ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2013


ძველისძველი ექვსი ლექსი

  ...
ჭროღა ჭალაკზე
დაიჭექა...
ელვა გაჭენდა...
ვარდისფერ სხივში
მოიქსოვა დილა:
გათენდა...

...                                     
ვგევარ მოწყენილ იმ წიგნს
გულით ერთხელ რომ არ შლი
ვგევარ ყრუ ოხვრას ვიცი
მტვერში წაქცეულ ბავშვის...
ვგევარ სევდებით ნაწერ
უცნობ აღდგომის ფურცლებს...
გარდაცვალების თვეში
რომ იწერება უცებ...
ვგევარ იდუმალ ნაფიქრს
ქვაში გაგონილ ხმების...
ძველი ფესვი ვარ ნატვრის
მალე მომჭრიან ვხვდები...
ვეღარც წამშალე თეო
და ეგ ვერ წაშლა შეგშლის...
მაშ დააჩქარე დღეო
გარდაცვალება ჩემ თვის...
მე შენ მოგართმევ ნამცხვარს
თავისუფლების თეფშით
სულ ეს ვიყავი რაც ვარ:
ჩუმად ვიწექი მტვერში...

          ...
კარავის არვეში
არავინ ირევა...
ნირვანას ნერვებში
მიცურავს მინერვა...


...
(შეყვარებულთან გახსენებული არეული სიზმარი...)

უფლის მტევნები მასმევდნენ ღვინოს
მღეროდა ღელე უცნაურ ღვინორს...
და არცა ჭრაქი... არცა სანთელი
იწვოდა ღამე და ჟრუანტელი...
მხოლოდ ორ ნაპირს აერთებს ხიდი...
ეხ... ამ სიყვარულს რაღა არ ერქვა...
იყოს ის ციდა მეტეორიტი
შენ რომ მოგწყდა და ჩემთან აფეთქდა...
ვეღარ გითხარი... ვერ გავხდი ფლიდი,
რომ მეთქვა ოხვრით, ვნებით, სუნთქვებით
და სიყვარული რაც უფრო დიდი,
რჩება მით უფრო უხმო, უთქმელი...
უფლის მტევნები მასმევდნენ ღვინოს
მღეროდა ღამე უცნაურ ღვინორს...

...

ტყემლები დატკბნენ ცა იყო მატყლის
ფუტკრების კრება ეხვია ხურტკმელს
სარკმელში გახტა ზურმუხტის ბარტყი
ოდესმე გეტყვი ყველაზე უთქმელს
განა ლექსს უნდა გატკინოს გული
არადა უფრო ამიტომ თუ გტკენს...

...
ოქტომბერია... უხმოდ  დუღს ღვინობისთვე ტევრში
როგორც კელია ბერის... ისე მარტო ვარ ხოლმე...
ვერვინ მიხილავს ჩემო, ჩამქრალ ქარივით შეშლილს
კვლავ წინანდელი კლდე ვარ და გრიგალებთან ვომობ...
ჩემი ბერივით ძმები... ბერიკლდესავით საძმო...
ღვინის წკრიალში ვკვდებით, არტანუჯივით გვტანჯავ...
მე სხვა მზე მაქვს და მთვარე ვით გაბუტული და-ძმა
და ქრის ტევრებში როცა ქრისტე ღმერთივით ტანს ვსჯი...
ოქტომბერია გოგო... გრიგალს ფრთა მოსდევს ორბის...
ძმებთან არ ვიტყობ თვალში ავად ჩამომდგარ ავდარს...
იქნებ მოხვიდე ერთხელ დღეებს გამოყვე ბორგვის...
კლდეზე დაჩეხილ სხივში ჩემი კარავი დავდგა...









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები