ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ყორშია
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2013


მიწა

ბევრ ხანს ითოვა,
ითოვა და მერე დადო-

თოვლი ჰგავდა შესაწირ კრავს,
და ტალახიანი ორმოებიდან
უმწეო თოვლის კრავები ანათედბნენ

მათ მომალანდეს შენი თვალები-
თბილი სიკვდილის წყვილი კარავი

ბევრ ხანს ითოვა,
ითოვა და მერე დადო-

და კრავივით თეთრი თოვლი დადო.
მგელივით რუხმა მიწამ შეჭამა ეს თოვლი

და მგელივით რუხი მიწა
შენმა სუსტმა მკლავებმა შეჭამეს,
როდესაც მოკვდი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები