 | ავტორი: ლაკი ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2013 |
ნეტავ, რა მინდა? ან შენ რა გინდა? ეს დღეც გავიდა, ის თვეც გავიდა. დამაწყებინა, ნეტავ რაც იყო, ანდა ბოლოდან, ანდა თავიდან. გამოგათრიო, როგორც ძველმანი, თუნდაც გულიდან, თუნდაც თავიდან. ნეტავ, არ ვიყო ახლოსმყოფელი; ნეტავ, გიმზერდე სადმე გაღმიდან; ცუდი კადრივით მომაჭრევინა - ის, რაც იყო და მოდის თავიდან. ნეტავ, რად გინდა ჩემი ცრემლები, შენი ცრემლები ან მე რად მინდა?! შენ ვინ იქნები? მე ვინ ვიქნები? ღმერთმა რომ მოგვცეს შანსი თავიდან? ის თვეც გავიდა, ეს დღეც გავიდა, ჩვენ ვშორდებოდით შეყრის წამიდან! ჩემთან არ გინდა. შენთან არ მინდა. იცი, რა მინდა?! არც მე – რა გინდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დებილობაა.. დებილობაა..
3. ჯონათანს დავეთანხმები,რომ საქმეზე გადახვიდე. ეგ ჩემთვისაც მარადიული კითხვაა ნეტავ რა მინდა . წარმატებები ჯონათანს დავეთანხმები,რომ საქმეზე გადახვიდე. ეგ ჩემთვისაც მარადიული კითხვაა ნეტავ რა მინდა . წარმატებები
2. მე კი მგონია ადამიანთა ურთიერთობა კითხვა პასუხის ადეკვატურობას ეფუძნება :) პირველობა არავის დაუთმო :)) მე კი მგონია ადამიანთა ურთიერთობა კითხვა პასუხის ადეკვატურობას ეფუძნება :) პირველობა არავის დაუთმო :))
1. მძივივით ასხმული ლექსია.
ისე, მოეშვი ამ კითხვა-პასუხებს და საქმეზე გადადი! :) მძივივით ასხმული ლექსია.
ისე, მოეშვი ამ კითხვა-პასუხებს და საქმეზე გადადი! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|