ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმპრესია
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2013


ჯვარი რომელსაც ვატარებთ (მინიატურა)

ჩემს ახლობელს, 19 წლის  ვაჟი მოუკლეს. ცოტა ხნით გავიდა სახლიდან. მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა, ჩემი თვალით ვნახე.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....

ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა.
მშია შვილო... მე ბოლო ორი ლარი მივეცი.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....

  ქსნის კოლონიის ალაყაფთან, შაოსან ქალს, მძიმე ტვირთი მოაქვს, მისმა შვილმა, საკუთარი ძმა მოკლა.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

მარტოხელა პაციენტთან წავედი ვიზიტზე. გარდაცვლილი დამხვდა. ერთი კვირის მერე უპოვიათ მეზობლებს.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში, ნაძვის ხესთან, წერილი დევს: "თოვლის პაპა, ისეთი წამალი მომიტანე, რომ მოვრჩე."
-ეს, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი, ყველასი ერთად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები