 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პროზა 1 მაისი, 2013 |
- მოდი რამე ვითამაშოთ?! - მაინც რა? - აი მაგალითად მე ვიცი ერთი ძალიან სახალისო და საინტერსო თამაში! - რა ქვია? - "სხვაობანა"! - "სხვაობანა"?.. არ გამიგია... მასწავლე რა?!. - დიახ, "სხვაობანა"... კარგი, მაშ მისმინე... ამ თამაშისთვის მინიმუმ ორი ადამიანია საჭირო, მაქსიმუმი კი განუსაზღვრელია. ეს როლური თამაშია და მთავარი პრინციპი არის სიმართლე(!), რადგან მის გარეშე თამაში აზრს დაკარგავს. მოქმედებისთვის აუცილებელია ჯერ სხვის როლში შესვლა, ხოლო შემდგომ საკუთარ თავში დაბრუნება. სხვის როლში ყოფნისას, საკუთარ თავს აკვირდები და ორ სიას ადგენ. პირველ სიაში აღნუსხავ ყველაფერს, რაც საკუთარ თავში მოგეწონება, მეორეში კი პირიქით, რაც არ მოგეწონება. - მერე...? - მერე ბრუნდები საკუთარ თავში და იგივე პრინციპით ახლა იმ პიროვნებას შეაფასებ, რომლის როლშიც მანამდე იყავი. მხოლოდ აქ აუცილებელი პირობა არის იმ პირობითი ინფორმაციისა და გამოცდილების გათვალისწინება(!), რაც მის როლში ყოფნისას მასზე მიიღე. - კარგი, მერე...? - შემდეგ ვიღებთ სიებს და ერთმანეთს ვადარებთ პარტნიორის როლში ყოფნისას – საკუთარ თავზე, და პარტნიორის მიერ, ჩვენს როლში ყოფნისას მიღებული პირობითი ინფორმაციის შემდგომ – ჩვენში დანახულ პოზიტიურ და ნეგატიურ თვისებებს. - და რას მოგვცემს ეს? - იმას, რომ თამაშის მონაწილეები დავინახავთ "სხვაობას" საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე რეალურად არსებულ შეხედულებებს შორის. - და თუ ვერ დავინახავთ? - თუ ვერ დავინახავთ, მაშინ გავერთობით მაინც, ეს ხომ უბრალოდ თამაშია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. "- თუ ვერ დავინახავთ, მაშინ გავერთობით მაინც, ეს ხომ უბრალოდ თამაშია..."
მგონი ცოტა სახიფათო თამაშია, ვაიდა ისე მოგეწონოს სხვისი როლი, რომ საკუთარში დაბრუნება გაგიჭირდეს?...:)) "- თუ ვერ დავინახავთ, მაშინ გავერთობით მაინც, ეს ხომ უბრალოდ თამაშია..."
მგონი ცოტა სახიფათო თამაშია, ვაიდა ისე მოგეწონოს სხვისი როლი, რომ საკუთარში დაბრუნება გაგიჭირდეს?...:))
8. საინტერესო თამაშია =) საინტერესო თამაშია =)
7. თუ ამ ფორმით არ ვთამაშობთ, მაშინ არ ყოფილა "სხვაობანა" :) თუ ამ ფორმით არ ვთამაშობთ, მაშინ არ ყოფილა "სხვაობანა" :)
6. არამგონია, ბევრს მოუნდეს "სხვაობანას" თამაში, ამ ფორმით, თორემ, ისე, სულ "სხვაობანას" არ ვთამაშობთ? არამგონია, ბევრს მოუნდეს "სხვაობანას" თამაში, ამ ფორმით, თორემ, ისე, სულ "სხვაობანას" არ ვთამაშობთ?
5. მე სახუმაროდ არაფერი მითქვამს.უბრალოდ,ვთქვი ის რაც გავიფიქრე. ყველას არ აქვს "სხვაობის"დანახვის უნარი...ვინც ვერ დაინახავს,ის მხოლოდ ითამაშებს მეთქი. მე სახუმაროდ არაფერი მითქვამს.უბრალოდ,ვთქვი ის რაც გავიფიქრე. ყველას არ აქვს "სხვაობის"დანახვის უნარი...ვინც ვერ დაინახავს,ის მხოლოდ ითამაშებს მეთქი.
4. არაფრის დანახვებას მე არ ვაპირებ! ჩემი სურვილი მხოლოდ ამ "თამაშის" წესების ახსნა და სწავლება იყო... აწი ვისაც უნდა, ის ითამაშებს და ან დაინახავს რამეს, ან არა :)
პ.ს. არ დავმალავ, რომ არ ველოდი ამ მინიატურის კომენტარებში სიცილს და ანეგდოტების ხსენებას, ოღონდ არავის საწყენად არ ვამბობ და არც მე მწყენია. უბრალოდ ეტყობა ვერ გადმოვეცი სათქმელი, როგორც საჭირო იყო?! არაფრის დანახვებას მე არ ვაპირებ! ჩემი სურვილი მხოლოდ ამ "თამაშის" წესების ახსნა და სწავლება იყო... აწი ვისაც უნდა, ის ითამაშებს და ან დაინახავს რამეს, ან არა :)
პ.ს. არ დავმალავ, რომ არ ველოდი ამ მინიატურის კომენტარებში სიცილს და ანეგდოტების ხსენებას, ოღონდ არავის საწყენად არ ვამბობ და არც მე მწყენია. უბრალოდ ეტყობა ვერ გადმოვეცი სათქმელი, როგორც საჭირო იყო?!
3. ) მომეწონა. ) მომეწონა.
2. კარგია 2+
თან რა გამახსენა იცი, "შენც ითამაშე კუკუ? " ანეგდოტი
ამ თამაშითაც ორივე შიშვლები გინდა დაგვანახო? კარგია 2+
თან რა გამახსენა იცი, "შენც ითამაშე კუკუ? " ანეგდოტი
ამ თამაშითაც ორივე შიშვლები გინდა დაგვანახო?
1. თუ ვერ დავინახავთ, მაშინ გავერთობით მაინც, ეს ხომ უბრალოდ თამაშია...:DDDD თუ ვერ დავინახავთ, მაშინ გავერთობით მაინც, ეს ხომ უბრალოდ თამაშია...:DDDD
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|