 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 20 აპრილი, 2013 |
დამტვრეული მინა. ჭოგრიტით ხელში. ერთი ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი წელი. ჩემთან ერთად ფხიზლობს ქალაქი. ფანჯრის მინას ცხვირი მივაჭყლიტე და დაორთქლილ მინა ტუჩებს ვაწებებდი. თორმეტი წლის ვიყავი როდესაც სამზარეულოს ფანჯრის მინა ბომბის გავარდნამ ჩაამსხვრია. ბებო მაშინ სახლში იყო, მახსოვს როგორ ჩამიკრა გულში და „არ შეგეშინდეს ბებოო’ - მითხრა. აბა, მე რა შემაშინებდა?! ჯერ კიდევ პატარა - წამით შევეფეთე ხმაურს, რომელიც ჩემთვის უცხო არ იყო რადგან თითქმის ყოველდღე მესმოდა ვიდეო-სალონში ამერიკული ფილმების ცქერისას და სმენის დროს. ბებო ხელს არ მიშვებდა, მეფერებოდა, მისი ცრემლი ჩემ მარცხენა მხარზე ცივდებოდა, შემდეგ ორივე ხელისგულებს ლოყებზე შემახებდა და თვალებში ჩახედვით თანაგრძნობას მიცხადებდა. მე ვცდილობდი თავი ჩამექინდრა, მაგრამ რა წამს თავს დასახრელად წავიღებდი, მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს მოხრიდა და ნიკაბზე მიდებით, უმალ თავს ამაწევინებდა. ისევ მეტყოდა: „არაფერია ბებო, ნუ გეშინია, ცხოვრება კალეიდოსკოპია - დღეს ასეა, ხვალ ისე იქნებაო“. - უმალ მივახალე: - ბებო, კალეიდოსკოპი რა არის-თქო? - მინის ნამსხვრევებია, ბებო - მიპასუხა. - მიყიდი? - აუცილებლად გიყიდი! მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი თუ როგორ შემეშინდა ხმის, რომელმაც მინა ნამტვრევებად აქცია. *** სილამაზე სახიერება თვალთვალი ორი ათას სამი წელი. ბებოს ნაყიდი კალეიდოსკოპი გამახსენდა. უჯრა გამოვაღე და კალეიდოსკოპი მაგიდაზე დავდევი. ჩემ სამუშაო მაგიდას კიდევ ერთი ნივთი დავამატე რომელმაც წარსული გამახსენა. ხელმარცხნივ დედის სურათი, ხელმარჯვნივ მამის სურათი, შუაში უნებლიედ კალეიდოსკოპმა იპოვა კუთვნილი ადგილი. მას შემდეგ არ შევხებივარ. სავარძელში ჩავჯექი, რომელიც მამას ეკუთვნოდა. დავტრიალდი... ზურგსუკან მსოფლიო რუქა ჰქონდა მამას გაკრული. დღემდე ჰკიდია. ცოტახნით ვუცქირე და შემდეგ გონება დატვირთულმა ვკითხე მეუღლეს, რომელიც მხოლოდ ერთი თვეა რაც ჩემი მეუღლეა: - რით ვიარსებოთ? - ეს რა კითხვაა? - ჰო, რით ვიარსებოთ? იქნებ მონასტერში ავიდე და იქ დავმკვიდრდე? - სისუსტეს გატყობ. ეს რა არის? - კალეიდოსკოპისკენ წაიღო ხელი. - მილია, სადაც დამსხვრეული მინები ყრია. ჩაიხედე! - რა სილამაზეა! - და როგორი სახიერი, არა? - ჰო ესეც შეიძლება ითქვას. ვისია? - ჩვენია. - რატომ აქამდე არ მითხარი თუ გვქონდა? ჩვენ მომავალ შვილს გავახარებთ? - რით? კალეიდოსკოპით? - დიახ, რა... განა სათამაშო არ არის? იცი, ამშვიდებს. - რატომაც არა... - მიდი შენც ჩახედე და უთვალთვალე. - ვუთვალთვალო? - ჰო, უთვალთვალე, ყურადღებით იყავი და ძალიან საინტერესო რამეს შენიშნავ. - მომეცი, ვნახო! - მას შემდეგ წლები გავიდა. დღეს კვლავ ჩავიხედე! - ნახე, ტაძარი? - შესანიშნავია! ადრე არასოდეს მინახავს. - ადრე პატარა იყავი. წლებია რაც გაიზარდე და უკვე მე გყავარ! მისაღები ოთახიდან ტელევიზორის ხმა შემოდიოდა. "გადადექი, გადადექი"მოდიოდა ჩვენამდე ნაცნობი ხმა. - იქნებ მეც წავიდე მონასტერში? - წამო დავიძინოთ, ფიქრისთვის დრო გვაქვს. *** პრიზმა კვლავ გარდასახვა! სხივთა გამრავლება... დაგვათენდა ორი ათას რვა წლის რვა აგვისტო. ის გაზაფხული მახსოვს, მერცხლები აღარ მოფრენილან ჩვენსას. ბუდე დარჩა უპატრონოდ. სხვებსაც ვკითხე. მათ მითხრეს: „არც ჩვენთან მოფრენილანო, არადა როგორ ველოდით და გულით ვნატრობდითო“. უმერცხლოდ ვინ იცის გაზაფხული და ზაფხული... უფრთებო განთიადს შევეგებე. უღიმღამოდ ზმორება აბა რა მოსატანია, მაგრამ სწორედ ასე ვეჩვიე ეს დღეებია მის მასპინძლობას. ნამიც არსად ჩანდა, არც მდელოზე, არც სახურავზე. ზანტ ზმორებას არ ვეგუე და მაინც შევიქმენი ხალისი, მაგრამ ალალი გითხრათ ეს სიხალისე ჩემი მეუღლისა და შვილების დანახვამ მომიტანა. და ასეა ყოველდღე. მერე - ჟრიამული, კამათი და ა.შ... რა არის ქართველი კაცის ბუნება - როგორც არ უნდა ჭირდეს ცხოვრება, მაინც გიხარია სიცოცხლე! რვა აგვისტო. ღამე გაცილებით წუთობრივი აღმოჩნდა და გაწელილ დროს ხმაურიანი სატელევიზიო ეთერი ამოკლებდა. ფანჯრის მინას ცხვირი მივაჭყლიტე და დაორთქლილ მინას ტუჩებს ვაწებებდი. თორმეტი წლის ვიყავი როდესაც სამზარეულოს ფანჯრის მინა ბომბის გავარდნამ ჩაამსხვრია. მამა მაშინ სახლში იყო. მახსოვს როგორ ჩამიკრა გულში და „არ შეგეშინდეს მამიო’ - მითხრა. კალეიდოსკოპი გამახსენდა. კაბინეტში შევედი, მაგრამ კალეიდოსკოპი მაგიდაზე აღარ იყო. ის ძირს ეგდო. ფერადი მინების აკრეფა დავიწყე. ვეცადე შეკეთებას, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი მცდელობა თავშივე უსუსური იყო. გაბნეულ სხივებს ვეღარ ვიჭერდი. მამაც შემოვიდა კაბინეტში და მკითხა: - რა მოხდა შვილო? - კალეიდოსკოპი გადტყდა, მამა. - ეგ არაფერია. მთავარია ფერადი მინები ხომ შეაგროვე? - შევაგროვე. ნაგროვები ფერადი მინები... შეშინებული მე და ხალხი. წლები... მრავალი წელი და კალეიდოსკოპი დილით სხივთა ნამრავლი და ღამით ისევ გარდასახვა! გიგო რიონელი 21 ივლისი 2012 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. "ცხოვრება კალეიდოსკოპია"... ნამდვილად კარგი მიგნებაა! ალბათ უფრო, დამტვრეული კალეიდოსკოპი... თუმცა მაინც, "ფერადი მინებით")) +++++ "ცხოვრება კალეიდოსკოპია"... ნამდვილად კარგი მიგნებაა! ალბათ უფრო, დამტვრეული კალეიდოსკოპი... თუმცა მაინც, "ფერადი მინებით")) +++++
6. ეს მაშინვე წავიკითხე. შევაფასე კიდეც, კომენტარიც დავწერე და... ეტყობა არ განათავსა. ამ ბოლო დროს შვება ხოლმე ასე ურაკი...
ძალიან მომეწონა. ყოჩაღ!... ეს მაშინვე წავიკითხე. შევაფასე კიდეც, კომენტარიც დავწერე და... ეტყობა არ განათავსა. ამ ბოლო დროს შვება ხოლმე ასე ურაკი...
ძალიან მომეწონა. ყოჩაღ!...
5. ძალიან მგრძნობიარე და გულთან მისატანი ნაწერია ძალიან მომეწონა.
ძალიან მგრძნობიარე და გულთან მისატანი ნაწერია ძალიან მომეწონა.
4. კარგი პარალელები იყო...კალეიდესკოპიც მოუხადა...:) არის ზოგი წინადადება გასამართი, რასაც ტვითონვე თუ გადაიკითხავ , გაასწორებ... იმედია გააგრძელებ და 2012 წლის შემდგომ პოლიტიკურ მოვლენებზეც გაავლებ პარალელებს... კარგი პარალელები იყო...კალეიდესკოპიც მოუხადა...:) არის ზოგი წინადადება გასამართი, რასაც ტვითონვე თუ გადაიკითხავ , გაასწორებ... იმედია გააგრძელებ და 2012 წლის შემდგომ პოლიტიკურ მოვლენებზეც გაავლებ პარალელებს...
3. ჭოგრიტით ხელში.
ეს დანამდვილებით იცით რომ წინადადებაა? თუ რამე ლიტხერხია? ჭოგრიტით ხელში.
ეს დანამდვილებით იცით რომ წინადადებაა? თუ რამე ლიტხერხია?
2. ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ხო,კაი გადასვლებია,ძაფის გორგალი არსად წყდება..
ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ხო,კაი გადასვლებია,ძაფის გორგალი არსად წყდება..
1. მართლაც კალეიდოსკოპივით დაატრიალეთ კადრები- თითქოს სურათები, გამოსახულებები იცვლება, მაგრამ რაღაც მთავარი უცვლელი რჩება ყველა კადრში. მართლაც კალეიდოსკოპივით დაატრიალეთ კადრები- თითქოს სურათები, გამოსახულებები იცვლება, მაგრამ რაღაც მთავარი უცვლელი რჩება ყველა კადრში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|