ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოსი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2013


აბაზი

ჩვენ ამაყები ვართ.
ყველაზე  ზე-ამაყი ერი.
ჩვენ გადავხოხავთ ყველა საზღვარს.
გადავძვრებით ფორთხვა-ფორთხვით,
ყველაფრის ფასად და სასურველია უფასოდ.
მერე რა,
მაინც ხო ყველაზე  ამაყები დავრჩებით,
არც 37 მანეთიანი ავიაბილეთები გვჭირდება,რადგან
ჩვენი გონორი კავკასიონის ყველაზე მაღალ მწვერვალებს უბილეთოდაც სცდება.
გუშინ, ერთ გაპრიალებულ სუპერმარკეტში,
ვიღაც ბაბომ საფულედან ბოლო ხურდები ამოფხიკა,
მაინც ვერ მოაგროვა სავსე მთვარესავით მრგვალი და
მოყვითალო ქადის ფული.
არა და,
ხო უნდა ასაზრდოოს ხალხმა ოცნება და ხსოვნა,
20 კაპიკიან ნაყინსა და 5 კაპიკიან გაზიან ტკბილი წყალზე.
ისე, ეგ "სავსემთვარე",
გაპოეტურობის მიზნით დავწერე,
სინამდვილეში მინდოდა  მეთქვა, რომ
როცა მომავალზე ოცნებას აღარ ყოფნის ფინანსები,
შეიძლება წარსულზეც იოცნებოთ.
შეგიძლიათ დასცინოთ კიდეც წარსულს,
თანაც, თუ ფეშენებელური ევროკურორტის
რომელიმე როტანგის შეზლონგზე წამოწოლილი
რაიმე "ფრეშს" წრუპავთ და სულ არ განაღვლებთ,
სადმე მიყურუებულ ოთახში,
ვის უთვლის ბოლო კაპიკებს,
ხის ყუთიდან გამომხტარი პენსიონერი გუგული:
კაპ, კაპ, გუუუ-გუგუ, კაპ, კაპ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს