 | ავტორი: ამელი ჟანრი: პოეზია 28 მარტი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ჩემი საშო შენი სახლია - მყუდრო, ამბობ - თბილიცო. მოსიარულე სახლი შენი - ჩემი საშო როგორც ქოხი ქათმის ფეხებზე დადის ქალაქში - პურს ყიდულობს მაღაზიაში, გაზიან სასმელს, ფერად ბოსტნეულს, ხილს ორ-სამ კილოს, ორას გრამ ქიშმიშს, ხორცს - იშვიათად. სახლი შენი-საშო ჩემი ქათმის ფეხება დადის ქუჩაში და ისე უვლის ხალხს გვერდს, თითქოს ისიც, ერთი რიგითი, გამვლელი იყოს, ყურსასმენებით მოსიარულე. სახლი შენი - ჩემი საშო, ვიტრინებთან ხშირად ჩერდება ქათმის ფეხებზე აწოწილი, წარმოდგენებში იზომებს კაბებს, ფერად ფეხსაცმელს, ჭრელ-ჭრელ ჩანთებს, მძიმე საყურეს, თვლებიან ბეჭედს და მერამდენედ დაპირდება საკუთარ თავს, რომ ამ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს დაღლილს, დაქანცულს მხოლოდ მაშინ გაგიღებს კარს თუკი სანაცვლოდ, მძივს უყიდი კაბას უყიდი ან თუნდაც, აი იმ თეთრ აბაჟურს, გუშინ წინ დიდ ხანს რომ უტრიალე. ჩემი საშო - შენი სახლი ითვლის საათებს... სამუშაო საათები უკვე დასრულდა ჩემი პატრონი, მშვიდი სვლით მოუყვება სახლის ნაცნობ გზას არც აკაკუნებს, არც შემოსვლის ნებას თხოულობს შემოაღებს კარს, იქვე მიყრის წითელ ბოტასებს... და ჩემი კაბა ისევ უცხო მანეკენს მოსავს ჩემი ბეჭედი ხვალ შეხვდება ვინმე უცხოელს აბაჟური კი გაუნათებს ოთახს სულ სხვა წყვილს - სადღაც იქით, ქუჩის გადაღმა, ყოველ ღამე ბლუზს რომ უსმენენ... ეგ არაფერი, რაც მთავარია ახლა სახლში ხარ ეგ არაფერი რაც მთავარია, ახლა სახლში ხარ.... გამოგიმწყვდიე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
54. ამ ნაწერში არაფერი მომეწონა! ამ ნაწერში არაფერი მომეწონა!
53. სამუშაო საათები უკვე დასრულდა ჩემი პატრონი, მშვიდი სვლით მოუყვება სახლის ნაცნობ გზას
მაგარიაა... რეალობა საინტერესო და თან აღვირახსნილი o.O სამუშაო საათები უკვე დასრულდა ჩემი პატრონი, მშვიდი სვლით მოუყვება სახლის ნაცნობ გზას
მაგარიაა... რეალობა საინტერესო და თან აღვირახსნილი o.O
52. :))) ქართველი ცოლის ტიპური სახე! სხვებისაც, თუმცა ჩვენი განსაკუთრებით! იუმორში წავიკითხე. შეიძლებოდა იუმორისტულშიც დაგედოთ. მერე რა, რომ ბევრი „შავად“ აღიქვამდა. საინტერესო ჩანახატია. :))) ქართველი ცოლის ტიპური სახე! სხვებისაც, თუმცა ჩვენი განსაკუთრებით! იუმორში წავიკითხე. შეიძლებოდა იუმორისტულშიც დაგედოთ. მერე რა, რომ ბევრი „შავად“ აღიქვამდა. საინტერესო ჩანახატია.
51. არა მიდი და იკითხე, წიგნი მინდა ასეთი სახელით: "სათაური 37-ე გვერდზე", რომლის ავტორიც ნინო თარხნიშვილიაო და თუ ექნებათ გაგებული, მოგყიდიან, თუ არადა, გეტყვიან, რომ უი, მასეთი არაფერი გაგვიგიაო :) არა მიდი და იკითხე, წიგნი მინდა ასეთი სახელით: "სათაური 37-ე გვერდზე", რომლის ავტორიც ნინო თარხნიშვილიაო და თუ ექნებათ გაგებული, მოგყიდიან, თუ არადა, გეტყვიან, რომ უი, მასეთი არაფერი გაგვიგიაო :)
50. მერე მივიდე და ვიკითხო წიგნი მინდა-მეთქი? მერე მივიდე და ვიკითხო წიგნი მინდა-მეთქი?
49. რა მოგწეროთ წიგნის შესახებ? წიგნი არის წიგნის მაღაზიებში :) რა მოგწეროთ წიგნის შესახებ? წიგნი არის წიგნის მაღაზიებში :)
48. 1) ჯერ ახალი წიგნი მინდოდა. მერე საკუთარი სახლიდან გადასვლა მომინდა, 2) აქ ყველგან წიგნზეა საუბარი(პირდაპირი მნიშვნელობით). თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ფეხი ვერ ავუწყე და რა წიგნზეა საუბარი? საიდან მოვიტანო? 3) 47-ე კომენტარის ავტორს: - დიალოგური სახით ტქვენ წერეთ! 4) ყველაფერი ნათქვამია აქამდე. საშოზეც, პენისზეც, ბუნებაზეც და მდინარეზეც. დღეს მთავარია სტილი, სტილი სტილი და რვაჯერ სტილი. როგორ წერ იმას, რასაც გრძნობ და მერე როგორ გრძნობენ იმას, რაც დაწერე. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ ამელის ნაწარმოები "თმის ღერზე" თუ უფრო საინტერესო იქნება და უფრო მეტი მკითხველი ეყოლება, ვიდრე თქვენს "დიდოსტატის მარცხენას" ან "ლურჯა ვირებს".
წიგნის შესახებ მომწერეთ ვინმემ მაინც აუცილებლად.
პ.ს. არაპირდაპირი მნიშვნელობითაც მივიღებ ინფორმაციას : :)))) 1) ჯერ ახალი წიგნი მინდოდა. მერე საკუთარი სახლიდან გადასვლა მომინდა, 2) აქ ყველგან წიგნზეა საუბარი(პირდაპირი მნიშვნელობით). თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ფეხი ვერ ავუწყე და რა წიგნზეა საუბარი? საიდან მოვიტანო? 3) 47-ე კომენტარის ავტორს: - დიალოგური სახით ტქვენ წერეთ! 4) ყველაფერი ნათქვამია აქამდე. საშოზეც, პენისზეც, ბუნებაზეც და მდინარეზეც. დღეს მთავარია სტილი, სტილი სტილი და რვაჯერ სტილი. როგორ წერ იმას, რასაც გრძნობ და მერე როგორ გრძნობენ იმას, რაც დაწერე. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ ამელის ნაწარმოები "თმის ღერზე" თუ უფრო საინტერესო იქნება და უფრო მეტი მკითხველი ეყოლება, ვიდრე თქვენს "დიდოსტატის მარცხენას" ან "ლურჯა ვირებს".
წიგნის შესახებ მომწერეთ ვინმემ მაინც აუცილებლად.
პ.ს. არაპირდაპირი მნიშვნელობითაც მივიღებ ინფორმაციას : :))))
47. ეს რომ დიალოგური სახით დაგეწერათ, უფრო მოიგებდა.......... მკითხველი და ............. გაიგებდა ისე, როგორადაც ამბობთ........ კარგი ჩანახატი გამოვიდოდა... სინჯეთ ამელი......... ეს რომ დიალოგური სახით დაგეწერათ, უფრო მოიგებდა.......... მკითხველი და ............. გაიგებდა ისე, როგორადაც ამბობთ........ კარგი ჩანახატი გამოვიდოდა... სინჯეთ ამელი.........
46. ნუ, თვითკრიტიკული ვარ :) ნუ, თვითკრიტიკული ვარ :)
45. ქათმის ფეხებს რომ უწოდებ ასეთ ფეხებს ეგაა თვითშეურაცხყოფა თორე... სახლი და ბინა რავიცი :დდ ქათმის ფეხებს რომ უწოდებ ასეთ ფეხებს ეგაა თვითშეურაცხყოფა თორე... სახლი და ბინა რავიცი :დდ
44. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ თუკი თვლი, რომ შენი საშო შენი საყვარელი ადამიანის სახლია, ეს საკუთარი თავის შეურაცხყოფაა :) რაც შეეხება მიშენების პერსპექტივას, საშო ერთოთახიანია :) ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ თუკი თვლი, რომ შენი საშო შენი საყვარელი ადამიანის სახლია, ეს საკუთარი თავის შეურაცხყოფაა :) რაც შეეხება მიშენების პერსპექტივას, საშო ერთოთახიანია :)
43. დაშენების პერსპექტივაზე მაინც ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი. :( დაშენების პერსპექტივაზე მაინც ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი. :(
42. მე ლირიკულ გმირზე ვიკითხე მაგრამ თუ აიგივებთ თავს ამ გმირთან მაშინ მითუმეტეს არ უნდა წერდეთ ასე შეურაცხმყოფელად საკუთარ თავზე, პროფილის ავატარი ვნახე და ქათამზე გაცილებით უკეთესი ფეხები გქონიათ! მე ლირიკულ გმირზე ვიკითხე მაგრამ თუ აიგივებთ თავს ამ გმირთან მაშინ მითუმეტეს არ უნდა წერდეთ ასე შეურაცხმყოფელად საკუთარ თავზე, პროფილის ავატარი ვნახე და ქათამზე გაცილებით უკეთესი ფეხები გქონიათ!
41. ნაღდად ვერ ვხვდები, სად ხედავთ აქ "პახაბსტვას"... :)) მაგრამ ეს ალბათ თქვენს "გაფუჭებულ" ხასიათზე მეტყველებს :))) ნაღდად ვერ ვხვდები, სად ხედავთ აქ "პახაბსტვას"... :)) მაგრამ ეს ალბათ თქვენს "გაფუჭებულ" ხასიათზე მეტყველებს :)))
40. აქ ასეთი სამყაროა ამელი,შენი სამყარო და ლამაზი ძალიან გამეხარდა შენი პოვნააქ და ამ ლექსის ანუ პირველად ვარ პირველი დღე პირველი ეროტიკა წელში გავიმართე!!!
აქ ასეთი სამყაროა ამელი,შენი სამყარო და ლამაზი ძალიან გამეხარდა შენი პოვნააქ და ამ ლექსის ანუ პირველად ვარ პირველი დღე პირველი ეროტიკა წელში გავიმართე!!!
39. უკაცრავად, მაგრამ ამ ნაწერს რა საქმე აქვს ლიტერატურულ პპორტალთან?!
"ეს" არც ორიგინალურია და არც განსხვავებული! უგემოვნო "პახაბსტვა"- ასე ვიტყოდი მე! ნაწერის ფორმაზე საერთოდ ლაპარაკი არ ღირრს. არ აქვს საერთოდ ფორმა.
@მუხა, მაკვირვებს თქვენი კომენტარი. გასაოცარია. ძალიან კომპეტენტურად მიმაცნდთ და თქვენი კომენტარი გამიკვირდა ძალიან. უკაცრავად, მაგრამ ამ ნაწერს რა საქმე აქვს ლიტერატურულ პპორტალთან?!
"ეს" არც ორიგინალურია და არც განსხვავებული! უგემოვნო "პახაბსტვა"- ასე ვიტყოდი მე! ნაწერის ფორმაზე საერთოდ ლაპარაკი არ ღირრს. არ აქვს საერთოდ ფორმა.
@მუხა, მაკვირვებს თქვენი კომენტარი. გასაოცარია. ძალიან კომპეტენტურად მიმაცნდთ და თქვენი კომენტარი გამიკვირდა ძალიან.
38. მართალი ხარ ავტორო, ახლა დროა მთაზე, ზღვაზე , ხეებზე წერას შევეშვათ და ცოტა რამ გამოსაფხიზლებელი, , გამოსაცოცხლებელი ორიგინალურად მოგვაწოდოთ მკითხველებს, თორემ პოლიტიკით გამოთაყვანდა კაცი.
ისე ამბობენ შსაშვილოსნო არის სახლი, ხოლო საშო სახლის კიბეები, როგორც ტრაპი თვითმფრინავისთვისო.
მე მომწონს ავტორის აღქმის განსხვავებული უნარი.
მართალი ხარ ავტორო, ახლა დროა მთაზე, ზღვაზე , ხეებზე წერას შევეშვათ და ცოტა რამ გამოსაფხიზლებელი, , გამოსაცოცხლებელი ორიგინალურად მოგვაწოდოთ მკითხველებს, თორემ პოლიტიკით გამოთაყვანდა კაცი.
ისე ამბობენ შსაშვილოსნო არის სახლი, ხოლო საშო სახლის კიბეები, როგორც ტრაპი თვითმფრინავისთვისო.
მე მომწონს ავტორის აღქმის განსხვავებული უნარი.
37. აჰ, აი, დაპირებულიც =)
თუ ვაღიარებთ, ამელი ჟიურიში რომ არ ყოფილიყო, მის ნაწერებს გაცილებით ნაკლები მკითხველი ეყოლებოდა. აქვე ვაღიაროთ ესეც: რომ არა მისი ეპატაჟური გამოსვლები (მე ვთქვი გამოსვლები და არ მიხსნებია ნაწერ(ებ)ი ), კიდევ უფრო ნაკლები მკითხველი ეყოლებოდა. რა თქმა უნდა, ეს დაინტერესება სავსებით ბუნებრივია, მაგრამ არაჯანსაღი მიდგომაა, როცა 1) იწონებ ლოგიკით-ჟიურიში თუ იყო, ე.ი. მაგარი ვიღაცაა, ამიტომ ყველაფერი უნდა მოვიწონო მისი, რადგან ჟიურიში იყო და ე.ი. მაგარი ვიღაცაა; 2) როცა იწუნებ ლოგიკით-ამან ხო დაბალი ქულა დამიწერა კონკურსზე. ასევე არაჯანსაღად ( აქ შემეძლო სხვა სიტყვა მეხმარა) მიმაჩნია, როცა ავტორს ერთდროულად უკვირს და თითქოს წუხს კიდეც, რომ მკითხველი მის ნაწერებს ,,სხვანაირად" მიუდგა და ჰპირდება მათ უფრო მეტ აჟიოტაჟს (აქაც შემეძლო სხვა სიტყვა მეხმარა).
იმედია, მიხვდებით, რომ თამამი ნაწერების საწინააღმდეგო საერთოდ არაფერი მაქვს და იმედია, ეს ბოლო წინადადება სულ ტყუილად დავწერე =)
,,ჩემში ყოველი ჩიტია ახლა. ერთი სული აქვთ, შეიფრთხიალონ. უნდოდათ, ჩემგან ამოეკვეთეთ- მაგრამ გაწბილდნენ; თქვეს, რომ სრულიად უმაქნისი ხარ- მაგრამ ვერ მიხვდნენ; თქვეს, რომ ავად ხარ და მომიკვდები- მაგრამ მოტყუვდნენ. შენ უსტვენ, როგორც ღაბუა ჩიტი, შენ არ ამოგჭრეს.
ტკბილო სიმძიმევ, მადლობის ნიშნად, რომ კვლავ ქალი ვარ, რომ ქალის სული ჩამიდგა ღმერთმა, რომ სრულქმნილი ვარ და ბედნიერი, მე შენ გიმღერი. სიცოცხლეს ვბედავ. სალამი, ქროლვავ. სალამი, ჯამო, გადაიფარე, დაიცავი შენი შიგთავსი. სალამი, მიწავ-ამწვანებულო, გადგმულო ფესვო. ცოცხალი არის ყველა უჯრედი. საჭირო გახდეს, მთელ ერს ეყოფა, მთელ ერს შემოსავს და დაანაყრებს. აი, რას ამბობს მასზე ხალხიც და სახელმწიფოც: ,,წელს გაგვიმართლა, შეგვიძლია ჩავყაროთ თესლი და ჭირნაახულის იმედი გვქონდეს."
ნაწყვეტი ენ სექსტონის ლექსიდან ,,ქებათა ქება ჩემს საშვილოსნოს"
აჰ, აი, დაპირებულიც =)
თუ ვაღიარებთ, ამელი ჟიურიში რომ არ ყოფილიყო, მის ნაწერებს გაცილებით ნაკლები მკითხველი ეყოლებოდა. აქვე ვაღიაროთ ესეც: რომ არა მისი ეპატაჟური გამოსვლები (მე ვთქვი გამოსვლები და არ მიხსნებია ნაწერ(ებ)ი ), კიდევ უფრო ნაკლები მკითხველი ეყოლებოდა. რა თქმა უნდა, ეს დაინტერესება სავსებით ბუნებრივია, მაგრამ არაჯანსაღი მიდგომაა, როცა 1) იწონებ ლოგიკით-ჟიურიში თუ იყო, ე.ი. მაგარი ვიღაცაა, ამიტომ ყველაფერი უნდა მოვიწონო მისი, რადგან ჟიურიში იყო და ე.ი. მაგარი ვიღაცაა; 2) როცა იწუნებ ლოგიკით-ამან ხო დაბალი ქულა დამიწერა კონკურსზე. ასევე არაჯანსაღად ( აქ შემეძლო სხვა სიტყვა მეხმარა) მიმაჩნია, როცა ავტორს ერთდროულად უკვირს და თითქოს წუხს კიდეც, რომ მკითხველი მის ნაწერებს ,,სხვანაირად" მიუდგა და ჰპირდება მათ უფრო მეტ აჟიოტაჟს (აქაც შემეძლო სხვა სიტყვა მეხმარა).
იმედია, მიხვდებით, რომ თამამი ნაწერების საწინააღმდეგო საერთოდ არაფერი მაქვს და იმედია, ეს ბოლო წინადადება სულ ტყუილად დავწერე =)
,,ჩემში ყოველი ჩიტია ახლა. ერთი სული აქვთ, შეიფრთხიალონ. უნდოდათ, ჩემგან ამოეკვეთეთ- მაგრამ გაწბილდნენ; თქვეს, რომ სრულიად უმაქნისი ხარ- მაგრამ ვერ მიხვდნენ; თქვეს, რომ ავად ხარ და მომიკვდები- მაგრამ მოტყუვდნენ. შენ უსტვენ, როგორც ღაბუა ჩიტი, შენ არ ამოგჭრეს.
ტკბილო სიმძიმევ, მადლობის ნიშნად, რომ კვლავ ქალი ვარ, რომ ქალის სული ჩამიდგა ღმერთმა, რომ სრულქმნილი ვარ და ბედნიერი, მე შენ გიმღერი. სიცოცხლეს ვბედავ. სალამი, ქროლვავ. სალამი, ჯამო, გადაიფარე, დაიცავი შენი შიგთავსი. სალამი, მიწავ-ამწვანებულო, გადგმულო ფესვო. ცოცხალი არის ყველა უჯრედი. საჭირო გახდეს, მთელ ერს ეყოფა, მთელ ერს შემოსავს და დაანაყრებს. აი, რას ამბობს მასზე ხალხიც და სახელმწიფოც: ,,წელს გაგვიმართლა, შეგვიძლია ჩავყაროთ თესლი და ჭირნაახულის იმედი გვქონდეს."
ნაწყვეტი ენ სექსტონის ლექსიდან ,,ქებათა ქება ჩემს საშვილოსნოს"
35. განმარტებისთვის დავწერ, რომ ეს არ არის პოეზია. ეს არის მინიატურა. ლექსებს არ ვწერ. მე პროზას ვწერ. ეს კი მინიატურაა :) განმარტებისთვის დავწერ, რომ ეს არ არის პოეზია. ეს არის მინიატურა. ლექსებს არ ვწერ. მე პროზას ვწერ. ეს კი მინიატურაა :)
34. კომენტარებს გადავხედე :)) ხოდა სად ისწავლეთ "ნამდვილი" პოეზია რას ნიშნავს და რას მოიცავს? არა განა რამე, უბრალოდ, მეც "ვივლიდი-მეთქი" დამატებით, ვიფიქრე. ისე კი, ღმერთო ჩემო, ნუ ცდილობთ პოეზია და თუნდაც პროზა ჩარჩოებში ჩასვათ .. ჰაჰაჰ: ) ამელი, წარმატებები! ველი ახალ ნაწარმოებებს კომენტარებს გადავხედე :)) ხოდა სად ისწავლეთ "ნამდვილი" პოეზია რას ნიშნავს და რას მოიცავს? არა განა რამე, უბრალოდ, მეც "ვივლიდი-მეთქი" დამატებით, ვიფიქრე. ისე კი, ღმერთო ჩემო, ნუ ცდილობთ პოეზია და თუნდაც პროზა ჩარჩოებში ჩასვათ .. ჰაჰაჰ: ) ამელი, წარმატებები! ველი ახალ ნაწარმოებებს
33. 30-ე კომენტარს ვეთანხმები... ზუსტად მასეთი ემოცია მოდის ლექსიდან... სიტყვა "საშო" არ ქმნის აქ კლიმატს... 30-ე კომენტარს ვეთანხმები... ზუსტად მასეთი ემოცია მოდის ლექსიდან... სიტყვა "საშო" არ ქმნის აქ კლიმატს...
32. კი, ქათმის ფეხები აქვს, იხილეთ ჩემი პროფილის ფოტო :დდდ კი, ქათმის ფეხები აქვს, იხილეთ ჩემი პროფილის ფოტო :დდდ
31. მოსიარულე სახლი შენი - ჩემი საშო როგორც ქოხი ქათმის ფეხებზე
ლექსის ლირიკულ გმირს ქათმის ფეხები აქვს? :დდ
ისე რამდენოთახიანია და დაშენების ან მიშენების პერსპექტივა თუ აქვს? :დ
მოსიარულე სახლი შენი - ჩემი საშო როგორც ქოხი ქათმის ფეხებზე
ლექსის ლირიკულ გმირს ქათმის ფეხები აქვს? :დდ
ისე რამდენოთახიანია და დაშენების ან მიშენების პერსპექტივა თუ აქვს? :დ
30. ასაკობრივი ცენზი იმიტომ დავაწესე, რომ წინა მინიატურაზე, თავად ადმინისტრაციამ დამიწესა :) არადა, არაფერი ეწერა იქ გასანკუთრებული, თუ არ ჩავთვლით სიტყვა "ნაბოზვარს" :)) ასაკობრივი ცენზი იმიტომ დავაწესე, რომ წინა მინიატურაზე, თავად ადმინისტრაციამ დამიწესა :) არადა, არაფერი ეწერა იქ გასანკუთრებული, თუ არ ჩავთვლით სიტყვა "ნაბოზვარს" :))
29. რა ამბები დაგიტრიალებია ამელ?:)):):))
არ მოსწონთ,მაგრამ მაინც კითხულობენ:)
ველოდები 3 დღEს:)ისევვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ რა ამბები დაგიტრიალებია ამელ?:)):):))
არ მოსწონთ,მაგრამ მაინც კითხულობენ:)
ველოდები 3 დღEს:)ისევვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ
28. აღწერილი ”დედა-შვილურ” ურთიერთობას გავს : )) ”მყუდრო და თბილი” მხოლოდ დედის წიაღი შეიძლება იყოს, დედის საშო, ხოლო მამაკაცის ”ასეთი” ხედვა, რაღაც უკმარობაზე მიუთითებს, მისი პიროვნების განუხორცილებლობაზე (”დაღლილი, დაქანცული... შემოაღებს კარს, იქვე მიყრის წითელ ბოტასებს” - დათრგუნული ადამიანის პორტრეტია). ახალს არაფერს ვამბობ. უბრალოდ, ქალის მხრიდანაც საოცარი დედობრივი ინსტინქტი ჩანს, უანგარო მზრუნველობა : )) ეს ლექსი არაა საშოზე - ლექსი თანაგრძნობაზეა, რაც ადამიანებს შეიძლება აერთიანებდეს სასოწარკვეთის ფონზე. ძალიან კარგი ნამუშევარია
აეს ასაკობრივი ცენზის ნიშანი კი კეკლუცობაა ავტორის მხრიდან : )
აღწერილი ”დედა-შვილურ” ურთიერთობას გავს : )) ”მყუდრო და თბილი” მხოლოდ დედის წიაღი შეიძლება იყოს, დედის საშო, ხოლო მამაკაცის ”ასეთი” ხედვა, რაღაც უკმარობაზე მიუთითებს, მისი პიროვნების განუხორცილებლობაზე (”დაღლილი, დაქანცული... შემოაღებს კარს, იქვე მიყრის წითელ ბოტასებს” - დათრგუნული ადამიანის პორტრეტია). ახალს არაფერს ვამბობ. უბრალოდ, ქალის მხრიდანაც საოცარი დედობრივი ინსტინქტი ჩანს, უანგარო მზრუნველობა : )) ეს ლექსი არაა საშოზე - ლექსი თანაგრძნობაზეა, რაც ადამიანებს შეიძლება აერთიანებდეს სასოწარკვეთის ფონზე. ძალიან კარგი ნამუშევარია
აეს ასაკობრივი ცენზის ნიშანი კი კეკლუცობაა ავტორის მხრიდან : )
27. საშოზე და ასოზე წერა "ახალი სიტყვაა", პოეზიის " მწვერვალია", ხოლო თუ ვინმე ყველას დაასწრებთ და ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე დაიწყებთ წერას, ეს უკვე მომავლის პოეზია იქნება. საშოზე და ასოზე წერა "ახალი სიტყვაა", პოეზიის " მწვერვალია", ხოლო თუ ვინმე ყველას დაასწრებთ და ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე დაიწყებთ წერას, ეს უკვე მომავლის პოეზია იქნება.
26. ური, დეისაძის ფაქტორში ვერ დაგეთანხმები. მე რომ ეს მინიატურა დავწერე, დეისაძე მაშინ იწყებდა წერას, ზოგადად :)))
ური, დეისაძის ფაქტორში ვერ დაგეთანხმები. მე რომ ეს მინიატურა დავწერე, დეისაძე მაშინ იწყებდა წერას, ზოგადად :)))
25. რა გახდა ეს ნამუშევარი ასეთი :)) მერე რა, რომ სიტყვა "საშო" ხშირად არის გამოყენებული... სიმართლე რომ ვთქვა, პოეზიად ვერ აღვიქვი, უფრო ჩანახატად... მაგრამ აზრი კარგია გატარებული, ბოლო ორი წინადადება კრავს ნაწარმოებს. "რაც მთავარია ახლა სახლში ხარ ეგ არაფერი რაც მთავარია, ახლა სახლში ხარ.... გამოგიმწყვდიე!" რაც არ უნდა ვისაუბრო, მარაზმიაო, აზრიანია და ბევრი მამრია ასე გამომწყვდეული :)) (მწარე რეალობა) თუმცა სხვა ფორმით და სხვანაერად შეიძლებოდა გამოხატვა, მაგრამ ავტორს ასე ეწერება და ...
წარმატებები ავტორო! რა გახდა ეს ნამუშევარი ასეთი :)) მერე რა, რომ სიტყვა "საშო" ხშირად არის გამოყენებული... სიმართლე რომ ვთქვა, პოეზიად ვერ აღვიქვი, უფრო ჩანახატად... მაგრამ აზრი კარგია გატარებული, ბოლო ორი წინადადება კრავს ნაწარმოებს. "რაც მთავარია ახლა სახლში ხარ ეგ არაფერი რაც მთავარია, ახლა სახლში ხარ.... გამოგიმწყვდიე!" რაც არ უნდა ვისაუბრო, მარაზმიაო, აზრიანია და ბევრი მამრია ასე გამომწყვდეული :)) (მწარე რეალობა) თუმცა სხვა ფორმით და სხვანაერად შეიძლებოდა გამოხატვა, მაგრამ ავტორს ასე ეწერება და ...
წარმატებები ავტორო!
24. ამელი, ეს რასაც ვხედავ ჩემი (და მხოლოდ ჩემი) აზრით არის ის რასაც ვუწოდე "ფაქტორი დაისაძე", ოღონდ ძალიან ლაითად. სკანდალი რა და საზოგადოების გაღიზიანება. ისე მოქმედებს, მეტი რა მეთქმის, აგერ უკვე მესამე კომენტარს გიტოვებ მეც.
მაგრამ მთავარი დაფასებაა და არა ცნობადობა, ეს ვერ გააცნობიერა საერთოდ ქართველმა ხალხმა. სკანდალები მაგარ მოდაშია, ჩანგლებიდან დაწყებული და....
წარმატებები. ამელი, ეს რასაც ვხედავ ჩემი (და მხოლოდ ჩემი) აზრით არის ის რასაც ვუწოდე "ფაქტორი დაისაძე", ოღონდ ძალიან ლაითად. სკანდალი რა და საზოგადოების გაღიზიანება. ისე მოქმედებს, მეტი რა მეთქმის, აგერ უკვე მესამე კომენტარს გიტოვებ მეც.
მაგრამ მთავარი დაფასებაა და არა ცნობადობა, ეს ვერ გააცნობიერა საერთოდ ქართველმა ხალხმა. სკანდალები მაგარ მოდაშია, ჩანგლებიდან დაწყებული და....
წარმატებები.
23. ბუნებაზეც შეიძლება წერდე. მდელოზეც და ჩიტებზეც, მაგრამ ცოტა სხვანაირად. გოიმობა არაფერშუაშია :)
ბუნებაზეც შეიძლება წერდე. მდელოზეც და ჩიტებზეც, მაგრამ ცოტა სხვანაირად. გოიმობა არაფერშუაშია :)
22. ეგ არ არის პოეზიის განმსაზღვრელი.. ნახვამდის ეგ არ არის პოეზიის განმსაზღვრელი.. ნახვამდის
21. ხო აბა რა ოტო, საშოზე, ასოზე, ტაკოზე და კვერცხებზე უნდა იწერებოდეს ნამდვილი პოეზია.
მდინარეზე, მთაზე, მინდორზე და ბუნებაზე, ბანალურია კაცო, ეგ ხო უბრალოდ გოიმობაა! ხო აბა რა ოტო, საშოზე, ასოზე, ტაკოზე და კვერცხებზე უნდა იწერებოდეს ნამდვილი პოეზია.
მდინარეზე, მთაზე, მინდორზე და ბუნებაზე, ბანალურია კაცო, ეგ ხო უბრალოდ გოიმობაა!
20. ესეიგი თუ ასოზე საშოზე ძუძუზე და ასე შემდეგ ლექსი იწერება ცუდია? : ))))) ურაკი ინდა ჰაუზ ესეიგი თუ ასოზე საშოზე ძუძუზე და ასე შემდეგ ლექსი იწერება ცუდია? : ))))) ურაკი ინდა ჰაუზ
19. მაპატიეთ, მაგრამ საზიზღრობაა, აუტანელი ჩანაწერია. მაპატიეთ, მაგრამ საზიზღრობაა, აუტანელი ჩანაწერია.
18. ეს საშომ როგორ მოგხიბლატ თუ ჩაგაფიქრატ თუ რახდება აქა:)) ეს საშომ როგორ მოგხიბლატ თუ ჩაგაფიქრატ თუ რახდება აქა:))
17. არ მოსწონთ,მაგრამ ბევრი მკითხველი ყავს,ელოდებიან კიდეც როდის დადებს ახალს და თან რას :-) :-) არ მოსწონთ,მაგრამ ბევრი მკითხველი ყავს,ელოდებიან კიდეც როდის დადებს ახალს და თან რას :-) :-)
16. როგორი ენამახვილი ხარ, ური. როგორი ენამახვილი ხარ, ური.
15. ერთი ესეც დაგვიწერე და უფრო აღფრთოვანდება ეს ხალხი: "შენი ასო ჩემი სათამაშოა" - ან რა ვიცი, მიეცი ფანტაზიას გასაქანი.
როგორ უჭირს ხალხს. არ არის ეს პოეზია. საერთოდ ხელოვნებასთან არაფერშუაშია. ერთი ესეც დაგვიწერე და უფრო აღფრთოვანდება ეს ხალხი: "შენი ასო ჩემი სათამაშოა" - ან რა ვიცი, მიეცი ფანტაზიას გასაქანი.
როგორ უჭირს ხალხს. არ არის ეს პოეზია. საერთოდ ხელოვნებასთან არაფერშუაშია.
14. Dzalian momwons. amelies ukve meramdene nawarmoebze vaketeb komentars... urakze ishviatad vkitxulob xolme, dziritadad mashin, tu avtors vicnob. es gamonaklisia: )) 5+5+5 :))) moxibluli var : ) Dzalian momwons. amelies ukve meramdene nawarmoebze vaketeb komentars... urakze ishviatad vkitxulob xolme, dziritadad mashin, tu avtors vicnob. es gamonaklisia: )) 5+5+5 :))) moxibluli var : )
13. ამიტომაც ჩავსვი ”სამაგიერო” ბრჭყალებში :) ამიტომაც ჩავსვი ”სამაგიერო” ბრჭყალებში :)
12. ვაიმე ამელი (blush) ვაიმე ამელი (blush)
10. სამაგიეროსაც ნუ დაარქმევ. უბრალოდ ხომ მიხვდი რა რთული კითხვაა "ასე რატომ წერ". ჰო ალბათ არც შემოვიდოდი მაგრამ რახან შემოვედი ყველაფერი გადავიკითხე და გეტყვი რომ გულწრფელად ნასმიამოვნები მივდივარ. სამაგიეროსაც ნუ დაარქმევ. უბრალოდ ხომ მიხვდი რა რთული კითხვაა "ასე რატომ წერ". ჰო ალბათ არც შემოვიდოდი მაგრამ რახან შემოვედი ყველაფერი გადავიკითხე და გეტყვი რომ გულწრფელად ნასმიამოვნები მივდივარ.
9. Currente calamo Currente calamo
8. გურამმა იმიტომ დამისვა ეს კითხვა, რომ მე ვკითხე გუშინ, ასე რატომ წერ მეთქი. მე ჩავთვალე, რომ მისი სტილი გასული საუკუნის შუა წლებმა შეჭამა, მოკლედ, "სამაგიერო" გადამიხადა :) მე რომ მის ლექსზე კომენტარი არ დამეტოვებინა, ის ჩემ გვერდზე არც კი შემოიხედავდა :))) გურამმა იმიტომ დამისვა ეს კითხვა, რომ მე ვკითხე გუშინ, ასე რატომ წერ მეთქი. მე ჩავთვალე, რომ მისი სტილი გასული საუკუნის შუა წლებმა შეჭამა, მოკლედ, "სამაგიერო" გადამიხადა :) მე რომ მის ლექსზე კომენტარი არ დამეტოვებინა, ის ჩემ გვერდზე არც კი შემოიხედავდა :)))
7. მაგარ კითხვას სვამ რა გურამ.. რატომ სუნთქავო ხომ არ ეკითხებიან ადამიანს>? ან რატომ არსებობო? მაგარ კითხვას სვამ რა გურამ.. რატომ სუნთქავო ხომ არ ეკითხებიან ადამიანს>? ან რატომ არსებობო?
6. "ასე რატომ წერ? " "ასე რატომ წერ? "
5. ამელი ამელი>.....:)სახლი შენი - ჩემი საშო, ვიტრინებთან ხშირად ჩერდება ქათმის ფეხებზე აწოწილი, წარმოდგენებში იზომებს კაბებს, ფერად ფეხსაცმელს, ჭრელ-ჭრელ ჩანთებს, მძიმე საყურეს, თვლებიან ბეჭედს და მერამდენედ დაპირდება საკუთარ თავს, რომ ამ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს დაღლილს, დაქანცულს მხოლოდ მაშინ გაგიღებს კარს თუკი სანაცვლოდ, მძივს უყიდი კაბას უყიდი ან თუნდაც, აი იმ თეთრ აბაჟურს, გუშინ წინ დიდ ხანს რომ უტრიალე.
ეგ არაფერი, რაც მთავარია ახლა სახლში ხარ ეგ არაფერი რაც მთავარია, ახლა სახლში ხარ.... გამოგიმწყვდიე!
მოეწონა არტემიდას:):);)))ეგრეა ეგრე;):):)5++++++++შენ ამელი:)
ამელი ამელი>.....:)სახლი შენი - ჩემი საშო, ვიტრინებთან ხშირად ჩერდება ქათმის ფეხებზე აწოწილი, წარმოდგენებში იზომებს კაბებს, ფერად ფეხსაცმელს, ჭრელ-ჭრელ ჩანთებს, მძიმე საყურეს, თვლებიან ბეჭედს და მერამდენედ დაპირდება საკუთარ თავს, რომ ამ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს დაღლილს, დაქანცულს მხოლოდ მაშინ გაგიღებს კარს თუკი სანაცვლოდ, მძივს უყიდი კაბას უყიდი ან თუნდაც, აი იმ თეთრ აბაჟურს, გუშინ წინ დიდ ხანს რომ უტრიალე.
ეგ არაფერი, რაც მთავარია ახლა სახლში ხარ ეგ არაფერი რაც მთავარია, ახლა სახლში ხარ.... გამოგიმწყვდიე!
მოეწონა არტემიდას:):);)))ეგრეა ეგრე;):):)5++++++++შენ ამელი:)
4. რა სევდიანია... რა სევდიანია...
3. :)))) ალბათ ესეც საინტერესოა, გარკვეულწილად :)) :*** :)))) ალბათ ესეც საინტერესოა, გარკვეულწილად :)) :***
2. გიშოვნია როგორღაც 100 ქულა:)
ამ ქათმისფეხება საშოზე კი იცი ჩემი აზრი:)
ისე, სულ მგონია ამელი, რომ უწითელხელო ნაწერებით გაცილებით საინტერესო იქნებოდი (ხარ). გიშოვნია როგორღაც 100 ქულა:)
ამ ქათმისფეხება საშოზე კი იცი ჩემი აზრი:)
ისე, სულ მგონია ამელი, რომ უწითელხელო ნაწერებით გაცილებით საინტერესო იქნებოდი (ხარ).
1. ეს არ არის ახალი მინიატურა. შარშანდელი თუ იმის წინანდელია. მერე შარი რომ არ მომდოს ვინემ, სადღაც მქონდა წაკითხულიო :) ეს არ არის ახალი მინიატურა. შარშანდელი თუ იმის წინანდელია. მერე შარი რომ არ მომდოს ვინემ, სადღაც მქონდა წაკითხულიო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|