 | ავტორი: ამელი ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2013 |
ეძღვნებათ ცუნამგადავლილ იაპონელებს...
დავცურავ ზღვაში როგორც... როგორც ვინ, თუ რა? როგორც თევზი? ნწ... როგორც სული... თუ არა, რა სული - სულები დაფრინავენ მგონი ზე - ცაში?! არ მცივა, მგონი არ მცივა ჰო, ჰო, სულაც არ მცივა! იმიტომ, რომ ჩემთან ერთად დაცურავენ თვალდახუჭული თოჯინები, არც იმათ სცივათ ჩემთან ერთად დაცურავენ ჩვენი, ან იქნებ თქვენი არა, აი მათი შარვლები, კაბები, საცვლები, სამკაულები, საკეს ფინჯნები, ფაიფურის ლარნაკები, შესაწვავად გამზადებული, ტყავგაცლილი მკვდარი გველები. ჩემთან ერთად დაცურავს წერო, ქაღალდის წერო, დამბალი ფრთებით დაცურავენ მობილურები, ასი ”მისთ ქოლით”... არა, ათასით დაცურავენ მესიჯები - ”სადა ხარ?” ”მოკვდი?” ”თუ ცოცხალი ხარ იქნებ მომწერო?” ”მალე მოვკვდები, მიყვარხარ, გკოცნი”... ”ტოიოტამ” ჩამიქროლა ათი წუთის წინ არა, ვხუმრობ, არ ჩამიქროლა, როგორც გემმა ისე გასცურა, არა, როგორც ვეშაპმა... მისი მძღოლი საირასთან ისე საუბრობს, როგორც ნაცნობთან... შავი, თხელი თმა დამისველა ზღვის მლაშე წყალმა გახამებული პერანგი შემომადნა გაცრეცილ კანზე, რომელსაც სხვები ყვითლად ხედავენ... მე არ მოვმკვდარვარ არც დავკარგულვარ არც შენ მომკვდარხარ არც დაკარგულხარ შენ ახლა ალბათ დგახარ კარში ხელში ჭიქა ჩაი გიჭირავს გაჰყურებ გზას და მელოდები და მე მოვცურავ როგორც თევზი არა, რა თევზი როგორც სული, არა, არც სული როგორც მკვდარი იაპონელი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ძალიან მაკლია ეს ავტორი. ძალიან მაკლია ეს ავტორი.
21. ვის რა სტკივა... ვის რა სტკივა...
20. ჰა? არადა თემა ისეთია! არცერთი ტაეპი არ მეტკინა.
ჰა? არადა თემა ისეთია! არცერთი ტაეპი არ მეტკინა.
19. ცუნამგადავლილ იაპონელებს კი არა, ცუნამზე გადავლილ იაპონელებს! ცუნამგადავლილ იაპონელებს კი არა, ცუნამზე გადავლილ იაპონელებს!
18. ნწ... როგორც სული...
3> ნწ... როგორც სული...
3>
17. ნწ, არაა ეს არაფერი =) ნწ, არაა ეს არაფერი =)
16. მომეწონა, წარმატებები! მომეწონა, წარმატებები!
15. : D ნწ. საწყალი : D ნწ. საწყალი
14. მკვეთრი ფერებით დახატული ტრაგიკული სურათი...:-* მომეწონა ძალიან...5 მკვეთრი ფერებით დახატული ტრაგიკული სურათი...:-* მომეწონა ძალიან...5
13. სანამ გავხსნიდი ნაწერს ვფიქრობდი, რაც არ უნდა დამხვდეს, სულ ცარიელიც რომ იყოს, კომენტარს აუცილებლად დავწერ. თუ არ მომეწონა, მაგრამ მაინც არის რაღაც ჩემთვის გაურკვეველი კომენტარებს წავიკითხავ და იმის მიხედვით შევაფასებ-მეთქი(ერთი კვირაა აქ ვარ და ჯერ მთლად კარგად ვერ გავერკვიე). ხოდა, დავასრულე კითხვა.
"მე არ მოვმკვდარვარ არც დავკარგულვარ არც შენ მომკვდარხარ არც დაკარგულხარ შენ ახლა ალბათ დგახარ კარში ხელში ჭიქა ჩაი გიჭირავს გაჰყურებ გზას და მელოდები"
კომენტარებით აღარ დავინტერესებულვარ. : )) არც შეფასებას ვაპირებ ისე. უბრალოდ, ასე ჩაისფინჯნიანი რომ ვიდექი ხოლმე, გავყურებდი გზას და აზრზე არ ვიყავი რას ველოდი, თურმე, ვიღაც "მოცურავდა, როგორც თევზი, როგორც სული. არა, არც სული, როგორც მკვდარი იაპონელი..." ჩემი სიცარიელე იმიტომაა სიცარიელე, რომ ის უიამრავ თემას მოიცავს, რომელზეც ჯერ წარმოდგენა არ მაქვს. თანდათან შეივსება(ალბათ). მგონი იმთემათაგანია ესეც )))) რაც არ უნდა "ამაზე ცუდი არ არსებობდეს"...
ეს ვიფიქრე სანამ დავამთავრებდი.
როგორღა უნდა შევაფასო. :))
:)) სანამ გავხსნიდი ნაწერს ვფიქრობდი, რაც არ უნდა დამხვდეს, სულ ცარიელიც რომ იყოს, კომენტარს აუცილებლად დავწერ. თუ არ მომეწონა, მაგრამ მაინც არის რაღაც ჩემთვის გაურკვეველი კომენტარებს წავიკითხავ და იმის მიხედვით შევაფასებ-მეთქი(ერთი კვირაა აქ ვარ და ჯერ მთლად კარგად ვერ გავერკვიე). ხოდა, დავასრულე კითხვა.
"მე არ მოვმკვდარვარ არც დავკარგულვარ არც შენ მომკვდარხარ არც დაკარგულხარ შენ ახლა ალბათ დგახარ კარში ხელში ჭიქა ჩაი გიჭირავს გაჰყურებ გზას და მელოდები"
კომენტარებით აღარ დავინტერესებულვარ. : )) არც შეფასებას ვაპირებ ისე. უბრალოდ, ასე ჩაისფინჯნიანი რომ ვიდექი ხოლმე, გავყურებდი გზას და აზრზე არ ვიყავი რას ველოდი, თურმე, ვიღაც "მოცურავდა, როგორც თევზი, როგორც სული. არა, არც სული, როგორც მკვდარი იაპონელი..." ჩემი სიცარიელე იმიტომაა სიცარიელე, რომ ის უიამრავ თემას მოიცავს, რომელზეც ჯერ წარმოდგენა არ მაქვს. თანდათან შეივსება(ალბათ). მგონი იმთემათაგანია ესეც )))) რაც არ უნდა "ამაზე ცუდი არ არსებობდეს"...
ეს ვიფიქრე სანამ დავამთავრებდი.
როგორღა უნდა შევაფასო. :))
:))
12. თემა რა პონტში უნდა მოგეწონოთ? :))) ყველაზე ცუდი თემაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს :(( თემა რა პონტში უნდა მოგეწონოთ? :))) ყველაზე ცუდი თემაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს :((
11. არ ვიცი სად მაგრამ წაკითხული მქონდა< თან მე მ,გონი ეერც თუ ისე დიდი ხნის წინ. მაგარია. არ ვიცი სად მაგრამ წაკითხული მქონდა< თან მე მ,გონი ეერც თუ ისე დიდი ხნის წინ. მაგარია.
10. თემა მომწონს მართო! თემა მომწონს მართო!
9. ჯურნალისტური გადახრა ეტყობა ლექსებს, მე მომწონს ლექს, რომ კითხულობს ამელი, მხრებზე დააქვს მსოფლიო დარდი! ჯურნალისტური გადახრა ეტყობა ლექსებს, მე მომწონს ლექს, რომ კითხულობს ამელი, მხრებზე დააქვს მსოფლიო დარდი!
8. ძალიან სასაცილოა ბოსიკუნა ძალიან სასაცილოა ბოსიკუნა
7. მაშინ ამელიკუნკულინა მაშინ ამელიკუნკულინა
6. და კიდევ ლექსში რიტმი - ტალახი და ბალახი - არ არის მთავარი :) და კიდევ ლექსში რიტმი - ტალახი და ბალახი - არ არის მთავარი :)
5. ამელიკო არ ვარ, ქალბატონო ბოს :) მე ნინო ვარ. ამელიკო არ ვარ, ქალბატონო ბოს :) მე ნინო ვარ.
4. თემა გასაგებია და ლექსი და ემოცია და სულისკვეტება და რიტმი და ცხოვრებისეული გამოცდილება დამანახე ამელიკო თემა გასაგებია და ლექსი და ემოცია და სულისკვეტება და რიტმი და ცხოვრებისეული გამოცდილება დამანახე ამელიკო
2. თEმა შეუცვლია ამელს თEმა შეუცვლია ამელს
1. ამბავი ძველია... რომ არა ჩემი საქმე, ასე მძაფრად ალბათ არც ამ პროცესებს აღვიქვამდი. ახლა შევეჩვიე... ამბავი ძველია... რომ არა ჩემი საქმე, ასე მძაფრად ალბათ არც ამ პროცესებს აღვიქვამდი. ახლა შევეჩვიე...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|