 | ავტორი: ამელი ჟანრი: პოეზია 27 მაისი, 2013 |
ეძღვნება 14 წლის პაკისტანელ გოგოს, მალალას, რომელიც თალიბებმა მათ წინააღმდეგ მიმართული წერილებისა და აქტიურობის გამო სასიკვდილოდ გაიმეტეს. მალალა გადარჩა.
გუშინწინ იყო ჩემი თოჯინა ღრმა ძილით რომ დავაძინე, მიტკლის ზეწარი გადავაფარე, შუქი ჩავუქრე და კარი გამოვუხურე. მას მერე ვზივარ და ვწერ წერილს ჩემ სოფელს, ჩემ ქალაქს, ჩემ ქვეყანას, ჩემ დედამიწას, რომ აქ ცხოვრება ჭირს: ჩემი სკოლის ფანჯრები, როგორც შუშის თვალები ირეკლავენ თალიბებს ირეკლავენ თალიბებს ირეკლავენ თალიბებს და ზანზარებენ. ზანზარებენ თალიბების ჰამერების შიშით ზანზარებენ თალიბების იარაღის შიშით და ეს შიში ზოგ ფანჯარას ამსხვრევს ზოგ ფანჯარას ბზარავს ზოგ ფანჯარას აღებს და ბავშვების ხმაური ან დუმილი მტვრიან ქუჩაში გააქვს. გააქვს ჩემ წერილებთან ერთად, რომელსაც აგერ უკვე რამდენიმე დღეა დედამიწას ვწერ, რომ აქ ცხოვრება ჭირს: რომ აქ ხანდახან ქალები, როგორც საპნის ბუშტები, ისე სკდებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან კაცები, როგორც ასანთის ღერები ინთებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან ბავშვები, როგორც შუშის ბურთები იმსხვრევიან და კვდებიან. ჩემი წერილი დედამიწას მალე მიუვა, მანამდე კი ალბათ მომკლავს თალიბი, შავ თვალებზე ჩამომივა სისხლი, წითელ ზოლად ჩაუყვება ჩემ ხალიან ლოყას, და შედედდება სისხლიანი გზა ტუჩის კუთხესთან... გუშინწინ იყო ჩემ თოჯინას ჩემს ნაცვლად თმა რომ გავუშალე, გუშინწინ იყო ჩემ თოჯინას ჩემი მეგობრების ნაცვლად წიგნი რომ წავუკითხე, გუშინწინ იყო ჩემ თოჯინას ჩვენს ნაცვლად ლაპარაკი რომ ვასწავლე... მერე დავაძინე, შუქი ჩავუქრე და მის ნაცვლად, ჩემი სახელით, დედამიწას წერილი მივწერე... რომ აქ ცხოვრება ჭირს, მაგრამ არ მეშინია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რომ აქ ხანდახან ქალები, როგორც საპნის ბუშტები, ისე სკდებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან კაცები, როგორც ასანთის ღერები ინთებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან ბავშვები, როგორც შუშის ბურთები იმსხვრევიან და კვდებიან.
რომ აქ ხანდახან ქალები, როგორც საპნის ბუშტები, ისე სკდებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან კაცები, როგორც ასანთის ღერები ინთებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან ბავშვები, როგორც შუშის ბურთები იმსხვრევიან და კვდებიან.
5. ჰო :-) ცუდია :-) ფაქტი, თორემ ნაწერი მომეწონა კი. ჰო :-) ცუდია :-) ფაქტი, თორემ ნაწერი მომეწონა კი.
4. ლურჯახენებისმელოდიასავით გასდევს დამომეწონა : ))) მარტო ამიტომ კიარა. ზოგადად მომწონს შენიშემოქმედება... დაეს ზოგადად შენი შემოქმედებისგამოკიარ მომეწონა. ცალკე აღებულია კარგი ასევე:) ლურჯახენებისმელოდიასავით გასდევს დამომეწონა : ))) მარტო ამიტომ კიარა. ზოგადად მომწონს შენიშემოქმედება... დაეს ზოგადად შენი შემოქმედებისგამოკიარ მომეწონა. ცალკე აღებულია კარგი ასევე:)
3. მაღიზიანებენ გრამატიკულად გაუმართავი ნაწერები. ათმაგად, ჟურნალისტის ნაწერები
რომ აქ ხანდახან ქალები, როგორც საპნის ბუშტები, ისე სკდებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან კაცები, როგორც ასანთის ღერები ინთებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან ბავშვები, როგორც შუშის ბურთები იმსხვრევიან და კვდებიან.
გუშინწინ იყო ჩემ თოჯინას ჩემს ნაცვლად თმა რომ გავუშალე, გუშინწინ იყო ჩემ თოჯინას ჩემი მეგობრების ნაცვლად წიგნი რომ წავუკითხე, გუშინწინ იყო ჩემ თოჯინას ჩვენს ნაცვლად ლაპარაკი რომ ვასწავლე..
ეს ადგილები განსაკუთრებით მეძლიერა, ფინალისგან განსხვავებით მაღიზიანებენ გრამატიკულად გაუმართავი ნაწერები. ათმაგად, ჟურნალისტის ნაწერები
რომ აქ ხანდახან ქალები, როგორც საპნის ბუშტები, ისე სკდებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან კაცები, როგორც ასანთის ღერები ინთებიან და კვდებიან. რომ აქ ხანდახან ბავშვები, როგორც შუშის ბურთები იმსხვრევიან და კვდებიან.
გუშინწინ იყო ჩემ თოჯინას ჩემს ნაცვლად თმა რომ გავუშალე, გუშინწინ იყო ჩემ თოჯინას ჩემი მეგობრების ნაცვლად წიგნი რომ წავუკითხე, გუშინწინ იყო ჩემ თოჯინას ჩვენს ნაცვლად ლაპარაკი რომ ვასწავლე..
ეს ადგილები განსაკუთრებით მეძლიერა, ფინალისგან განსხვავებით
2. კარგი ხარ, ამელი ) კარგი ხარ, ამელი )
1. ჟურნალისტიკა შემოქმედებითი ხიბლით.
"დედამიწას წერილი მივწერე... რომ აქ ცხოვრება ჭირს, მაგრამ არ მეშინია..."
ჟურნალისტიკა შემოქმედებითი ხიბლით.
"დედამიწას წერილი მივწერე... რომ აქ ცხოვრება ჭირს, მაგრამ არ მეშინია..."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|