ისინი მთელი თვის განმავლობაში ერთდაიმავე დროს კაფეში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ზ-მ ბევრი რამ გაიგო თეოს შესახებ, თეომ კი მხოლოდ ის, რომ ზ დედაქალაქის რუტინულ ყოფას ზღვისპირა ქალაქში გამოექცა და ახლა სწორედ აქ კლავდა დროს: დილით ერთდაიგივე დროს მოდიოდა კაფეში, ჭამდა უგემრიელეს კერძებს (კაფე C კი განთქმული იყო კერძებით), შემდეგ ყოველთვის აყოლებდა ერთ ღერ კუბურ სიგარას, ცოტას გაისაუბრებდა თეოსთან და შემდეგ გარეთ გადიოდა. ის ყოველთვის მარტო მოდიოდა აქ. არასდროს არავის გამოლაპარაკებია, თუ რა თქმა უნდა თეოს არ ჩავთვლით. ვფიქრობ და ვერაფრით გამიგია რამ აიძულა ჩემი მეგობარი მთელი დღეები ასე გაეტარებინა. შეიძლება ის სიმშვიდე, რომელზეც ხშირად ჩამოუგდია სიტყვა ჩემთვის, სწორედ ამ მოსაწყენ ყოფაში ჰპოვა. მე ვეცადე მისი ყოველი ნაბიჯი დაბეჯითებით შემესწავლა. საღამოობით, მის მიერ ღამის კლუბებში გაცნობილ გოგონებთან საუბრისას, ცოტა რამ გავიგე მისი ღამეული ცხოვრების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა თბილისელი მეძავი იანა თბილად და ერთგვარი აღტაცებით იხსენებდა მას. ისინი ერთად სულ სამჯერ იწვნენ. იანას თქმით ლოგინში ზ მას, როგორც საყვარელ ქალს ისე ექცეოდა, არასდროს უწუწუნია თანხაზე, ბარში ყოფნისას ყოველთვის გულუხვად უმასპინძლდებოდა გოგონას. იანა ოცდასამი წლის ნახევრად სლავური წარმოშობის ქალი იყო. ის თხუთმეტი წლის ასაკში მოიტაცეს. ჩვიდმეტი წლისა ლოთ ქმარს გაშორდა და ჩვილი ბავშვით სამყაროს წინაშე მარტოდ დარჩენილმა ერთადერთი (მისი აზრით) სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო მეძავად გახდომის ტიპიური ისტორია. დამშვიდობებისას მან მთხოვა ზ-ს მობილური ტელეფონის ნომერი მიმეცა და როდესაც თვალებში შევხედე ვიგრძენი: ეს არ იყო ფულს დახარბებული ავხორცი ქალის თვალები. არადა როდესაც პირველად ვნახე სწორედ ასეთად მეჩვენა. კიდევ ორი გოგო, სომეხი ლიუდა და ქართველი სალომე, ასევე თბილად და სიყვარულით იხსენებდნენ ზ-ს. ჩემს მეგობარზე საუბრის დროს ლიუდას ანთებული თვალები სიყვარულს და ვნებას ასხივებდნენ, სალომე კი აწითლებული და ცოტა დარცხვენითაც ლაპარაკობდა. ნამდვილად არ გამკვირვებია ამ გოგონების ქცევა. ერთი ამბავი გამახსენდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ახლავე გიამბობთ. ერთხელ როდესაც მე და ზ 18-19 წლის ბიჭები ვიყავით და ჩვენი მთავარი საზრუნავი გართობა და გოგონების შებმა იყო სწორედ ზღვისპირა ქალაქში ვისვენებდით. ჩვენი თან წამოღებული თანხა მკაცრად იყო განსაზღვრული და გადანაწილებული ბინაში ღამის გათევისა და საკვების შესაძენად,ცოტაც სიგარეტის საყიდლად. ასე რომ გოგონების გაცნობა და სადმე მათი დაპატიჟება ოცნების სფერო უფრო იყო. ერთ დღეს კი მოხდა ისე, რომ ორი ყველაზე სექსუალური გოგო, რომლებიც იმ ხანად ჩვენს ირგვლივ შეიმჩნეოდა სწორედ ჩვენ გავიცანით. საღამოს გოგონებმა თავად დაგვპატიჟეს რესტორანში და შემდეგ უკვე საკმაოდ შემთვრალებმა და გათამამებულებმა ეს ახალბედა ბიჭები „გვაცდუნეს“. ისინი ჩვენზე ხუთი-ექვსი წლით უფროსები იქნებოდნენ. მეორე დღესვე გაემგზავრნენ, ჩვენ კი დიდი ხნით დაგვიტოვეს განცდა იმისა თუ რა ბედნიერებაა გყავდეს ქალი, შენი ქალი თუნდაც ერთი სიშლეგემდე მისული ღამით. მეორე დღეს საწოლზე წამოწოლილი, თავქვეშ ხელებ ამოდებული, დიდხანს მივშტერებოდი ჭერს და ხმას არ ვიღებდი. ჩემს გვერდით საწოლზე იმაზე პოზაში იწვა ზ. -იცი რა? ისინი კახპები იყვნენ. ახალგაზრდა ბიჭებთან უნდოდათ. თავისი გაისწორეს და წავიდნენ-ვთქვი მე და მეგობარს მივაშტერდი. -ჰო-პაუზის შემდეგ თქვა მან. -ბევრი არ იდარდო მაგათზე, ეგეთებს უამრავს ვნახავთ. -იცი რა?-ზ ლოგინზე წამოჯდა და თვალებგაბრწყინებული მომაშტერდა-მე ჩემი ყველა ქალი მიყვარს. გქონია ასეთი შეგრძნება? -ეგ როგორ? -ჩვეულებრივად, როდესაც ქალთან ვარ, ვინც არ უნდა იყოს ის, ბორდელის ბოლო დონის კახპა თუ ჯერ კიდევ კდემამოსილი ასული სიგიჟემდე მიყვარს იმ წამს. ნორმალურია ეს? -შენ გიჟი ხარ-ჩავიბურდღუნე-ერთი ქალი უნდა გიყვარდეს ძმაო. რა სისულელეებს ამბობ! -მე ყოველთვის ერთი ქალი მიყვარს-თქვა ზ-მ. წამოწვა და ისევ ჭერს მიაშტერდა. შეკამათებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. ვერც კი გამეგო წესიერად რას ამბობდა. წინა ღამეზე ფიქრში ჩამეძინა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. არა რა, ის ფაქტი, რომ ვიცი უკვე, შემდეგ ნაწილში დასრულდება ეს მოთხრობა, ცოტა მიფუჭებს ხასიათს... არადა ამ დასაწყისით შრულიად შესაძლებელი იყო უფრო დიდტანიანი ნაწარმოების შექმნა. თან რა პატარა ნაწილებია. ვნახოთ, წავიკითხავ ბოლო ნაწილსაც და თუ რამეა იქ გეჩხუბები, ასე მალე რომ დაასრულე თხრობა:) არა რა, ის ფაქტი, რომ ვიცი უკვე, შემდეგ ნაწილში დასრულდება ეს მოთხრობა, ცოტა მიფუჭებს ხასიათს... არადა ამ დასაწყისით შრულიად შესაძლებელი იყო უფრო დიდტანიანი ნაწარმოების შექმნა. თან რა პატარა ნაწილებია. ვნახოთ, წავიკითხავ ბოლო ნაწილსაც და თუ რამეა იქ გეჩხუბები, ასე მალე რომ დაასრულე თხრობა:)
12. დავდებ თვის ბოლომდე დასასრულს აუცილებლად. მადლობები :) დავდებ თვის ბოლომდე დასასრულს აუცილებლად. მადლობები :)
11. ესეც დავიპლიუსე და გაგრძელება? დაველოდოთ ესეც დავიპლიუსე და გაგრძელება? დაველოდოთ
10. დიდი პაუზა ნუ გაქვს თორწმ წინას თვალი გადავავლე რომ აღმედგინა დიდი პაუზა ნუ გაქვს თორწმ წინას თვალი გადავავლე რომ აღმედგინა
9. ველოდები გაგრძელებას. ცოტა მოზრდილი მონაკვეთი დადე ) ველოდები გაგრძელებას. ცოტა მოზრდილი მონაკვეთი დადე )
8. სულ ვფიქრობ ხოლმე -რატომ "ვემთხვევით" მე და mrs.smith. ასე ხშირად ერთმანეთს? :)
არადა, ისეთი განსხვავებული გემოვნება გვაქვს :)
მაინც ვიმედოვნებ, რომ ავტორი ამ ტიპიურ ისტორიას რაიმეს მოუხერხებს ;)
სულ ვფიქრობ ხოლმე -რატომ "ვემთხვევით" მე და mrs.smith. ასე ხშირად ერთმანეთს? :)
არადა, ისეთი განსხვავებული გემოვნება გვაქვს :)
მაინც ვიმედოვნებ, რომ ავტორი ამ ტიპიურ ისტორიას რაიმეს მოუხერხებს ;)
7. ერთი თავს მიქნევს, მეორე თავს აქნევს, მაგრამ ფაქტი ისაა რომ... ფაქტია :) ერთი თავს მიქნევს, მეორე თავს აქნევს, მაგრამ ფაქტი ისაა რომ... ფაქტია :)
6. ახლა უკვე მეც მომეწონა საკუთარი კომენტარი :D :D :D ახლა უკვე მეც მომეწონა საკუთარი კომენტარი :D :D :D
5. ბოლო კომენტარი მომეწონა, მოსმენასა და თავის დაქნევაზე =))
მე პირიქით: ,,აჰ, არა" სახე მაქვს კითხვისას =)) ბოლო კომენტარი მომეწონა, მოსმენასა და თავის დაქნევაზე =))
მე პირიქით: ,,აჰ, არა" სახე მაქვს კითხვისას =))
4. კი ნამდვილად ბოლოს გამართულ დიალოგს ვგულისხმობდი... და მართლა გაცილებით კარგია თუ ყველაფერს გრძნობით აკეთებ... :D ისე ყვები ამ ყველაფერს, თითქოს გისმენდე და თავს გიქნევდე :D + კი ნამდვილად ბოლოს გამართულ დიალოგს ვგულისხმობდი... და მართლა გაცილებით კარგია თუ ყველაფერს გრძნობით აკეთებ... :D ისე ყვები ამ ყველაფერს, თითქოს გისმენდე და თავს გიქნევდე :D +
3. ჟოზეფინა ჩაგეძიებით, რა თემას გულისხმობთ? მოთხრობის ბოლოს გამართულ დიალოგს? თუ მაგ თემას გულისხმობთ საკვირველი არაფერია. ათასნაირი ხასიათის ადამიანი არსებობს. ჟოზეფინა ჩაგეძიებით, რა თემას გულისხმობთ? მოთხრობის ბოლოს გამართულ დიალოგს? თუ მაგ თემას გულისხმობთ საკვირველი არაფერია. ათასნაირი ხასიათის ადამიანი არსებობს.
2. სხვათაშორის როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ბევრი ამტკიცებს იგივეს... მიკვირს, მაგრამ მესმის.. :) სხვათაშორის როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ბევრი ამტკიცებს იგივეს... მიკვირს, მაგრამ მესმის.. :)
1. ნეტავ სად არის ზ? მალე დადე გაგრძელება... ნეტავ სად არის ზ? მალე დადე გაგრძელება...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|