ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაურკვეველი
ჟანრი: პროზა
12 აპრილი, 2013


დო რე მი ,დო რე მი, ცოტა მაქვს დრო,ცოტა მაქვს დრო

ყველა ოცნება  დავკეცე ,კონვერტში ჩავდე და ვერტმფრენივით გავუშვი . იცურა,იცურა და ბოლოს ტიტანიკივით ჩაიძირა. მე სიცილი დავიწყე და მანამ არ გავჩერდი ვიდრე გვერდით მდგომმა არ მითხრა:-კაი გეყოს! გაიწი,ახლა ჩემი დროა.    მე  დაბზარულ კედლებს გამოვყევი და მანამ ვიარე ,ვიდრე ნაომარ პლედს არ მივუახლოვდი,დავწექი და გახვრეტილ ადგილებზე თითები გამოვყავი,ცოტა გამეღიმა,მაგრამ მივხვდი,რომ ჩემ გარდა არავინ იყო სახლში და გავჩუმდი.  სკამს კირი შეუჩნდა და  ისე ჭრაჭუნებდა,როგორც  ქარისგან გაღებული კარი ვიღაცის მოლოდინში.  ძალიან მშიოდა,ძილი არ შემეძლო,ჭამაც არ შემეძლო, . დაობებული პური მაგიდაზე იდო,ერთ მხარეს თაგვები იყვნენ,მეორე მხარეს მე. ვჭამდი და ყელში  მეჩხირებოდა,ის 20 თეთრიანი,რომელიც მთხოვნელს(მათხოვარს) არ მივეცი.      დავდივარ ქუჩებში,დავუყვები  ქვაფენილებს ,დაბზარულ  კედლებს  და  სხვის არ ჩაძირულ კონვერტებს...


1 2  3 .  მოხვდა მეოთხეს. სკუპ,სკუპ,სკუპ ვაიჰ.
-ეე ფეხი დაგებიჯა მეოთხეზე.  ცარცი დააბრუნე და გადი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები