ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2013


ვცვლი ჩემს ავატარს...

აღარ გამიშვა,
ვარ უარესად,
სულ უალერსოდ
და არა მიშავს...
არ ვიუარებ
რაც შემეშალა.
ვიხვევ თმებს შალად!
"კარტე ნუარის"
ქილა დავცალე...
ვერ გენაცვალე
უცებ, თავიდან,
ვიეგოისტე,
ვატყობ, მომისმენ...
ახლა რა მინდა?
ერთი ფინჯანი
ცხელი ყავა და...
ვცვლი ჩემს ავატარს!
გამისინჯავდი
ცრემლის სიმლაშეს?
ჰგავხარ იმ საშველს,
სულ რომ შიში აქვს...
ნუ მეტალღები,
როცა "მაღლდები",
ვერ გცნობ იშვიათს...
საქმე რაშია?
მახსოვს, ამბობდი,
ბოლო აკორდი
ამხელს ხვაშიადს...
მიდი, ინატრე
თავსხმა სიგიჟის
და თუ მიმიშვი
მაშინ, ვივატ შენ!!!
  10.05.13

















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები