 | ავტორი: ფუნიქს ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2013 |
ველოსიპედის საჯდომი ,შენი ხელები წინ! ქუჩა წინ ქუჩა შენ იცი, რომ მე ვიცი, თუ როგორ გხვდება სახეზე ჩემი თმები მოვბრუნდები და გაკოცებ ლოყაზე არა. გუშინ- სიცივე იყო და მეზობლები შემოდიოდნენ ხელების გასათბობად, ზოგი საუბრობდა ომზე, ზოგი ნარკოტიკებზე, ზოგიც აიფონზე, მე და შენ ვეძებდით ,თუ როგორ მოგვეხერხებია კოცნა მბჟუტავ ნატურაზე და მერე გაშალე ხელები და ჩამეხუტე, მერე არ გიგრძვნია, როგორ გეხებოდა ჩემი მკერდი, არ გიგრძვნია ,თუ როგორ გეხმარებოდი, არ გიგრძვნია,თუ როგორ ვტიროდი რადგან ვიყავი მილიარდობით ციცინათელის საჯდომი, ძუძუსთავებზე მახურებდნენ პატარა კუდებს, ბაგეებში მიჭერდნენ ენებს, და შენ არ ფიქრობდი ომზე, არც აიფონზე, არც მეზობლის შემოსვლაზე, მოწევაზე და გასვლაზე არამედ ამაზე. ველოსიპედის საჯდომი შენი ხელები წინ მოვბრუნდები და გაკოცებ სანამ ახალი ომი დაიწყება სანამ მეზობლები ჩხუბს მოინდომებენ სანამ მოგვთხოვენ პასუხებს,რომელიც არ გვექნება როგორც ისინი შემოსული ჩვენს საძინებელში,რომლებიც ასანთს ეძებდნენ... ქუჩა წინ ქუჩა შენ იცი რომ მე ვიცი, თუ როგორ გხვდება სახეზე ჩემი თმები მოვბრუნდები და გაკოცებ ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ხასიათი. განწყობა. თამაში. იქ ხარ. ხასიათი. განწყობა. თამაში. იქ ხარ.
11. მე მახსოვს რომ ეს ლექსი წლების წინ წავიკითხე და აღმაფრთოვანა...
ახლაც ...
5! მე მახსოვს რომ ეს ლექსი წლების წინ წავიკითხე და აღმაფრთოვანა...
ახლაც ...
5!
10. ავტორი: ფუნიქს ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1+2
5 აპრილი, 2013 ავტორი: ფუნიქს ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1+2
5 აპრილი, 2013
9. მოვედი თქვენამდეც, ფეხით მოვდიოდი, თორემ ველოსიპედი რომ მყოლოდა.. :)
"ჩიორა" გამახსენდა, ფილმი და კარგია ეს:) მოვედი თქვენამდეც, ფეხით მოვდიოდი, თორემ ველოსიპედი რომ მყოლოდა.. :)
"ჩიორა" გამახსენდა, ფილმი და კარგია ეს:)
8. ფუნიქს, ველოსიპედი, ეს გამაოგნებელი გამოგონებაა!.. :))
++ ფუნიქს, ველოსიპედი, ეს გამაოგნებელი გამოგონებაა!.. :))
++
7. "მახურებდნენ" შეიძლება ვთქვა მაცხელებდნენ ან ასეთი ანუ მიხურდა შეიძლება აზრი გადატანით მოაქვს არვიცი ვიფიქრებ მადლობა "მახურებდნენ" შეიძლება ვთქვა მაცხელებდნენ ან ასეთი ანუ მიხურდა შეიძლება აზრი გადატანით მოაქვს არვიცი ვიფიქრებ მადლობა
6. ქუჩა წინ ქუჩა შენ იცი რომ მე ვიცი, თუ როგორ გხვდება სახეზე ჩემი თმები მოვბრუნდები და გაკოცებ ...
ნუ რომანტიკა:) 5+არტესაგან:) ქუჩა წინ ქუჩა შენ იცი რომ მე ვიცი, თუ როგორ გხვდება სახეზე ჩემი თმები მოვბრუნდები და გაკოცებ ...
ნუ რომანტიკა:) 5+არტესაგან:)
5. :)))) რა მაგარია
პს მოტოციკლეტებზე უნდა დავწერო ერტხელ და ვვვვვვვვვვვვ:))))))))))
:)))) რა მაგარია
პს მოტოციკლეტებზე უნდა დავწერო ერტხელ და ვვვვვვვვვვვვ:))))))))))
4. ცოტა გაწელილი მეჩვენა.
ძუძუსთავებზე მახურებდნენ პატარა კუდებს,
-აქ, "მახურებდნენ" არასწორი ზმნა მგონია.ჩემი აზრით, დაარღვია სურათი.
თუმცა,ნაწერში კარგი მომენტია დაჭერილი.
მოვბრუნდები და გაკოცებ სანამ ახალი ომი დაიწყება...
ცოტა გაწელილი მეჩვენა.
ძუძუსთავებზე მახურებდნენ პატარა კუდებს,
-აქ, "მახურებდნენ" არასწორი ზმნა მგონია.ჩემი აზრით, დაარღვია სურათი.
თუმცა,ნაწერში კარგი მომენტია დაჭერილი.
მოვბრუნდები და გაკოცებ სანამ ახალი ომი დაიწყება...
3. ცოტა გაწელილი მეჩვენა.
ძუძუსთავებზე მახურებდნენ პატარა კუდებს,
-აქ, "მახურებდნენ" არასწორი ზმნა მგონია.ჩემი აზრით, დაარღვია სურათი.
თუმცა,ნაწერში კარგი მომენტია დაჭერილი.
მოვბრუნდები და გაკოცებ სანამ ახალი ომი დაიწყება...
ცოტა გაწელილი მეჩვენა.
ძუძუსთავებზე მახურებდნენ პატარა კუდებს,
-აქ, "მახურებდნენ" არასწორი ზმნა მგონია.ჩემი აზრით, დაარღვია სურათი.
თუმცა,ნაწერში კარგი მომენტია დაჭერილი.
მოვბრუნდები და გაკოცებ სანამ ახალი ომი დაიწყება...
2. დაგემგზავრე... ველოსიპედი ჩემი სისუსტეა! დაგემგზავრე... ველოსიპედი ჩემი სისუსტეა!
1. დაგემგზავრე... ველოსიპედი ჩემი სისუსტეა! დაგემგზავრე... ველოსიპედი ჩემი სისუსტეა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|