშე იგი მართალი! “ ღრუბელთა შავი ჩაბალახი ხურავთ ხეობებს, აცვიათ ნისლის კაბა თალხი.. და ვიმეორებ: ,,-ვით ვიყო ღირსი სულში დარდის, გულში ზამთარის ბედო, შენც ისე გაგეცვითოს აწი ფართალი!...”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ლექსის ხმამაღლა წაკითხვა და დამღერება რომ მოგინდება, ისეთი ლექსია. მშვენიერია და მელოდიური. ლექსის ხმამაღლა წაკითხვა და დამღერება რომ მოგინდება, ისეთი ლექსია. მშვენიერია და მელოდიური.
8. გმადლობ, ჩემო კარგო, საოცრად ბედნიერი ვარ, თქვენი ასეთი კომენტარების გამო და უფრო მეტად ბედნიერი, თუ ჩემს შემოქმედებაში ჰპოვეთ რამე, სულის საამებელი, იხარეთ და იმზეგრძელეთ! გმადლობ, ჩემო კარგო, საოცრად ბედნიერი ვარ, თქვენი ასეთი კომენტარების გამო და უფრო მეტად ბედნიერი, თუ ჩემს შემოქმედებაში ჰპოვეთ რამე, სულის საამებელი, იხარეთ და იმზეგრძელეთ!
7. როენა, რასაც მე ლქსს ვუწოდებ, სწორედ თქვენს შემოქმედებაში ვპოვე. მართლაც მართალი, ცხოვრებისეული, თბილი, მგრძნობიარე და დამაფიქრებელი. როენა, რასაც მე ლქსს ვუწოდებ, სწორედ თქვენს შემოქმედებაში ვპოვე. მართლაც მართალი, ცხოვრებისეული, თბილი, მგრძნობიარე და დამაფიქრებელი.
6. მომეწონა. ძალიან :)) მომეწონა. ძალიან :))
5. ვით ვიყო ღირსი სულში დარდის, გულში ზამთარის ბედო, შენც ისე გაგეცვითოს აწი ფართალი!
ბრწყინვალეა! ვით ვიყო ღირსი სულში დარდის, გულში ზამთარის ბედო, შენც ისე გაგეცვითოს აწი ფართალი!
ბრწყინვალეა!
4. მშვენიერა...5 მშვენიერა...5
3. წყევლა- შედევრი :
,,- ისე ცვითოსო უნამუსომ აწი ფართალი, როგორც იყოსო ჩემს წინაშე იგი მართალი! “
უძიროა თქვენი სიტყვის სალარო. წყევლა- შედევრი :
,,- ისე ცვითოსო უნამუსომ აწი ფართალი, როგორც იყოსო ჩემს წინაშე იგი მართალი! “
უძიროა თქვენი სიტყვის სალარო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|