ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2013


ნუგეშად...

დრომ რაც იყო წასაშლელი წაშალა,
იმედებმა ფრთები გადაიტყავეს,
თმენა, როგორც ულაგამო ავშარა,
შერჩენიათ დღეებს განსაკითხავებს.
ვეფერები დუმილიან ზარნიშებს,
ცივა... ფიქრებს მოსავთ იჭვის კრაველი,
უკვდავების წყაროსთვალი დამიშრეს,
მარტო ვარ და აღარავის არ ველი.
გზა ვეება კორომებმა დაფარა,
სულს ვიმშვიდებ დარდის გადაგორებით,
მენატრება ჩემი ოდის ლაფარა,
ქვის ჩიკორზე შემდგარი ბოკონებით,
მენატრები შენ და ჩვენი ბავშვობა,
უზადო და უთეთრესი არშიით,
ჰგავს წუხილი  გულში სისხლის დაშრობას,
და ვცახცახებ დაუცველი ბავშვივით...
დრომ წაიღო, სასტიკმა და უხეშმა,
იმედი და შევრჩი უცნობ ლელიანს,
მოდის დილა და სხეულზე ნუგეშად,
ცას მახურავს, მზისფერ კოჭიმელიანს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები