 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 17 ივნისი, 2013 |
მოულოდნელად შემომეყარა გზააბნეული ჩემი ოცნება, გულში ჩამიკრა, მეც ჩავიკარი, გადავიქეცით ულევ კოცნებად. უმეტეს წილად მიკოცნის ხელებს, უმეტეს წილად ვუკოცნი თვალებს, გრძნობით, ნაცარსაც რომ გაახელებს, ჩამქრალ ნაკვერჩხალს რომ ააალებს. მიკოცნის ხელებს, ვუკოცნი თვალებს, თურმე მეძებდა არგასაკარებს, შიშს დამალვია, გაურკვევლობას, უიმედობის უშნო ბარაკებს. ნეტავ ახლა რა დაგვემართება, ყველაფერი რომ გაფერმკრთალდება, ერთ სიცოცხლეში, ორ დაბადებას, რომ არ გამოყოფს გარდაცვალება. აქ სიახლეებს ვინ მემართლება, ან რად ვიმართლებ თავს გამეტებით, ჩვენ ძველებურად ვუმზერთ ნათებას, მზე კი თავს ირთობს კვლავ პლანეტებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჩვენთან პირიქითაა მიკოცნის თვალებს, ვუკოცნი ხელებს... ❤️ :)) ჩვენთან პირიქითაა მიკოცნის თვალებს, ვუკოცნი ხელებს... ❤️ :))
12. ოცნება ყოველთვის გვაფერადებს, თუნდაც "გზააბნეული"... ოცნება ყოველთვის გვაფერადებს, თუნდაც "გზააბნეული"...
11. წერე... წერე.. და გაიზრდები იმედია წარმატებები წერე... წერე.. და გაიზრდები იმედია წარმატებები
10. პირველად შემოვედი თქვენთან... პირველი ლექსიც წავიკითხე... აქ სასაცილო არაფგერია, რამეთუ (ყოველი ქართველი პოეტია)–ო "ცარიელი"... მხოლოდ ეს ნიკია მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელი... ადამიანები სიცოც ხლის ბოლომდე სწავლობენ...წარმატებები და გაძლება... პირველად შემოვედი თქვენთან... პირველი ლექსიც წავიკითხე... აქ სასაცილო არაფგერია, რამეთუ (ყოველი ქართველი პოეტია)–ო "ცარიელი"... მხოლოდ ეს ნიკია მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელი... ადამიანები სიცოც ხლის ბოლომდე სწავლობენ...წარმატებები და გაძლება...
9. მიკოცნის ხელებს, ვუკოცნი თვალებს,+++ მიკოცნის ხელებს, ვუკოცნი თვალებს,+++
8. პლიუსი ჟანგბადის ბალიშია? ნუ დამცინებთ ესაა და ეს. პლიუსი ჟანგბადის ბალიშია? ნუ დამცინებთ ესაა და ეს.
7. ჰოი საოცრებავ, მიუხადავდ ყველაფრისა ერთადერთი ვაქრ ვინ პლუსი დაგიწერათ :D ჰოი საოცრებავ, მიუხადავდ ყველაფრისა ერთადერთი ვაქრ ვინ პლუსი დაგიწერათ :D
6. წარმოსახვა გაიფართოვეთ, ოცნება მხოლოდ მამაკაცი არ შეიძლება იყოს. მართლა :D წარმოსახვა გაიფართოვეთ, ოცნება მხოლოდ მამაკაცი არ შეიძლება იყოს. მართლა :D
5. რაზე გაგეცინათ იქნებ დამიკონკრეტოთ სიცილი მეც მიყვარს, ერთად ვიცინოთ რაზე გაგეცინათ იქნებ დამიკონკრეტოთ სიცილი მეც მიყვარს, ერთად ვიცინოთ
4. ლელე :D მართალი ხარ :) ლელე :D მართალი ხარ :)
3. რაო ჟოზიკ? :-) გაგეცინა? ცოტა მეც,მაგრამ ვაცადოთ იქნებ ქნას :-) რაო ჟოზიკ? :-) გაგეცინა? ცოტა მეც,მაგრამ ვაცადოთ იქნებ ქნას :-)
2. მიკოცნის ხელებს, ვუკოცნი თვალებს :D მიკოცნის ხელებს, ვუკოცნი თვალებს :D
1. მომწონს მე ეს მსუბუქი, სატრფიალო ლირიკა და არც ველი ასეთ ლექსებში რაიმე განსაკუთრებულ სიღრმეებს, მიგნებებს.
კითხულობ და გსიამოვნებს- მეტი რა ქნას? :)
ოღონდ, "ჩამქვრალი" არა- "ჩამქრალი":) მომწონს მე ეს მსუბუქი, სატრფიალო ლირიკა და არც ველი ასეთ ლექსებში რაიმე განსაკუთრებულ სიღრმეებს, მიგნებებს.
კითხულობ და გსიამოვნებს- მეტი რა ქნას? :)
ოღონდ, "ჩამქვრალი" არა- "ჩამქრალი":)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|