ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2013


ის, რაც არის

სართული სართულზე - კორპუსი,
კორპუსი კორპუსთან - ეზო,
ეზოდან ეზომდე ქუჩაა,
ქუჩიდან ქუჩამდე მთელ დროს
ლექსივით გაწელილს წამებით
და მთვრალი ნაბიჯით მავალს,
ხვდებიან  ურითმო  ქალები
და პროზა განაგებს ქალაქს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს