ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
- ჰქმენ საქმე - უანგაროდ! - თქვი სიტყვა - თბილი! - გაიღიმე! ვფიქრობ, რატომ არი არაპოპულიარული დღეს უბიწოების, სისუფთავის და გულწრფელობის გამომჟღავნება?... პასუხი ერთია: საზოგადოების ძირითადი ფენა, ანუ ის ხალხი, ვინც უფრო მეტწილად გამოდის ყოფიერების ასპარეზზე, ''დაკლიშული'' ცნობიერებით არი შეპყრობილი და მაგიტომ...
...კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! ეს პატივმოყვარეთა სამფლობელოა. აქ, თითოეული ჩვენთაგანი სტომაქის წვით აწრიალებულა და სახრავის ძებნა-ძიებაზე დაგეშილა. განა არ იცი? აქ, ფონს ვერ გადიან „არასაურველნი“... აქ, ზნეობის ბადე გაცრეცილი, დაფშხალული და დაძენძილია. ამიტომ, ვცხოვრობთ ასე, გონებაზე ქონგადალესილები... ჩვენი ეკონომიკა დუღს... რესტორნების 50%-ნი მარჟა უდრეკია... გარდა ამისა, სიამაყით მოგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ 0%-მდე ჩამოფასებული, აქ კი 300%-მდე აფასებული ტანისამოსისა და ტექნიკის მიწოდებით ითქვამენ სულს - ერთეულნი. საკვებად ღორის ტრიმინგით გაჟღენთილი სოსისები აგვირჩევია და ბედნიერნი ვართ, რომ ''შუქის გადასახადი'' ჩამოსცილდა "წყლისა და დასუფთავების გადასახადებს"... რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, წყალსა და დასუფთავებაზე მოსული ქვითრები კარის ღრიჭოებში ჩარჩებიან... და მერე, როცა ქარი დაუბერავს თბილისის ქუჩებში, ერთი უბრალო მეეზოვე (უბრალო ინტერესის გათვალისწინებით) წაიჭერს რამოდენიმე ქვითარს და გარკვევით ამოიკითხავს: აბონენტი კახაბერ ყორღანაშვილი. დავალიანება - 1569 ლარი...; აბონენტი გიგლა ბერბიჭაშვილი. დავალიანება - 1907 ლარი; აბონენტი სერგო ორჯონიკიძე. დავალიანება - 1921 ლარი; აბონენტი ნაციონალური მოძრაობა. დავალიანება - რამოდენიმე მილიონი ლარი...; აბონენტი ქართული ოცნება. დავალიანება (მინუს (ჯერ-ჯერობით...)) რამოდენიმე მილიონი ლარი... აქ, კავკასიური პოლიტიკის გზაგასაყარზე ისე ამღვრეულა წყალი, რომ მძიმე მორევში ბაყაყი ორაგულობს და ვირი შვლისნუკრობს... აქ, ჩვენს ირგვლივ, ჩვენს გარეშემო ნუ დაეძებთ სინდისით შემკულ პატიოსნებას, რადგან ჩვენ, ამა სოფლის პატივმოყვარენი პატიოსნად ვიტყუებით. კაპიკს კაპიკზე ვადებთ და ენციკლოპედიური ინტელექტით კბილებამდე ასხმულ-შეიარაღებულნი 0,01 ლარის სიზუსტით ვაკონტროლებთ იმას, თუ ვინ რამდენი შეიძლება ჩაგვირიცხოს... აქ, ჩვენი საუბრები და ურთიერთობები არსებითად ეყრდნობა ურთიერთაღიარებაზე დაფუძნებულ პატივმოყვარეობას, უნიჭოდ შენიღბულ შურსა და მლიქვნელობას. აქ, თითოეული ჩვენთაგანი მოწოდებით თავკერძია და გულწრფელად უკვირს: რატომ მეტს არ იმსახურებს?!... არადა აშკარად გრძნობს, რომ ის სხავზე მეტია... აქ, ''საქმიან'' მოქალაქეთა წრეში, შემოსავლები ვერა და ვერ აუდის ხინკალ-ხაჭაპურით დამძიმებულ ხარჯებს და იძულებულნი ვართ ფასები არსებულ ნიშნულებს ავაცილოთ... ზოგიერთს კი, არა ჭამა-მსმელთ, დაბრმავებია გონიერების თვალი და დღესა და ღამეს ასწორებენ თითოეული კაპიკის მოძიებაში... რაში სჭირდებათ? სიძუნწისა და სიხარბის ჭია ღრღნით, ვერა ძღებიან და მაგიტომ!... და ბოლოს... აქ, მოჟიმავე გოგონების წრეში, უცოლოები ბედნიერადა ვგრძნობთ თავებს ხოლო ცოლიანები მაინც სხვათა სქელ ძუძუებს ჩასცქერიან... რა პრობლემაა? მათი ცოლებიც ნელ-ნელა მიმოიბირებიან... ხოდა გახსოვდეს, პატივმოყვარეთა სამფლობელო უთავო მხედარია და როგორც დაჩაგრული ეჟენი გრანდე, ისე შენც, დაუპატიჟებელო სტუმარო - აქ გადარჩენა არ გიწერია!
14 მარტი 2013 წელი თბილისი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ბევრ კარგ გამგონეს გისურვებთ, ნამდვილად არ გვაწყენდა. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ბევრ კარგ გამგონეს გისურვებთ, ნამდვილად არ გვაწყენდა.
11. ამას ბევრი არ იტყოდა უბრალოდ, კაცი ხარ! ამას ბევრი არ იტყოდა უბრალოდ, კაცი ხარ!
10. ძალიან გასაგებია ეს გულისტკივილი...:( გილოცავთ... ძალიან გასაგებია ეს გულისტკივილი...:( გილოცავთ...
9. გილოცავ დღევანდელ დღეს და ბედნიერებას გისურვებ ყოველთვის. გილოცავ დღევანდელ დღეს და ბედნიერებას გისურვებ ყოველთვის.
8. გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ კარგი პროზის დაწერას. გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ კარგი პროზის დაწერას.
7. საინტერესო ნაფიქრალ-ნააზრევია.
დაწერილიც კარგად არის.
მთლად შემთხვევითაც არ იქნებოდა, დაბადების დღეზე რომ დაგიწერიათ:)
გილოცავთ!
საინტერესო ნაფიქრალ-ნააზრევია.
დაწერილიც კარგად არის.
მთლად შემთხვევითაც არ იქნებოდა, დაბადების დღეზე რომ დაგიწერიათ:)
გილოცავთ!
6. მადლობა მოლოცვისთვის ძმობილო - შენთვისაც მრავალჯერ მომელოცოს! ისე რა კარგი სიტყვაა "გილოცავ". ვფიქრობ, შინაარსობრივად ლოცვის გაგრძელებას უნდა ნიშნავდეს... რაც ეხება ''პატივმოყვარეთა სამფლობელოს''... მისი დაწერა ბოლო პერიოდია - მუდმივად მინდოდა. თარიღობრივად, მისი ჩემს დაბ.დღეზე დამთხვევა შემთხვევით გამოვიდა - ეგაა და ეგ. :)
მადლობა მოლოცვისთვის ძმობილო - შენთვისაც მრავალჯერ მომელოცოს! ისე რა კარგი სიტყვაა "გილოცავ". ვფიქრობ, შინაარსობრივად ლოცვის გაგრძელებას უნდა ნიშნავდეს... რაც ეხება ``პატივმოყვარეთა სამფლობელოს``... მისი დაწერა ბოლო პერიოდია - მუდმივად მინდოდა. თარიღობრივად, მისი ჩემს დაბ.დღეზე დამთხვევა შემთხვევით გამოვიდა - ეგაა და ეგ. :)
5. ლევან გილოცავ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ მეგობარო.
მძიმე თემა წამოგიჭრია საკუთარ დაბადების დღეზე :))) რა ვთქვა აბა? ბევრ რამეში გეთანხმები, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ასეთი მუქი ფერები არაა ყველგან. კი, კრიტიკა-პუბლიცისტიკას უფრო მიესადაგება ჩემი აზრითაც. ლევან გილოცავ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ მეგობარო.
მძიმე თემა წამოგიჭრია საკუთარ დაბადების დღეზე :))) რა ვთქვა აბა? ბევრ რამეში გეთანხმები, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ასეთი მუქი ფერები არაა ყველგან. კი, კრიტიკა-პუბლიცისტიკას უფრო მიესადაგება ჩემი აზრითაც.
3. და კიდევ... გეთანხმებით, ჟანრობრივად კრიტიკა-პუბლიცისტიკაში გადის ალბათ... და კიდევ... გეთანხმებით, ჟანრობრივად კრიტიკა-პუბლიცისტიკაში გადის ალბათ...
2. მადლობა მოლოცვითვის! რაც ეხება თქვენს შეკითხვას... გულწრფელად გეტყვით: ჩემთან კრიტიკული რეალიზმი უფრო ახლოსაა ვიდრე ბუტაფორიული "ყველაფერი კარგად იქნება"... განა თქვენ არ იცით როგორცაა საქმე?!... მემგონი არ ვამუქებ ზედემეტად... მადლობა მოლოცვითვის! რაც ეხება თქვენს შეკითხვას... გულწრფელად გეტყვით: ჩემთან კრიტიკული რეალიზმი უფრო ახლოსაა ვიდრე ბუტაფორიული "ყველაფერი კარგად იქნება"... განა თქვენ არ იცით როგორცაა საქმე?!... მემგონი არ ვამუქებ ზედემეტად...
1. ჯერ დაბადების დღეს გილოცავ, მრავალს დაგასწროს უფალმა და გიმეგზუროს ცხოვრების გზაზე! მერე გეტყვი რომ რაც დაწერე მომეწონა(ჟანრი ალბათ შეგეშალა,ეგ არაფერი!)და ბოლოს ერთი კითხვა მაქვს-ნუთუ მთლად ასე ცუდადაა საქმე?! ისეთი ხალხი რომ მეტია ამ ქვეყანაზე,ვისაც ბოროტება უფრო სძულს, ვიდრე სიკეთე უყვარს მე ეგ მტკივა ყველაზე უფრო ჯერ დაბადების დღეს გილოცავ, მრავალს დაგასწროს უფალმა და გიმეგზუროს ცხოვრების გზაზე! მერე გეტყვი რომ რაც დაწერე მომეწონა(ჟანრი ალბათ შეგეშალა,ეგ არაფერი!)და ბოლოს ერთი კითხვა მაქვს-ნუთუ მთლად ასე ცუდადაა საქმე?! ისეთი ხალხი რომ მეტია ამ ქვეყანაზე,ვისაც ბოროტება უფრო სძულს, ვიდრე სიკეთე უყვარს მე ეგ მტკივა ყველაზე უფრო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|