ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2013


გსურს?

გსურს, ვისაუბროთ ჰოლივუდურ რამე კინოზე,
იყოს მხატვრული ანდა სულაც დოკუმენტური...
ან განვიხილოთ დიოგენე, ნიცშე, სპინოზა,
არ მომიყვანო არანაირი არგუმენტები!
გსურს, ვისაუბროთ მონარქიულ რამე წყობაზე,
გსურს, რომ გადავწვდეთ აბსოლუტურ თეოკრატიას?!
ან ვიხალისოთ ვერასძალით რომ ვერ მომბაძე
და პოეზია რომ ვერ ჰგუობს დახშულ კრატერებს.
გსურს, ვისაუბროთ ტაბუნადებ ყველა თემაზე,
ღრუბელთა ნაცვლად რომ მოიხსნის მთვარე ვუალებს?!
რომ აიაზმით აივსება ყველა ემბაზი,
რომ ცეცხლოვანი მაყვლის ბუჩქი დამწვავს უალოდ!
გსურს, ვისაუბროთ, რადგან მუზები იფიცებიან,
ყველა სიგიჟეს რომ ვამართლებ, როგორც ვაგნერი...
ახლა ჩვენს შორის რომ ხანგრძლივი დეფისებია
და უმოწყალოდ როგორ მცემენ, როგორ მანგრევენ
ეს მანძილები, გსურს ვისაუბროთ, კარგო ამაზე,
რომ სულის შვებას არ მაძლევენ ჰარამხანები...
მე მოგიყვები აწ გარდაცვლილ, სათნო მამაზე,
ვისი საფლავიც არ მინახავს კარგა ხანია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები