ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2013


უშენო, უშენო, უშენო აპრილი

უჩვეულოდ ცივია აპრილი... ან იქნებ ჩვეულად ცივი?... შენც ხომ აპრილში დამტოვე ჩემო პატარა!.....მაშინ, იმ შორეულ აპრილში.
საღამოს მზე ისევ ანათებს, მაგრამ არ ათბობს, უბრალოდ დღემ იმატა და ....ესაა სულ.იმ დღემ , უშენოდ რომ თენდება და ვეღარ ვუსმენ ძილის წინ შენს სუნთქვას.არც შენი ხმა მესმის...არც სიცილი. არც ხმა.....მამა!....
ჩემი ფანჯრიდან უკვე 10 წელია ერთი და იგივე ჩანს, დილით შუადღით, საღამოს და ღამითაც , ნახევრად აშენებული სახლი და ამწე...
ნახევრად აშენებული და მიტოვებული.
ჰო. ასეც ხდება .
.......მე ახლა ამ ამწეზე მივცოცავ ზევით, ქარია, აპრილის ქარი, ჩვეული და ცივი. რკინის სიცივე გულში აღწევს, ქარი თავისი გამჭვირვალე ხელებით ჟანგს და საღებავის ნამცეცებს მაყრის ,თვალები მიცრემლდება.
არა , მე აღარ ვტირი! უბეში შენი საყვარელი სათამაშო დათუნია მიდევს , ცოტაც და სულ ზემოთ ვიქნებით. ნუ გეშინია....შენ ხომ ყოველთვის ენდობოდი ჩემს ხელებს.
მე და შენ ახლა ზემოთ ვართ.სულ ზემოთ....ხედავ?...გამოგვივიდა....ჩვენს ზევით მხოლოდ ცაა.
...სათამაშოს დაღლილი ხელებით ვამაგრებ შენი ფეხსაცლის თასმით და ვგრძნობ რომ ახლა აღარ აქვს აზრი სად ვიქნები, აქ თუ იქ.

** ** **

1 წამის შემდეგ.............სივრცე, ქარი და ხმაური ყურებში.
2 წამის შემდეგ.................შენ ზემოთ დაგტოვე......!ნუ გეშინია.
3 წამის შემდეგ.....................მაპატიე!....მე ხომ ასე ძალიან მინდოდა შენთან.
4 წამის შემდეგ......................... შენ აღარ ჩანხარ.....მიწა კი ძალიან ახლოსაა....
5 წამის შემდეგ............................... მე შენთან ვიქნები ჩემო პატარა, შენთან, მალე, სულ მალე!
6 წამი. .......ჩვენ ერთად ვიქნე.....................
7...
8..
9.
10
11
12
13
14............................................................







(სერგეი ნეველი. © 2013.).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები