ამბობენ, რომ ჩვენ ყველას საკუთარი ქალაქი გვაქვს, მე კი ავიჩემე ერთი პატარა და მრუდე ქუჩა, რომელზეც უთარიღოდ გითქვამ შეხვედრებს, თუმცა ვერასდროს ვემთხვევით ერთმანეთს.
გზაგასაყარზე კი ისევ დგას მგზავრი, რომელიც ყველა გამვლელს ეუბნება, რომ ზამთრები არ არსებობენ, რომ ისინი ჩვენ თვითონ გამოვიგონეთ მარტოობისთვის.
სულის ბნელი კუთხიდან კი ისევ მიყურებს ბავშვი, ფრთხილი და ველური მზერით, რომელსაც სჯერა, რომ სულის შებერვით მირჩენს იარებს.
ჩემი ცხოვრება არაფერია იმაზე მეტი, ვიდრე ბავშვობის ზღაპრებში დაკარგული სახლის ძიება. ბოლო სადგურში უკანასკნელი მგზავრივით მხოლოდ ხანდახან მენატრება შენი ზურგი - ნავსაყუდელი.
ამბობენ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი ქალაქი, რომელიც მე ალბათ შემომაცვდა ან ბავშვობაში საწოლის ქვეშ მობინადრე ურჩხულებმა მომპარეს.
მუჭით და პეშვებით თითქოს ჩემი წილი ცხოვრება გავასხვისე და როგორ გითხრა, რომ შენ ხარ ყველაფერი, რაც ჩემგან დარჩა. და რომ ზამთარიც გამართლებაა მხოლოდ არყოფნის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალაინ მომეწონა, ყოჩაღ ავტორო ++ ძალაინ მომეწონა, ყოჩაღ ავტორო ++
5. ამბობენ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი ქალაქი, რომელიც მე ალბათ შემომაცვდა ან ბავშვობაში საწოლის ქვეშ მობინადრე ურჩხულებმა მომპარეს. ++ ამბობენ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი ქალაქი, რომელიც მე ალბათ შემომაცვდა ან ბავშვობაში საწოლის ქვეშ მობინადრე ურჩხულებმა მომპარეს. ++
4. ასეტი ლექსები რატომღაც არ მომწონს მაგრამ შინაარსი მომეწონა +2 ასეტი ლექსები რატომღაც არ მომწონს მაგრამ შინაარსი მომეწონა +2
2. იშვიათად,მაგრამ მხვდებიან ხოლმე ასეთი საჩემო რაღაცები. იშვიათად,მაგრამ მხვდებიან ხოლმე ასეთი საჩემო რაღაცები.
1. ძალიან კარგია, ძალიან!
"ბოლო სადგურში უკანასკნელი მგზავრივით მხოლოდ ხანდახან მენატრება შენი ზურგი - ნავსაყუდელი."
"მუჭით და პეშვებით თითქოს ჩემი წილი ცხოვრება გავასხვისე და როგორ გითხრა, რომ შენ ხარ ყველაფერი, რაც ჩემგან დარჩა. და რომ ზამთარიც გამართლებაა მხოლოდ არყოფნის. "
ძალიან კარგია, ძალიან!
"ბოლო სადგურში უკანასკნელი მგზავრივით მხოლოდ ხანდახან მენატრება შენი ზურგი - ნავსაყუდელი."
"მუჭით და პეშვებით თითქოს ჩემი წილი ცხოვრება გავასხვისე და როგორ გითხრა, რომ შენ ხარ ყველაფერი, რაც ჩემგან დარჩა. და რომ ზამთარიც გამართლებაა მხოლოდ არყოფნის. "
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|