* * *
ვინ მიატოვებს ბოთლში ჩადებულ წერილს მიწაზე, თვითონ კი აშლილ ტალღებს გაჰყვება?!.
ალბათ მხოლოდ ის, ვისაც იმ წყალში, ან სხვა ნაპირზე ელოდებიან.
* * *
აწმყო დღეებში, წლების შემდეგ ჩემი ბავშვობა ისე დგას სულში, როგორც, საზღვაო პორტში, გემებთან გაშვებული ქაღალდის ნავი.
* * *
ჩემი თაობის ბავშვობიდან, იმ მძიმე და რთული წლებიდან, დარდი, შიმშილი, მიუსაფრობა, სისხლი, ომი, დევნა კი არა, მხოლოდ ერთიღა მაგონდება; რომ ცივ ოთახში, ბნელ ოთახში მდუმარედ ვდგავარ და ვარსკვლავები უფრო ახლოს მეჩვენებიან, ვიდრე ქალაქის ის უბნები, ის კორპუსები, რომელთა სახლებს ფანჯრებიდან შუქი მოუჩანს.
* * *
მე მხოლოდ ისეთ დღეებს ვიგონებ, როდესაც მათში ვიღაც მიყვარდა... და მაინც თვალწინ მიდგას მთელი ჩემი ცხოვრება.
* * *
ერთ დროს, დღესაც კი არ დავტოვებდი, რომ ჩემთვის ძვირფას საფლავებზე არ წავსულიყავი.
მეც და, თითქოს, გარდაცვლილებიც ასე ვივსებდით ერთმანეთთან ცხოვრების სურვილს,
მაგრამ შემდეგ ისე ხდება, რომ მონატრება სისხლში შემოვა, ძვლებს გაგილოკავს და შენც გადაწყვეტ,
აღარასოდეს წახვიდე მათთან, სასაფლაოზე.
გაუსაძლისი გახდეს ცხოვრება ცის ქვეშ, მიწაშიც,
რომ ერთხელ იქნებ ისინი ადგნენ და უკვე მკვდრები მოვიდნენ შენთან.
* * *
ზოგჯერ იმდენად მიყვარს ცხოვრება, ასე მგონია, როცა მოვკვდები, სხეულის სუნს და ხორცის ნაფლეთებს ვერ მოიშორებს სული ვერასდროს.
* * *
იმ სიზმრიდან ვერ გამოხვალ, სადაც დგახარ და ძვირფას ადამიანებს მორჩილად უცდი...
და როცა თითქმის გაგეღვიძება, როცა თვალებს თითქმის გაახელ, დაგძლევს სურვილი, მოთმინება და იტყვი: - კიდევ დავრჩები, იქნებ უკვე მოდიან.
მეც რამდენ ასეთ სიზმარში ვდგავარ, და ვიცდი, ვიცდი...
და გულს მწყვეტს ის, რომ მათ, ვინც უნდა მენახა, იქნებ გაიფიქრეს, ვერ გავუძლებდი ამ მოლოდინს და გავიღვიძებდი.
* * *
ყოველდღიურად გვეკარგება ადამიანებს სითბო და მცირე სიყვარული ერთმანეთისთვის. შენ კი, იესო, ხეზე, ტილოზე, კედლის ფრესკებზე ათასწლობით ხარ დაწერილი და თვალებიდან გადმოგდის სითბო, სულსაც რომ ათბობს და ხელებსაც, დასახმარებლად გამოწვდილთ შენკენ.
* * *
ისე ვიდექი ქალაქის ბოლოს, როგორც მდელოზე - დამტვრეული ბალახის ღერი და ფიქრები მიმოდიოდნენ მინდვრის ქარივით, ხოლო ტკივილი, - ამ ჭალაში ჩამჯდარი მწყერი, - ჩემს სველ სხეულში იბარტყებდა და იბუდებდა.
შენ შეიძლება გაგეღიმოს ამაზე, რომ ცხოვრება კი არ მორჩება, არამედ, ქარივით ჩადგება, თოვასავით გადაიღებს და ამოვალ სველი ტანიდან, თითქოს მღვიმედან გამოვდიოდე პირველყოფილი.
მაშინ კი, როცა ფოთლებივით დაცვივდებიან ჩვენი დღეები, ვიტყვი, რომ დადგა შემოდგომა, რომელსაც შენ გადაუფრინდი, ხოლო მე დავრჩი და გადაუღებელი სიყვარული დავარქვი წვიმას.
* * *
რა უცნაური ვარ ხოლმე ზოგჯერ; მატარებლების სადგურივით ვიცი ცხოვრება, რომელსაც მხოლოდ ორი რამ ახსოვს: განშორებები და შეხვედრები.
მთავარია მარტო არ დავრჩე, მთავარია, რომ რელსები არ წაიღონ ჩემგან.
* * *
უცნაური ვარ, ახირებული. გაგეცინება და ისიც მჯერა, რომ შეიძლება ვინმე, შენთვის ძვირფასთან ერთად, იჯდე და ღამის ცას უყურებდე და ერთ ადგილზე მდგომი ვარსკვლავი მოწყდეს, მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენ ჩაიფიქროთ ერთად ყოფნა, ერთად ცხოვრება და სხვა პლანეტებს დააკვირდეთ სხვა სურვილისთვის.
* * *
მეც ყოველთვის წასულებზე ვწერ, გარდაცვლილებზე.
ნეტავ აქ, ახლა, ჩემს წინ, ხეზე მსხდარ ბეღურებს თუ ენატრებიან თბილ ქვეყნებში მყოფი ჩიტები?!.
* * *
რა დავიჯერო?!. რაც თავი მახსოვს,
იმ ზღაპარივით მაქვს ეს ცხოვრება, მხოლოდ ზეპირი გადმოცემით რომ ავრცელებენ და ყველა მისი მომთხრობელი ზუსტად იქამდე ყვება მას, ვიდრე რაღაც დარდია, რაღაც ხიფათი.
თითქოს არცერთი ამთავრებს ამბავს, რომ შემდეგ, ბოლოს ბედნიერად და დიდხანს, დიდხანს უნდა მეცხოვრა...
და თუკი სადმე ისმენენ ხოლმე ამ თხრობას, იქნებ, ერთხელ მაინც არ ჩაეძინოთ, უდროოდ, ბავშვებს, და, ერთხელ მაინც, მოითხოვონ, მორჩეს ზღაპარი.
* * *
სულ ცოცხალი ვარ, სულ ყოველთვის შეყვარებული, -
სხვა რა ვიფიქრო?!. -
ალბათ, არაფერს აქვს დასასრული.
* * *
ის ხალხი ხომ დაგსიზმრებია, ცხოვრებაში რომ არ არსებობენ?!.
ყოველთვის ვფიქრობ, იმ ღამეებზე, რომლებიც ფხიზლად გავათენე და მათ - უცნობებს - რეალურად არარსებულებს სიზმრებში ყოფნის უფლებაც კი ვეღარ მივეცი.
* * *
ახლა მივხვდი, რა ყოფილა ცხოვრება;
მარადიულად ჯდომა ნავში, ქაღალდის ნავში, რომელიც სულ ფსკერისკენ მიდის და არასოდეს გაჩვენებს უცხო, კეთილ ნაპირებს.
ამ დროს, უბრალოდ, შეიძლება, რომ სახით - მიწისკენ იწვე მინდორში, ხოლო ზურგსუკან გრძნობდე ვარსკვლავებს,
შეიძლება, ლექსებსაც წერდე სიხარულზე, კარგად ყოფნაზე, შორდებოდე შემდეგ ფურცლებს და შენი ოთახის ბნელ კუთხეში იდგე ფანჯრებთან, დარდიანი, მხრებში მოხრილი,
ამ დროს, ყოველთვის შეიძლება, რომ წვიმის ერთმა წვეთმა დაგახრჩოს.
* * *
/ნიკო სამადაშვილს/
იქ, სადაც კაცი დაეცემა, ადამიანთა ინტერესში, გულგრილობაში, გამოდის მათთვის უცხო ბიჭი, ზეცას ახედავს და გამოაჩენს კიდევ ერთ ვარსკვლავს.
* * *
როდის ვწერ? როცა ისე მარტო ვარ, რომ საკუთარი თავის მრცხვენია და ვუყვები ათასგვარ ამბავს, ვუწერ ხალხზე, ერთად ყოფნაზე, სიყვარულზეც ვუწერ და, ბოლოს, ვტოვებ ლექსებთან.
მე კი - მისი მეორე სახე ვშორდები, მხოლოდ იმიტომ, რომ თუ იმ ტექსტებში არის რამე კარგი, ძვირფასი, მხოლოდ მას დარჩეს, - ჩემს ერთ ნახევარს, ჯერ კიდევ ბავშვს და მეოცნებეს.
* * *
ცხოვრება გზაზე გადასვლაა, ცარიელ გზაზე, სადაც ის აზრი დაგეჯახება, რომ გადაღმა არავინ გიცდის, რომ არავინ შეჰყვირებს, თუკი უცბად მანქანა გამოჩნდება და შენს აჩრდილზე შენს სხეულს დახრის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ყოჩაღ. თორნიკე, კარგად წერ! წარმატებები! ყოჩაღ. თორნიკე, კარგად წერ! წარმატებები!
18. უიშვიათესი ნაწერებია ესენი.
უიშვიათესი ნაწერებია ესენი.
17. მე მხოლოდ ისეთ დღეებს ვიგონებ, როდესაც მათში ვიღაც მიყვარდა... და მაინც თვალწინ მიდგას მთელი ჩემი ცხოვრება.
მაგრამ შემდეგ ისე ხდება, რომ მონატრება სისხლში შემოვა, ძვლებს გაგილოკავს (პირველად ვკითხულობ მონატრების ასეთ ინტერპრეტაციას)
ყოველდღიურად გვეკარგება ადამიანებს სითბო და მცირე სიყვარული ერთმანეთისთვის. შენ კი, იესო, ხეზე, ტილოზე, კედლის ფრესკებზე ათასწლობით ხარ დაწერილი და თვალებიდან გადმოგდის სითბო, სულსაც რომ ათბობს და ხელებსაც, დასახმარებლად გამოწვდილთ შენკენ.
* * *
ვტოვებ ჩემს საერთო მოწონებას ყველა ლექსისადმი და კეთილგანწყობას ავტორისადმი :)))
+++
მე მხოლოდ ისეთ დღეებს ვიგონებ, როდესაც მათში ვიღაც მიყვარდა... და მაინც თვალწინ მიდგას მთელი ჩემი ცხოვრება.
მაგრამ შემდეგ ისე ხდება, რომ მონატრება სისხლში შემოვა, ძვლებს გაგილოკავს (პირველად ვკითხულობ მონატრების ასეთ ინტერპრეტაციას)
ყოველდღიურად გვეკარგება ადამიანებს სითბო და მცირე სიყვარული ერთმანეთისთვის. შენ კი, იესო, ხეზე, ტილოზე, კედლის ფრესკებზე ათასწლობით ხარ დაწერილი და თვალებიდან გადმოგდის სითბო, სულსაც რომ ათბობს და ხელებსაც, დასახმარებლად გამოწვდილთ შენკენ.
* * *
ვტოვებ ჩემს საერთო მოწონებას ყველა ლექსისადმი და კეთილგანწყობას ავტორისადმი :)))
+++
16. "ვინ მიატოვებს ბოთლში ჩადებულ წერილს მიწაზე, თვითონ კი აშლილ ტალღებს გაჰყვება?!.
ალბათ მხოლოდ ის, ვისაც იმ წყალში, ან სხვა ნაპირზე ელოდებიან."
"რა უცნაური ვარ ხოლმე ზოგჯერ; მატარებლების სადგურივით ვიცი ცხოვრება, რომელსაც მხოლოდ ორი რამ ახსოვს: განშორებები და შეხვედრები.
მთავარია მარტო არ დავრჩე, მთავარია, რომ რელსები არ წაიღონ ჩემგან";
მდას.... ბრავო!! ბრავო!!
ჩემგან +2+აპლოდისმენტები ყველა სიკეთე "ვინ მიატოვებს ბოთლში ჩადებულ წერილს მიწაზე, თვითონ კი აშლილ ტალღებს გაჰყვება?!.
ალბათ მხოლოდ ის, ვისაც იმ წყალში, ან სხვა ნაპირზე ელოდებიან."
"რა უცნაური ვარ ხოლმე ზოგჯერ; მატარებლების სადგურივით ვიცი ცხოვრება, რომელსაც მხოლოდ ორი რამ ახსოვს: განშორებები და შეხვედრები.
მთავარია მარტო არ დავრჩე, მთავარია, რომ რელსები არ წაიღონ ჩემგან";
მდას.... ბრავო!! ბრავო!!
ჩემგან +2+აპლოდისმენტები ყველა სიკეთე
15. ზოგჯერ იმდენად მიყვარს ცხოვრება, ასე მგონია, როცა მოვკვდები, სხეულის სუნს და ხორცის ნაფლეთებს ვერ მოიშორებს სული ვერასდროს.
დიდებულია, გენიალურია, მეც ეგრე მიყვარს ცხოვრება. აუ რა მაგარია, აი ძალიან მაგარი, ვსიო ზეპირად ვიცი. ზოგჯერ იმდენად მიყვარს ცხოვრება, ასე მგონია, როცა მოვკვდები, სხეულის სუნს და ხორცის ნაფლეთებს ვერ მოიშორებს სული ვერასდროს.
დიდებულია, გენიალურია, მეც ეგრე მიყვარს ცხოვრება. აუ რა მაგარია, აი ძალიან მაგარი, ვსიო ზეპირად ვიცი.
14. ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
13. ეს ადამიანი გულიდან ასხივებს!
+5, თოკო! ეს ადამიანი გულიდან ასხივებს!
+5, თოკო!
12. =) მეტი პოეზია სადღა. =) მეტი პოეზია სადღა.
11. ვკითხულობ და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ავტორს ულამაზესი ჩიტი უზის სულში...ათასფერება.... სადაც გაივლის, ტოვებს ულამაზეს ბუმბულს (ლექსს)...ჩვენს განსაცვიფრებლად, ჩვენ კი ავიღებთ, ხელში დიდხანს ვატრიალებთ და გაოგნებულები ვიძახით: რა არაამქვეყნიურად ლამაზია? აქ საიდან გაჩნდა?... 5555555
ვკითხულობ და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ავტორს ულამაზესი ჩიტი უზის სულში...ათასფერება.... სადაც გაივლის, ტოვებს ულამაზეს ბუმბულს (ლექსს)...ჩვენს განსაცვიფრებლად, ჩვენ კი ავიღებთ, ხელში დიდხანს ვატრიალებთ და გაოგნებულები ვიძახით: რა არაამქვეყნიურად ლამაზია? აქ საიდან გაჩნდა?... 5555555
10. ჭელო, რა ძალიან კარგებია, ბიჭო.
ტაკ დრჟაც :* ჭელო, რა ძალიან კარგებია, ბიჭო.
ტაკ დრჟაც :*
9. პირველმა ლექსმა ო'ჰენრის ,,ლოტოსი და ბოთლი'' გამახსენა.. ++ პირველმა ლექსმა ო`ჰენრის ,,ლოტოსი და ბოთლი`` გამახსენა.. ++
8. პირველმა ლექსმა ო'ჰენრის ,,ლოტოსი და ბოთლი'' გამახსენა.. პირველმა ლექსმა ო`ჰენრის ,,ლოტოსი და ბოთლი`` გამახსენა..
7. ძალიან კარგია ეს ყოველივე.
5 ძალიან კარგია ეს ყოველივე.
5
6. რა ვთქვა, კარგია და მეტიც, მაგრამ თან ბევრიც :) ++ რა ვთქვა, კარგია და მეტიც, მაგრამ თან ბევრიც :) ++
5. მთავარია მარტო არ დავრჩე, მთავარია, რომ რელსები არ წაიღონ ჩემგან...
მხოლოდ ერთიღა მაგონდება; რომ ცივ ოთახში, ბნელ ოთახში მდუმარედ ვდგავარ და ვარსკვლავები უფრო ახლოს მეჩვენებიან, ვიდრე ქალაქის ის უბნები, ის კორპუსები, რომელთა სახლებს ფანჯრებიდან შუქი მოუჩანს............
და კიდევ ათასი სევდა. ლამაზად გაზიარებული ...
მთავარია მარტო არ დავრჩე, მთავარია, რომ რელსები არ წაიღონ ჩემგან...
მხოლოდ ერთიღა მაგონდება; რომ ცივ ოთახში, ბნელ ოთახში მდუმარედ ვდგავარ და ვარსკვლავები უფრო ახლოს მეჩვენებიან, ვიდრე ქალაქის ის უბნები, ის კორპუსები, რომელთა სახლებს ფანჯრებიდან შუქი მოუჩანს............
და კიდევ ათასი სევდა. ლამაზად გაზიარებული ...
4. ამ დროს, ყოველთვის შეიძლება, რომ წვიმის ერთმა წვეთმა დაგახრჩოს. - მიყვარს ამ გვერდზე სტუმრობა!
ჩემი მოკრძალებული +2 და წარმატებები
ამ დროს, ყოველთვის შეიძლება, რომ წვიმის ერთმა წვეთმა დაგახრჩოს. - მიყვარს ამ გვერდზე სტუმრობა!
ჩემი მოკრძალებული +2 და წარმატებები
3. "მე მხოლოდ ისეთ დღეებს ვიგონებ, როდესაც მათში ვიღაც მიყვარდა... და მაინც თვალწინ მიდგას მთელი ჩემი ცხოვრება. "
ასე ცხოვრობს ეს ადამიანი!
და ასე წერს! "მე მხოლოდ ისეთ დღეებს ვიგონებ, როდესაც მათში ვიღაც მიყვარდა... და მაინც თვალწინ მიდგას მთელი ჩემი ცხოვრება. "
ასე ცხოვრობს ეს ადამიანი!
და ასე წერს!
2. მაგარი ლექსებია! ყველა! მაგარი ლექსებია! ყველა!
1. ყველა ნაწყვეტში უდიდესი სიყვარული და სითბოა... ყველა ნაწყვეტში უდიდესი სიყვარული და სითბოა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|