 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 2 მარტი, 2013 |
დრო ისეთი სწრაფია, დღენი-უთარიღონი, მთვარე აღარ ანათებს არც ცას, აღარც ვერანდებს... რამე უნდა ვიღონო, რამე უნდა ვიღონო, რამე უნდა ვიღონო, რამე, დაღამებამდე! ცა ისეთი ვრცელია, ფართო, ულოგარითმო, ცას ისე ეშინია, რომ მარტშიც ვერ მოთოვა... რამე უნდა გავრითმო, რამე უნდა გავრითმო, რამე უნდა გავრითმო მე, როგორც ლერმონტოვმა! ზღვა ისეთი ვრცელია, ღამით იწყებს ბოგინს ზღვა, სამებაში მოხატეს უფლის იკონები და რამე უნდა მოგიძღვნა, რამე უნდა მოგიძღვნა, რამე უნდა მოგიძღვნა ჩემი სტრიქონებიდან! ტვირთი ისე მძიმეა, გემზე დარჩა რომ კარგო, დოკერები გაირინდნენ, უბრად ზის პოლ ვერლენი... რამე უნდა მოვქარგო, რამე უნდა მოვქარგო, რამე უნდა მოვქარგო, თუნდაც მზის გობელენი! წელი ისე ვიწროა, თითქოს თოთო ნესვია, ნესვი-მე რომ შარშანწინ შენს თეძოზე დავთესე; ალბათ ისევ მესვრიან, ალბათ ისევ მესვრიან, ალბათ ისევ მესვრიან, როგორც პუშკინს დანტესი! დრო ისეთი სწრაფია, დღენი-უთარიღონი, მთვარე აღარ ანათებს არც ცას, აღარც ვერანდებს... რამე უნდა ვიღონო, რამე უნდა ვიღონო, რამე უნდა ვიღონო, რამე, დაღამებამდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მე მომეწონა! წარმატებები! მე მომეწონა! წარმატებები!
3. დალაგებული სახლი ვიცი მე, ლექსი არეული უნდა იყოს დალაგებული სახლი ვიცი მე, ლექსი არეული უნდა იყოს
2.
ულოგარითომო ცა და მზის გობელენები კარგი იყო.
ლერმონტოვის რითმები, ნესვივით წვრილი წელი და სამების იკონები უკვე მეტისმეტია:)
ულოგარითომო ცა და მზის გობელენები კარგი იყო.
ლერმონტოვის რითმები, ნესვივით წვრილი წელი და სამების იკონები უკვე მეტისმეტია:)
1. იგრძნობა რომ წერა გინდა და გიყვარს, მაგრამ დააკვირდი, ყველაფერი არეულია ლექსში... იგრძნობა რომ წერა გინდა და გიყვარს, მაგრამ დააკვირდი, ყველაფერი არეულია ლექსში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|