 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2013 |
...
მოგივლენ, ჰაგრე'ღა, შენ დედისძმებ, შინაობა უთხრიდ,* სირცხვილიწა. საწოლის გასწორა' დასხდებიან, არც ვინ - ადექიოღ!- შეგაწუხებს.
ნუაღ ჩე'ჭიდებ ჲამ საწუთროს, ნაჯაფა' ხელებიც გულს დი'ყარ, თუ მეტა' ჩამობნელდ, არაუშავს,- შენდობას შესთხოვად -შეგაწევენ.
არ-ღ დაგეშინოსავ,- დაგიბარეს, ცხვათ ჲეგ გზებ უფრ წინ გავლიეთავ. მიწაი - განამ რა'ს დაგამძიმებს, ქარ გაშლის სიბუქა' საბანივით.
მოვიდნეს, -მოგდისა, -შენ წაყვანად, მანდილსაღ დაგახურებთ- რომ არ დუ'ზრ,* სანამ წახვთ, სანამ გზას დაგილოცვენ - ჯერ სულს ბალახივით ამოგწვდიან.
_________________
შინაობა უთხრიდ - შინაობის თქმა, -სტუმრად შემოპატიჟება. რომ არ დუ'ზრ- დაზრომა, -შეცივება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ნუაღ ჩე'ჭიდებ ჲამ საწუთროს, ნაჯაფა' ხელებიც გულს დი'ყარ, თუ მეტა' ჩამობნელდ, არაუშავს,- შენდობას შესთხოვად -შეგაწევენ.
რა მაგარია . . . . ნუაღ ჩე`ჭიდებ ჲამ საწუთროს, ნაჯაფა` ხელებიც გულს დი`ყარ, თუ მეტა` ჩამობნელდ, არაუშავს,- შენდობას შესთხოვად -შეგაწევენ.
რა მაგარია . . . .
17. გმადლობ,შატილიონ. კი, ნატირალს უფრო განეკუთვნება, ოღონდ ეს ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის დატირებაა.
მადლობა ყველას. გმადლობ,შატილიონ. კი, ნატირალს უფრო განეკუთვნება, ოღონდ ეს ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის დატირებაა.
მადლობა ყველას.
16. ბარაქალა, ჟადენ, უძლიერესი ლექსია, ნამდვილი თუშური ხმით ნატირალი, გლოვის საგალობელი... მთლიანად შემძრა და მომაჯადოვა.
ბარაქალა, ჟადენ, უძლიერესი ლექსია, ნამდვილი თუშური ხმით ნატირალი, გლოვის საგალობელი... მთლიანად შემძრა და მომაჯადოვა.
15. ნუაღ ჩე'ჭიდებ ჲამ საწუთროს, ნაჯაფა' ხელებიც გულს დი'ყარ,
ვგიჟდები თუშურ კილო-კავზე და შენზე ავტორო...:-* 5555 ნუაღ ჩე`ჭიდებ ჲამ საწუთროს, ნაჯაფა` ხელებიც გულს დი`ყარ,
ვგიჟდები თუშურ კილო-კავზე და შენზე ავტორო...:-* 5555
14. ძალიან კარგია!. ძალიან კარგია!.
13. რა საინტერესო წეს-ჩვეულება გაგვიცოცხლე ნანა გოგო :) რა საინტერესო წეს-ჩვეულება გაგვიცოცხლე ნანა გოგო :)
12. ნორმალური ლექსია, თავისებური, თანამედროვე ლექსებისაგან რა თქმა უდნა კილოთი გამოირჩევა, მაგრამ თავის ძმებში და ტოლებშ 1 ჩვეულებრივი ნაწერია... ნორმალური ლექსია, თავისებური, თანამედროვე ლექსებისაგან რა თქმა უდნა კილოთი გამოირჩევა, მაგრამ თავის ძმებში და ტოლებშ 1 ჩვეულებრივი ნაწერია...
11. "მიწაი - განამ რა'ს დაგამძიმებს, ქარ გაშლის სიბუქა' საბანივით" კარგად წერთ ძალიან.. :) "მიწაი - განამ რა`ს დაგამძიმებს, ქარ გაშლის სიბუქა` საბანივით" კარგად წერთ ძალიან.. :)
9. ძალიან ძალიან უცნაურია და განსხვავებული, დიდი ხანია მინდოდა მსგავსი რამ წამეკითხა, რაც ოდნავ გაკვირვებას მაინც გამოიწვევდა ჩემში... რაღა მეთქმის... ძალიან ძალიან უცნაურია და განსხვავებული, დიდი ხანია მინდოდა მსგავსი რამ წამეკითხა, რაც ოდნავ გაკვირვებას მაინც გამოიწვევდა ჩემში... რაღა მეთქმის...
7. წავიკითხე და ვერ გავიგე. შემდეგ, კომენტარის წაკითხვისას ,,გაცოცხლდა,, ლექსი. ძალიან კარგია. პატარა მინაწერი თუ იქნება ლექსთან, უკეთესია. ++ წავიკითხე და ვერ გავიგე. შემდეგ, კომენტარის წაკითხვისას ,,გაცოცხლდა,, ლექსი. ძალიან კარგია. პატარა მინაწერი თუ იქნება ლექსთან, უკეთესია. ++
6. ბენ-ჰური, გმადლობთ. კი საშინლად საინტერესოა, ეგზოტიკის კი რა გითხრათ. ჩემთვის ეგ ფესვებია,ძალიან ბუნებრივი.
jonatan, მადლობა, ყოველთვის გულისყურით რომ კითხულობ ნაწერებს. :*
და შენც, სოლე :*, მადლობა დიდი. არა,ჩემს თავზე არ დამიწერია,უბრალოდ, დადგა მომენტი, როცა ეგ ყველაფერი რიტუალის საზღვარს გასცდა და ძალიან რეალურად საგრძნობი გახდა ჩემთვის. თუმცა თანახმა ვარ მაგ წესზე,თუ მეც ოდესმე დამჭირდება. ბენ-ჰური, გმადლობთ. კი საშინლად საინტერესოა, ეგზოტიკის კი რა გითხრათ. ჩემთვის ეგ ფესვებია,ძალიან ბუნებრივი.
jonatan, მადლობა, ყოველთვის გულისყურით რომ კითხულობ ნაწერებს. :*
და შენც, სოლე :*, მადლობა დიდი. არა,ჩემს თავზე არ დამიწერია,უბრალოდ, დადგა მომენტი, როცა ეგ ყველაფერი რიტუალის საზღვარს გასცდა და ძალიან რეალურად საგრძნობი გახდა ჩემთვის. თუმცა თანახმა ვარ მაგ წესზე,თუ მეც ოდესმე დამჭირდება.
5. და კიდევ:ამის დაწერა,ამ თემაზე წერა, არ უნდა იყოს იოლი ფსიქოლოგიურად,ასე მგონია ავტორი თავის თავს მიმართავს(რათქმაუნდა დღეგრძელი იყოს და ღმერთმა დაიფაროს ყოველგვარი ავისგან)და მგონია დიდი სულიერი მსხვერპლი სჭირდება ასე წერას.ღმერთმა სიკეთე მოგცეს :*** და კიდევ:ამის დაწერა,ამ თემაზე წერა, არ უნდა იყოს იოლი ფსიქოლოგიურად,ასე მგონია ავტორი თავის თავს მიმართავს(რათქმაუნდა დღეგრძელი იყოს და ღმერთმა დაიფაროს ყოველგვარი ავისგან)და მგონია დიდი სულიერი მსხვერპლი სჭირდება ასე წერას.ღმერთმა სიკეთე მოგცეს :***
4. ვახ!..ძალიან, ძალიან მომეწონა შესრულება!კარგი ხარ ჟადენ, ბრავო!:*** ეს წეს-ჩვეულებაც ძალიან...ნაწილობრივ წარმართული და ნაწილობრივ ქრისტიანული. 555 ვახ!..ძალიან, ძალიან მომეწონა შესრულება!კარგი ხარ ჟადენ, ბრავო!:*** ეს წეს-ჩვეულებაც ძალიან...ნაწილობრივ წარმართული და ნაწილობრივ ქრისტიანული. 555
3. პირველად წავიკითხე jaden-ის თუშური, თუმცა თუშ jaden-ს ხშირად ვკითხულობდი.
"მიწაი - განამ რა'ს დაგამძიმებს, ქარ გაშლის სიბუქა' საბანივით."
"ჯერ სულს ბალახივით ამოგწვდიან"
შემზარავი და თან, რაღაცნაირად იმედიან-დამამშვიდებელი თუშური ზარი.
პირველად წავიკითხე jaden-ის თუშური, თუმცა თუშ jaden-ს ხშირად ვკითხულობდი.
"მიწაი - განამ რა`ს დაგამძიმებს, ქარ გაშლის სიბუქა` საბანივით."
"ჯერ სულს ბალახივით ამოგწვდიან"
შემზარავი და თან, რაღაცნაირად იმედიან-დამამშვიდებელი თუშური ზარი.
2. საინტერესოა და ეგზოტიკურიც კი საინტერესოა და ეგზოტიკურიც კი
1. არსებობს ასეთი თუშური წეს-ჩვეულება- როდესაც სასიკვდილოდ განწირული ადამიანის დედის ძმის ოჯახს სთხოვენ ე.წ. "სუფრის მოღებიებას"(სანთელ-ზედაშის მოტანას). დედის ძმის ოჯახი, ან რომელიმე მისი წევრი, მოდის მომაკვდავის ოჯახში ამ სუფრით, სასთუმალთან უნთებენ სანთელს და იწყებენ შესანდობრების დალევას. მოიხსენიებენ გარდაცვლილი ახლობლების სულებს და შესთხოვენ გაუადვილონ მას გარდაცვალება- სულისა და სხეულის გაყრა. არსებობს ასეთი თუშური წეს-ჩვეულება- როდესაც სასიკვდილოდ განწირული ადამიანის დედის ძმის ოჯახს სთხოვენ ე.წ. "სუფრის მოღებიებას"(სანთელ-ზედაშის მოტანას). დედის ძმის ოჯახი, ან რომელიმე მისი წევრი, მოდის მომაკვდავის ოჯახში ამ სუფრით, სასთუმალთან უნთებენ სანთელს და იწყებენ შესანდობრების დალევას. მოიხსენიებენ გარდაცვლილი ახლობლების სულებს და შესთხოვენ გაუადვილონ მას გარდაცვალება- სულისა და სხეულის გაყრა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|