ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2013


ცხოვრება აბრეშუმის ჭიისა

    ცხოვრება აბრეშუმის ჭიისა

  ის იკვებება თუთის ფოთლის ნედლი სიმწვანით
რაც ეკოლოგიურად სუფთაა და უსაფრთხო
ჭამს მშვიდად და აუჩქარებლად საქმის მცოდნე კაცის
თავდაჯერებით.
ასეთ დროს ფიქრობს მარტო სასიამოვნო თემებზე.
ცხოვრობს ცხოვრების ჯანმრთელი წესით
აბრეშუმის ჭია – ჯანმრთელი.

ცოცავს ფოთლიდან ფოთოლზე შეუსვენებლად
(საქმიანი კაცის სიმშვიდით)
საკუთარი ნერწყვიდან ამზადებს ძაფს.
ნაზად ფაფუკსა და გამძლეს (კონკურენტუნარიანს)
აბრეშუმის ჭია - მაშვრალი.

უფრო მოგვიანებით ამ ძაფისაგან იქსოვს ჭურჭელს
თავისი ზომის შესაბამისად, რომელიც ჭირდება სახლად
(სიცოცხლეში) და სარკოფაგად (სიკვდილის შემდეგ)
ასეთ დროს ფიქრობს ცხოვრების ამაოებაზე
აბრეშუმის ჭია - ფილოსოფოსი.
იძინებს მშვიდად, უდრტვინველად, ვალმოხდილი,
რადგანაც იცის, რომ მისი სხეულის ყავისფერი არარსებობიდან
აღმოცენდება ფრენის სურვილი, რომელსაც ექნება პეპლის მსუბუქი
ფრთები და მტკიცე ჟინი ვიწრო საკნიდან გაღწევისა
აბრეშუმის ჭია - პოეტი.
    2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს