ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2013


სხვა

...

-რიგი თურმე ეს ცხოვრება. ყველ'ა  რიგში ვდგავართ-ად  ველოდებით, ვის როდის მოგვივ წასვლის ჯერ.
-რაგვერც წყურვალ წყლისაკ, რო კვდებ, თურმე იგრ იწევს მიწისაკ ცხედარ. ერთ სულ აქვავ როდის დაღმარხავენ. მემრ ექვს წელს მოდისავ თავის საფლავზე. ექვს წელ რო გავ, დანახვა არ უნდავ, იგრ ეზიზღებავ.
-ჰო, არ ში'ძლებ მეტა' დიდ ჴანს გაწირვა. აგე, დიდოებ არას აჩერებენ მკვდარს უდერა' ჴანს.
-წინავ, მაჴსონს, ჩემ დედა შესწრები თუშეთ, ქალ მიჰყავდათ დიდოებს  თურმე დამარხვად. შუ'ხედავად - რადარ-ცოცხალ ჯერ კიდენ. ვაიმეე!.. რას სჩადითავ, ცოცხალს ღმარხავთაავ? "არ მოკვდა და მაინც მიჰყავთ."- გადმუუძახი "მკვდარს" ტირილით.
-აავ, ტყუილ იქნებ ეგ...
-არა, არა, მეაც გამიგი, მართალი. სუ გაქცევაზე იყვნეს ხოლმე იმაშ დიდოებიდ, ვერას ატარებდნეს საკვდავას. რამდენჯერ ცოცხლადავ ღმარხავდნეს თურმე.
-ავ, ავ, ხალხნო, გაგონილა?!..
-არსებობს, ქალებო, არსებობს სულ!.ტყუილად არ გჯერავთ, ვისაც არ გჯერავთ.
-ეეხ! ახალგაზრდებ არ უნდ კვდებოდნენ, ბალღებ, თვარ, ჩვენ სიკვდილსამ რა უშავ..
-ყველას თავისი წილ სამარე აქვის შესავსებ, ვერავინ მოკვდებ ცხვის მაგიერ, თვარ, რამდენ დედა შესცვლიდ თავის შვილს.
-მეტა კარგა კი ყოფილ თურმე იქ...
-ვერას ვიც, კარლო ექიმ ხო გახსონთ? ერთ ვისა'მ დასიზმრებიად, რაგვერ ხარივ, უკითხავ. მეტა კარგ ვარივ, სუც არაფერ მიჭირსავ, მაგრ, მაინც მანდაურობა მენატრებავ, მაინც სამზეოს მერჩიყოვ...
-ეეჰ, ვეღარას ვიც, ჲეგეც მეტა მალ წავიდ, ვერ თუ გაძღ სიცოცხლით, ბეჩავ...
-რიგი, ხო ვამბობ, ჲეს ცხოვრება,-სიკვდილის რიგ, ვინ წინ ვდაგვართად ვინ უკვენ, გან ვიცით...
-რიგი, ჰო, ჰო..

...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები